კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№8 როგორ უმსუბუქებს ოჯახს ტკივილს ზურა ვადაჭკორია იმქვეყნიდან და რატომ უჭირს მის ქალიშვილს მამის საფლავზე მისვლა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სულ მალე ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას გარდაცვალებიდან, ორი წელი გავა. მის საფლავზე დღესაც მიდიან უცხო ადამიანები, ანთებენ სანთელს და ყვავილებს ტოვებენ. ფაქტია, ამას მხოლოდ მისი სცენაზე ხილვის გამო არ აკეთებენ. ამ ფორმით იმ სიკეთისთვის უხდიან მადლობას, რაც მან სიცოცხლეში დათესა. მისი ქალიშვილი მიმი ვადაჭკორია ფიზიკურად საოცრად ჰგავს მამას. ამბობს, რომ გაუსაძლისია მამის გარეშე ცხოვრება, თუმცა, ამისთვის ზურამ ოჯახი გარდაცვალებამდე მოამზადა.
  მიმი ვადაჭკორია: უკვე ორი წელი გადის, რაც მამა ამქვეყნად აღარ არის. მისი გარდაცვალებით ყველაფერი შეიცვალა. ვისწავლეთ მის გარეშე ცხოვრება. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ იმდენად ძლიერი პიროვნება იყო, იქიდანაც გვეხმარება, მისი წასვლით გამოწვეულ ტკივილს შევეგუოთ. მისი წყალობით ვუძლებთ ამ განცდასა და ტკივილს. დრო ნამდვილად არ არის მკურნალი, უბრალოდ, დრომ გვასწავლა როგორ ვიცხოვროთ უზურიკოდ, ანუ მამის გარეშე.
– თქვი, მის გარეშე ცხოვრებას შევეჩვიეთ, თუმცა, იქიდან გვიმსუბუქებს ტკივილს, გვაიმედებსო. ეს როგორ გავიგოთ?
– უიმისოდ ცხოვრებას კი არ მივეჩვეთ, მან გვასწავლა, როგორ გვეცხოვრა მის გარეშე და იქიდან გვეხმარება. თუმცა, ძალიან გვიჭირს. სახლში რომ მივდივარ, სულ მგონია, დამხვდება, ისევ იქ იჯდება, სადაც უყვარდა ჯდომა. პლეხანოვზე გავლა არ მიყვარს, რადგან ზუსტად ვიცი, სადღაც პლეხანოვის კუთხეში მამა უნდა მდგარიყო და რომ ჩავივლი და არ დგას, მენანება. პლეხანოვი ზურიკოსი იყო და ის მამას გარეშე ვერ წარმომიდგენია. იმქვეყნიდან კი, იცით, როგორ გვეხმარება და გვაიმედებს? გაგვაძლიერა და დღესაც სიზმრებში მოდის და გვასწავლის, როგორ გავძლოთ. სხვათა შორის, მამას დასიზმრება კარგად მაქვს დაცდილი. პრობლემა თუ მაქვს, მივდივარ მამას სურათთან, ვუყვები და არ არსებობს, ის პრობლემა არ მოგვარდეს. ძლიერი პიროვნება იყო და დღესაც ასე ძლიერად გვიდგას გვერდში და იმქვეყნიდან გვეხმარება. ბოლო ერთი წელი, ცუდად რომ იყო, სწორედ, მაშინ, სიცოცხლეშივე, შეგვაგუა მის სიკვდილს, გვასწავლა უმისოდ ცხოვრება და არც ახლა გვტოვებს. წარმოიდგინეთ, ყველაფერს მამა აგვარებდა, ჩვენთვის პრობლემა არ არსებობდა. უცბად დაგვენგრა ყველაფერი თავზე და ის ერთი წელი, როცა ცუდად იყო, გვასწავლა როგორ გავმკლავებდოთ პრობლემებს. მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერაფერში ვიღებდით. შვილებიც და ცოლიც ჯერ მას ვეკითხებოდით და მერე ვიღებდით გადაწყვეტილებას. ის ერთი წელი დამოუკიდებლობას და უმისობას შეგვაგუა.
– ზურამ სახლში ერთგვარი მუზეუმი დატოვა, სადაც უამრავი ფოკუსის ნივთია და მასთან მიახლოვება ოჯახის წევრებსაც კი აკრძალული ჰქონდა.
