კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ზღაპრული ფასები მხოლოდ სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპარში“

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  თოთხმეტი წლის წინ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი – „ზღაპარი“ გამოჩნდა, რომელიც დღეს ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტების ქსელია. კომფორტული გარემო, მომსახურების მაღალი დონე, ხარისხიანი პროდუქტი და ხელმისაწვდომი ფასები „ზღაპარს“  ნამდვილად გამოარჩევს.
  ბრენდის გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურად ზრუნავს კომპანიის კიდევ უფრო მეტად
განვითარებაზე და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. აირჩიეთ „ზღაპარი“ – თქვენზე მორგებული ასორტიმენტი და ზღაპრული ფასები აუცილებლად დაგიმეგობრებთ!
  თამარ უდესიანი (სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპრის“ გენერალური დირექტორი): ბრენდი „ზღაპარი“ 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დღეის მდგომარეობით, 24 მარკეტით ვართ წარმოდგენილი. თბილისის თითქმის ყველა უბანს მოვიცავთ და გვაქვს მაღაზიები რეგიონებშიც – ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში.  თუმცა, რა თქმა უნდა, მიღწეულს არ ვჯერდებით და სამომავლოდ ჩვენი ქსელის კიდევ უფრო გაფართოვებას ვგეგმავთ.
– თქვენ როდის შემოუერთდით ბრენდს და რა იყო თქვენი ძირითადი ამოცანა ამ კომპანიაში?
– „ზღაპარში“  2006 წელს მოვედი, როცა პირველი მაღაზია გაიხსნა.  თავდაპირველად  ბუღალტრად ვმუშაობდი, შემდეგ  კომპანიის ფინანსური დირექტორი გახლდით  და დღეს კომპანიის გენერალური დირექტორი ვარ. შეიძლება, ითქვას, ამ კომპანიასთან ერთად გავიზარდე და ჩემი ამოცანა, რა თქმა უნდა, მის წარმატებაზე ზრუნვა და კიდევ უფრო  მეტად განვითარებაა. გუნდური პრინციპით ვმუშაობთ და ყველა აქტიურად ვართ ჩართული საქმეში. 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ, რომ ჩვენი ბრენდი, რაც შეიძლება, უკეთესი გახდეს და ჩვენი მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.
– ვინც „ზღაპარში“ ერთხელ მაინც ყოფილა, დაგვეთანხმება, რომ თქვენს ქსელში საკმაოდ კარგი ფასებია და ჩანს, რომ  მომსახურების მაღალი დონის მისაღწევადაც საკმაოდ ბევრს მუშაობთ თანამშრომლებთან.
– ეს მხარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვგეგმავთ კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ამ საკითხზე.
– ამ ბაზარზე, საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, რითი განსხვავდება „ზღაპარი“  სხვა სუპერმარკეტების ქსელებისგან?
– ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს  კომფორტული, ხოლო თანამშრომლებს კი მეგობრული გარემო შევუქმნათ, ჩვენი სლოგანი რაც ჩვენს ზღაპრულ ფასებს უკავშირდება, რეალობის შესაბამისია – ხელმისაწვდომი ფასები ნამდვილად გამოგვარჩევს.   ჩვენს ქსელში ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული ასორტიმენტია. რა თქმა უნდა, ხარისხი ჩვენთვის უპირველესია. „ზღაპრის“ ქსელში ხდება პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი, კონსულტანტების, ადმინისტრატორებისა და ობიექტის მენეჯერების მიერ, ვინც ამ ყველაფერზე  პასუხს აგებს. კეთდება ყოველდღიური ჩანაწერები, გვყავს მონიტორინგის ჯგუფიც.
– ქსელის კიდევ უფრო გაფართოვებასაც გეგმავთ?
– დიახ, ვფიქრობთ, 2020 წელს 30 მარკეტით ვიქნებით წარმოდგენილი.
– როგორც ვიცით, მზა პროდუქტზეც დიდი მოთხოვნაა, საკუთარი სამზარეულოს გაკეთებაც ხომ არ იგეგმება?
– ახლახან დავასრულეთ საკმაოდ დიდი საწარმოს მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მალე აქტიურ ფაზაში გადავა, გვექნება ჩვენი წარმოების პური, ფუნთუშეული და მზა კვება.

скачать dle 11.3