კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№8 რატომ გადაწყვიტა ნინი დედალამაზიშვილმა საკუთარ ქორწილში შარვლისა და ბოტასების ჩაცმა და რის გამო ვერ ახერხებს ის თაფლობის თვის გატარებას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  პროდიუსერმა და ივენთ-მენეჯერმა, ნინი დედალამაზიშვილმა, ახლახან ბედი თავის რჩეულს, ოპერატორ სანდრო მარგველაშვილს დაუკავშირა. წყვილის ჯერ მეგობრობის და შემდეგ სიყვარულის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო და 8 თებერვალს ჯვრისწერით, ხელის მოწერითა და ზღაპრული ქორწილით დაგვირგვინდა.
– ნინი, სად და როდის გაიცანი სანდრო და როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– სანდრო სამი წლის წინ ჩემი მეგობრის ქორწილში გავიცანი. მე ამ ქორწილის ორგანიზატორი ვიყავი, სანდრო კი – გადამღები. იმ დღის მერე დავმეგობრდით და ეს გრძნობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა. მართალია, სამი წელი დიდი დროა და უკვე კარგა ხანია, ჩვენს გრძნობებში გარკვეული ვართ, მაგრამ საქმეების გამო აქამდე ოფიციალურ ცელემონიალს თავი ვერ მოვაბით. თან, სხვანაირი პასუხისმგებლობით ვუდგებოდით ქორწინებას.  მიუხედავად ამისა, იმდენად სულ ერთად ვიყავით, ქორწილის მეორე დღეს, ვერ მივხვდით, რა შეიცვალა (იცინის). ასე რომ, ჩვენი სიყვარული ოფიციალურად დავაკანონეთ და ქორწილშიც კარგი დრო გავატარეთ.
– მართალია, რომ სანდრომ შენი ხელი მშობლებს კი არა, შენს შვილს, ელენეს სთხოვა?
– კი, მართალია. ელენე და სანდრო საუკეთესო მეგობრები არიან. იცის სანდრომ, რომ ჩემი გულისკენ მიმავალი გზა ელენეზე გადის და 31 დეკემბერს, სწორედ, მას სთხოვა ჩემი ხელი (იცინის). მათ რომ ასე არ შეჰყვარებოდათ ერთმანეთი, ეს ამბავი არ მოხდებოდა და მე დღეს სანდროს ცოლი ვერ ვიქნებოდი.
– სად იცხოვრებთ ახალდაქორწინებული წყვილი?
– მე, სანდრო და ელენე ცალკე ვაპირებთ ცხოვრებას. ვიყიდეთ სახლი, რემონტს, დაახლოებით, ორ კვრაში მოვრჩებით და გადავალთ საცხოვრებლად.
– ჯვრისწერა, ხელისმოწერა და ქორწილი სად გქონდათ?
– ჯვრისწერა 8 თებერვალს გვქონდა მცხეთაში, ჯვრის მონასტერში. ხელის მოწერა – სვეტიცხოვლის გვერდზე მდებარე ქორწინების სახლში და ქორწილიც მცხეთაში გადავიხადეთ. ოღონდ, ყველა ამბობდა: ეს ქორწილი კი არა, ნამდვილი კონცერტიაო (იცინის). ყველაზე შეუფასებელი საჩუქარი გამიკეთეს ჩემმა ძმამ და დედამ – დუეტში იმღერეს და ნამდვილი სოლო კონცერტი გამართეს. მამას კი უნდოდა, ჩემს ქორწილში, ჩემთან ერთად „ტვისტი“ ეცეკვა და ეს ოცნებაც ავუხდინე (იცინის). ცოტა ხნით ჩემმა მეგობარმა სალიომაც შემოირბინა, არ ეცალა, მაგრამ მაინც იმღერა და წავიდა. ზოგადად, თავის ქორწილში პატარძალი ხომ მოკრძალებული უნდა იყოს, მე კი ისე გავერთე, თავი მართლა კონცერტზე მეგონა.
– დარბაზი, ზამთრის კონცეფციით, ზღაპრულად და სადად იყო მორთული.  ეს ვისი იდეა იყო?
