კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 თქვენ და სიყვარული

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  გაინტერესებთ თქვენი და  თქვენი პარტნიორის ურთიერთობის „ჩრდილოვანი“ მხარეები? ნუ დაიზარებთ და გააკეთეთ ეს ტესტი. საინტერესოა და თავის შესაქცევიც. იყავით მხიარული და კრეატიული  პასუხების გაცემისას.
1. წარმოიდგინეთ, მიდიხართ თქვენი შეყვარებულის სახლისკენ. იქამდე  ორი გზაა: ერთი მოკლე და პირდაპირი, თუმცა, ცოტა მოსაწყენი და მარტივი. მეორე გზა გრძელია, მიხვეულ-მოხვეული და საინტერესო, მაგრამ დრო მეტი დაგჭირდებათ. რომელ გზას აირჩევთ?
2. გზაში ვარდის ორი ბუჩქი დაგხვდებათ, ერთი – თეთრი ვარდებით,  მეორე – წითელით. წაუღებთ შეყვარებულს ვარდებს? როგორი კომბინაციით?
3. შედიხართ შეყვარებულის ოთახში და იქ არავინაა. გადაწყვიტეთ, ვარდები დატოვოთ, სად დადებთ – ფანჯრის რაფაზე, თუ საწოლზე?
4. დაღამდა. ერთად ხართ და დასაძინებლად ემზადებით. დასაწოლად სხვადასხვა ოთახში შედიხართ, დილით კი – მის ოთახში. ის გაღვიძებული გხვდებათ  თუ ჯერ კიდევ სძინავს?
5. სახლში წასვლის დროა და გზა ისევ ორია. იმავე გზით დაბრუნდებით? რომელ გზას აირჩევთ? მოკლეს თუ გრძელს?
ნახეთ  შედეგი:
1. გზა თქვენი სიყვარულის მიმართ დამოკიდებულებაა. თუკი მოკლე გზა აირჩიევთ, ძალიან სწრაფად და ადვილად გიყვარდებათ. თუკი გრძელი გზით გადაწყვიტეთ წასვლა, სიყვარულის მორევში თავით გადაშვება გიჭირთ. თქვენ დრო და ფიქრი გჭირდებათ შეყვარებისთვის და იმაში დასარწმუნებლად, რომ გიყვართ.
2. ვარდები ურთიერთობაში „გაცემისა“ და „მიღების“ ინდიკატორია. თეთრი ვარდები თქვენი მოლოდინებია. წითელი ვარდები კი – გაცემა. მაგალითად, თუ სულ წითელი ვარდები დაკრიფეთ და ერთი თეთრი ვარდი შეაყოლეთ თაიგულს, მაშინ  მზად ხართ, ყველაფერი გაიღოთ საყვარელი ადამიანისთვის.  სანაცვლოდ კი ძალიან ცოტას მოელით.
3. ვარდებს სად დადებთ, იმას ნიშნავს, რა სიხშირით გირჩევნიათ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობა. თუ საწოლზე დაალაგეთ – პარტნიორთან ყოველდღიური ურთიერთობა თქვენთვის აუცილებელია. თუკი ფანჯრის რაფაზე დებთ, მის ნახვა-არ ნახვაზე ემოციურად დამოკიდებული არ ხართ. მიგაჩნიათ, რომ ურთიერთობისთვის გარკვეული დისტანცია უკეთესია.  
4. ეს  თქვენი მოლოდინებია პარტნიორთან დაკავშირებით. თუ გაღვიძებული გხვდებათ, შესაძლოა, მისი გადაკეთების მცდელობა გქონდეთ და გჯეროდეთ, რომ თქვენი ხათრით შეიცვლება. ხოლო თუ მძინარე დაგხვდათ, იღებთ მას ისეთს, როგორიც არის.
5. ეს მიუთითებს იმაზე, რამდენად სტაბილური ხართ გრძნობებში. თუკი მოკლე გზით დაბრუნება აირჩიეთ, ხანმოკლე გატაცებები გჩვევიათ. მაგრამ   თუ გრძელი გზით წახვედით,  მაშინ დიდი ხანი რჩებით შეყვარებული.

скачать dle 11.3