კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№8 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: როგორი ტიპის კანისთვისაა განსაზღვრული თეთრი თიხა და რა შედეგს იძლევა მისი გამოიყენება?
პასუხი: თეთრი თიხა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის გამოიყენება. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის გარეგნულ სახეს და უსაფრთხოდ წმენდს ფორებს.
კითხვა: წლებია, ძილის წინ ვიბან და ვიძინებ სველი თმით. ზოგადად, ქერტლის პრობლემა მქონდა, მაგრამ ბოლო დროს გამიმძაფრდა და ამას დაერთო ქავილი. შეიძლება, ეს სველი თმით დაძინების ბრალი იყოს?
პასუხი: თუ ქერტლის გაჩენისადმი მიდრეკილება გაქვთ, სველი თმით დაძინება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გამძაფრებას. ამას გარდა, გამოიწვევს თავის კანის გაღიზიანებასა და ქავილს.
კითხვა: სახეზე ხშირად მიჩნდება გამონაყარი. რა აღარ ვცადე, მაგრამ – ამაოდ. იქნებ რაიმე ხალხური, ნაცადი მეთოდი მასწავლოთ, იქნებ, მიშველოს?
პასუხი: შემოგთავაზებთ სახის ნიღბის რეცეპტს, რომლის გაკეთებასაც სახლის პირობებში შეძლებთ. ეს ნიღაბი, თქვენი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, არც ძვირი დაგიჯდებათ და ეფექტს მალევე იხილავთ. ბანანი და თაფლი სხვადასხვა პროპორციით აურიეთ და პიურე დაამზადეთ. წაისვით სახეზე. გაიჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი და შემდეგ, თბილი წყლით ნაზად ჩამოიბანეთ. თუთია და ვიტამინი C, ანთებას ჩააცხრობს და შეწითლებულ ადგილებს შეგიმცირებთ.
კითხვა: ხელისა და ფეხის კიდურების ზედა ნაწილებში, პატარა სისხლჩაქცევები მიჩნდება, რაც დისკომფორტს მიქმნის და ცუდი შესახედია. იქნებ, არსებობს რაიმე საშუალება, რომ ნაკლებად შესაჩნევი გახდეს ან სრულიად გაქრეს?
პასუხი: გახეხეთ კარტოფილი და დაამატეთ რძიანი შვრიის ფანტელები. დაიდეთ პრობლემურ ადგილებში ყოველდღე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. სისხლჩაქცევა არ გაქრება, თუმცა ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
скачать dle 11.3