– რადგან ზამთარი იყო, მინდოდა, საქორწილო გარემოც ასეთივე ზამთრულ-ზღაპრული ყოფილიყო, გირჩებითა და წიწვებით მორთული და ქორწილში ზუსტად ისეთი დეკორაცია გავაკეთეთ, როგორიც მინდოდა. თავი ნამდვილ ზღაპარში მეგონა. ჩემი ქორწილის ზამთრის კონცეფციაზე, რომლის იდეის ავტორი მე ვარ, მთელი გუნდი მუშაობდა და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. ასე რომ, თბილ გარემოში და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ჩემი ზღაპრული ზამთარი თავადვე შევიქმენი.
–  ულამაზესი, თუმცა საკმაოდ უბრალოდ ჩაცმული პატარძალი იყავი. ჯვრისწერის კაბა და ქორწილის თეთრი შარვალ-პიჯაკი ვინ შეგირჩია?
– ჯვრისწერაზე დედამთილის, ვიკა ქევანაშვილის დიზაინით შექმნილი სადა და ლამაზი თეთრი კაბა მეცვა. დიზაინერი არ არის, მაგრამ ჩემი დღისთვის ძალიან მოინდომა და საკმაოდ კარგიც გამოუვიდა. ქორწილში კი კაბა არ მინდოდა და თეთრი პიჯაკი და შარვალი მეცვა, ფეხზე კი ქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად – ბოტასები. ყველა ამბობდა: შარვალკოსტუმიანი და ბოტასებიანი პატარძალი პირველად ვნახეთო (იცინის). მინდოდა, კომფორტულად  ვყოფილიყავი. თან, ვიცოდი რა კონცერტიც მელოდა – ცეკვა მომიწევდა და საკუთარ ქორწილში ბოტასებიც ამიტომ ჩავიცვი (იცინის).
– ნინი, მითხარი, დიდი ხანია, მე და სანდრო ერთად ვართ და ვერც კი გავაცნობიერეთ, რა შეიცვალა ურთიერთობის დაკანონებითო, მაგრამ, მაინც, როგორ ფიქრობ, 8 თებერვალს რა მოხდა შენს ცხოვრებაში?
– ქორწინებით, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, რადგან მე და სანდროს ყოველდღიურობა გვაკავშირებდა. მაგრამ, ჯვრისწერის ცერემონიალი იყო ძალიან ინტიმური და ფანტასტიკური. სასწაული ემოცია მქონდა. ბევრი დადებითი ემოცია მივიღე, ბევრი კეთილი სურვილი და ეს დადებითი ენერგია დიდხანს გამყვება. მინდოდა, ამ დღეს ჩემი მეჯვარე ბიჭი ყოფილიყო და ჩემი მეჯვარე გახლდათ გიორგი გუგუტიშვილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვისთან ერთადაც გავიზარდე. სანდროსი კი – ანდრო გოგოლაძე.
– ეს შენი მეორე ქორწინებაა. პირველ ქორწინებაში თუ გქონდა ჯვარი დაწერილი ან ხელი მოწერილი?
– დიახ, ეს ჩემი მეორე ქორწინებაა, თუმცა ჯვრისწერა და ხელის მოწერა პირველია. სანდროსთვის კი პირველი ქორწინებაა. ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდის, ჰარმონიისა და ბედნიერებით ტკბობის პერიოდი დადგა. მთავარია, იმის მადლიერი ვიყოთ, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ ბოლო პერიოდში ამის დაფასება დავიწყე –  ვიყო პატარა რაღაცებით კმაყოფილი და ბედნიერი და დავაფასო ის, რაც მაქვს. რაღაც გლობალური არ უნდა მოხდეს, რომ ბედნიერი იყო, ადამიანს პატარ-პატარა რაღაცებიც უნდა გაბედნიერებდეს.
– სად დაგეგმეთ ახალშეუღლებულებმა თაფლობის თვის გატარება?
– სამწუხაროდ, თაფლობის თვის გასატარებლად ვერ მივდივართ. ორივე ვმუშობთ და ამის დრო არ გვაქვს. სამაგიეროდ, გიგის აქვს კონცერტი კიევში 16 თებერვალს, 17-ში კი ჩემი დაბადების დღე თენდება და იქ მივემგზავრებით. თან, ძმის კონცერტს დავესწრები და ვისიამოვნებ და თან დაბადების დღესაც კიევში აღვნიშნავ ქმართან და ძმასთან ერთად და ეს იქნება ჩემი თაფლობის თვე (იცინის).

скачать dle 11.3