– კი, ასეა. არ უყვარდა, როცა ვინმე მის ნივთებს ხელს ჰკიდებდა. კომპიუტერსა და ლეპტოპსაც კი არ ვრთავდით უიმისოდ, იმიტომ რომ მამასი იყო. მამას ნივთები დღემდე ისეა, როგორც თვითონ დატოვა. ძალიან მიჭირს ყოფნა იმ ოთახში, სადაც მისი ნივთებია. ფოკუსის ნივთებს, სათვალეს, საათს, ქამარს – ყველაფერს „მის მეჯიკ ზურა ვადაჭკორია“ აწერია და ოთახში რომ შევდივარ, მის ენერგეტიკას ვგრძნობ. კი გვქონდა აკრძალული მის ნივთებთან შეხება, თუმცა ჩემი ძმა ინტერესდებოდა ხოლმე, იღებდა, ცდილობდა, თავადაც ზურას მსგავსად გაეკეთებინა ფოკუსი და ამაზე მამა არასოდეს ბრაზდებოდა. ღიმილით გვეუბნებოდა: გულს მტკენთ, მაგრად  „მიტყდება“ როცა ჩემს ნივთებს ეხებით, გთხოვთ, ნუ მოჰკიდებთ ხელსო. მის ტანსაცმელს დღესაც მამას სუნი ასდის. ხშირად მაცვია მამას ნაქონი მაისური და ასე  მგონია, მასთან ასე უფრო ახლოს ვარ. დამიჯერეთ, რამდენჯერ გავრეცხე და მაინც ზურიკოს სუნი აქვს. არ დამავიწყდება, ბოლოს ასეთი რამ გვითხრა: მე სიკვდილის არ მეშინია, მე თქვენი მონატრება მაშინებსო.
– მიმი, ვიცი, შენი ძმა კარგად აკეთებს ფოკუსებს. თავად თუ გამოგდის? დაგყვა, ამ მხრივ, მამის ნიჭი, თუ ეს გამოცდილებაა და პრაქტიკა?
– ეს ნიჭია, რომელსაც პრაქტიკით აძლიერებ. მე ვერა, მაგრამ ჩემს ძმას კარგად გამოსდის. თუმცა, ამბობს: მე რომ ფოკუსი გავაკეთო, ზურა ვადაჭკორიაზე მაგარი უნდა ვიყო და ასეთი ვერასოდეს ვიქნებიო. მამას ისე უყვარდა თავისი პროფესია, მასავით მაგრები ვერასდროს გავხდებით. ზურასთვის პირველი ფოკუსები იყო და ამის მერე, სხვა დანარჩენი, ნიკასთვის კი, უბრალოდ, ჰობია.
– სახლში, თქვენთვის თუ აკეთებდა ფოკუსებს?
– არა, არ უყვარდა. რომ ვეტყოდით, მამა ფოკუსი გაგვიკეთეო, უფრო არ აკეთებდა (იცინის). როცა მას მოუნდებოდა, მხოლოდ მაშინ. თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ ფოკუსი გამიკეთეო, ვერ ეტყოდი. ძალიან კეთილი იყო და ყველას უგვარებდა პრობლემებს. მისი გარდაცვალების მერე, რომ გაიგეს ზურას შვილი ვარ, ბევრმა მითხრა: მამაშენი ისე დამეხმარა, ეს გამიკეთა, ეს მომიგვარაო. ამ დროს ძალიან ამაყი ვარ. პანაშვიდებზეც მოდიოდნენ უცხო ადამიანები და მადლობას უხდიდნენ, ასე რომ დაგვეხმარეო. არც კი ვიცოდით, თუ ამდენ სიკეთეს აკეთებდა. ხმამაღლა არ საუბრობდა ამაზე და მისი კეთილი საქმეები, მისი გარდაცვალების მერე შევიტყვეთ. დღესაც ყველას უყვარს, ახსოვს და დადებითად იხსენებს.
– ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც გაჭირვების დროს ხშირად აკითხავდნენ საავადმყოფოში და სიკვდილის ბოლო წუთამდე, გვერდით ედგნენ. დღეს თუ მოდიან და გკითხულობენ?
– რასაკვირველია, მოდიან და ყურადღებას გვაქცევენ. მამა ერთი წელი მეგობრებმა აცოცხლეს. 24 თებერვალს მამას დაბადების დღეა და ზურას გარდაცვალების მერე ოჯახმა ტრადიცია დავამკვიდრეთ – ყოველ წელს აღვნიშნოთ მისი დაბადების დღე და მისი გარდაცვალება.
– როგორც ვიცი, დედა ყოველდღე ადის მამის საფლავზე. თავად, თუ დაჰყვები?
– მამა საბურათალოს კერძო სასაფლაოზეა დაკრძალული და დედა ყოველდღე დადის მის საფლავზე. მის საფლავს რომ ვხედავ, მე ვითრგუნები. თუმცა, როცა გაუსაძლისია მისი მონატრება და პიკს აღწევს, ავდივარ და ველაპარაკები. მე და ჩემი ქმარი ბევრჯერ ღამეც ავსულვართ. ზურას საფლავზე სულ გვხვდება ყვავილები და ანთებული სანთლები. სასაფლაოს მოვლელმა გვითხრა, დღე არ გავა, ხალხი არ მოვიდეს ყვავილებითო. ისინი მამას უცხო თაყვანისმცემლები არიან და მათ დიდი მადლობა, რომ სიკვდილის მერეც არ დაივიწყეს.

скачать dle 11.3