კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№8 რა ტიპის დატენიანება ესაჭიროება თქვენს კანს სხვადასხვა ასაკში

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ნაოჭები რომ გვიან გაჩნდეს, კანი კი, რაც შეიძლება, ჯანმრთელად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, აუცილებელია კანის დატენიანება როგორც შიგნიდან  –  დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღებით, ასევე გარედან – სხვადასხვა დამატენიანებელი საცხების, შრატებისა თუ პროცედურების მეშვეობით. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ასაკი და ამის მიხედვით შეარჩიოთ, რა ტიპის დატენიანება ესაჭიროება თქვენს კანს..
  20 წლის ასაკში კანი ბიოლოგიური აქტივობის პიკში იმყოფება და თავად გამოიმუშავებს, რაც მას ესაჭიროება. თუმცა, ამ პერიოდში უსიამოვნებები შეიძლება, გაჩნდეს სხვადასხვა სახის გამონაყრისა და მიკროანთებების სახით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სათანადოდ დაიცვათ კანის სისუფთავე და მასთან დაკავშირებული ჰიგიენა. რაც შეეხება დატენიანებას, ეს მიიღწევა ჰიდროლიპიდური გარსისა და ბუნებრივი დაცვის შენარჩუნებით. კანის გასუფთავების, დატენიანებისა და დაცვისთვის უპირატესობა მსუბუქი ტექსტურის მქონე საცხებს და გელს მიანიჭეთ, რომლებიც მომენტალურად შეიწოვება კანში და არ ტოვებს ბზინვარებას.
  30 წლის ასაკისთვის კანს უკვე ნელ-ნელა აღარ ჰყოფნის ტენიანობა, კარგავს სირბილეს და ელასტიკურობას. ეს ყველაფერი კი თანდათან ნაადრევი ნაოჭების გაჩენას, კანის აქერცვლასა და გაღიზიანებას გამოიწვევს. ამ დროს, კანს წყალი ესაჭიროება. ამიტომ, აუცილებელია, გადახვიდეთ ღრმა დატენიანებაზე, რომ კანი ნაადრევი დაბერებისგან დაიცვათ. დამატენიანებელ საცხთან ერთად, შეგიძლიათ, დაიწყოთ დამატებით შრატის გამოყენებაც. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ სწრაფად მოქმედებს, არამედ უფრო ღრმადაც აღწევს კანში. შრატი კანზე უნდა დაიტანოთ დილით, სანამ დღის საცხს წაისვამდეთ. ამასთან ერთად, კარგია მასაჟი და ნიღბები.
40 წლის ასაკისთვის ორგანიზმში გაცვლითი პროცესები ნელდება, სახის კონტური სიმკვეთრეს კარგავს, კანი მგრძნობიარე და სიმშრალისკენ მიდრეკილი ხდება, ამიტომ ის ინტენსიურად უნდა დაატენიანოთ და კვებოთ. ამასთან, კანის ზომიერი დატენიანებიდან სერიოზულ და მულტიფუნქციურ პრეპარატებზე უნდა გადახვიდეთ. ამ ასაკში საცხი კანს არა მხოლოდ უნდა ატენიანებდეს, არამედ ეფექტურად ებრძოდეს დაბერებასაც. ნაოჭების პრევენციისთვის ინტენსიურად გამოიყენეთ ანტიოქსიდანტები და გაიკეთეთ ლიფტინგი. მოდუნებული და გამომშრალი კანის შემთხვევაში, კარგია მეზოთერაპიაზე გადასვლაც.
აქვე, გასწავლით ნიღბების მომზადებას სახლის პირობებში, რომელიც ნებისმიერ ასაკში კარგ შედეგს იძლევა:
  ტონუსისთვის – კანის უჯრედების აღდგენასა და კანის პროტეინებით გამოკვებაში ცილის ნიღაბი დაგეხმარებათ: ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ისე, რომ სქელი ქაფი მიიღოთ, წაისვით კანზე, გაიჩერეთ10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  სიჯანსაღისთვის – როცა მთელი დღე ოფისში ჯდომა გიწევთ, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ, ქუჩაში გამონაბოლქვს სუნთქავთ, კანს გაწმენდა შედარებით ხშირად ესაჭიროება: გახეხეთ კიტრი და დაუმატეთ 1 კოვზი არაჟანი, წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და იგრძნობთ, როგორ დაიწყებს კანი სუნთქვას.
  დაცვა – კანის დაცვითი ფუნქციების გასაძლიერებლად კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ზეითუნის ზეთის ნიღაბი: ერთ სუფრის კოვზ ზეთს დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და ნებისმიერი ხილის წვენი. წაისვით სახეზე და 15 წუთის მერე ჩამოიბანეთ.
  იერის შესანარჩუნებლად და ნაოჭების საწინააღმდეგოდ –  იმისთვის, რომ კანმა ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოს, დაამზადეთ არაჟნისა და კურკუმას ნიღაბი: ნახევარ ჩაის კოვზ სანელებელს, 2 სუფრის კოვზი არაჟანი შეურიეთ და ძილის წინ, 10 წუთით გაიჩერეთ სახეზე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ღამის კრემი.
скачать dle 11.3