კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№8 რატომ დაიახლოვა სტალინმა ვატიკანი და კათოლიკური სამყარო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო და გარდა იმისა, რომ მოვლენების განჭვრეტის უნარს ფლობდა, შეეძლო, მტერი მოყვარედ ექცია და ის თავისი პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოეყენებინა. ისტორიის დოქტორი კარლო სოლიამინი წერს: „პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თვისებაა ის, რომ შეეძლოს საერთო ენის გამონახვა მტერთან და მასთან მოლაპარაკება. ხოლო თუკი ის შეძლებს მტრის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს დასტურია, რომ ის უმაღლესი კლასის პოლიტიკოსია... სწორედ რომ, ასეთ უმაღლესი კლასის პოლიტიკოსი იყო იოსებ სტალინი და ამ მხრივ, ის ათი თავით მაღლა იდგა თავის სახელოვან კოლეგებზე.... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მთელი თავისი სიმკაცრის მიუხედავად, სტალინს პოლიტიკური მოქნილობის უნიკალური უნარი ჰქონდა, რითაც ის შეუძლებელს აღწევდა ხოლმე საერთაშორისო დიპლომატიაში. მარტო ის რად ღირს, რომ ჰიტლერს საშინელი ომი ორი წლით გადააწევინა და ამით დრო მოვიგეთ და უფრო გავძლიერდით. არადა, ჰიტლერი რომ ორი წლით ადრე დაგვსხმოდა თავს, გამორიცხული არაა, ჩვენი გამარჯვება იმ ომში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. ასე რომ, როდესაც ვამბობთ, ომის მოგებაში სტალინს დიდი წვლილი მიუძღვისო, ამაში სტალინური დიპლომატიაც უნდა ვიგულისხმოთ...“ მოლოტოვის სიტყვები მავანმა შესაძლოა, იმგვარად აღიქვას, რომ სტალინთან ერთად მოლოტოვი საკუთარ თავს აქებს... სწორედ რომ, მან მოაწერა იმ თავდაუსხმელობის პაქტს ხელი 1939 წელს, საბჭოთა საგარეო პოლიტიკაც მას ებარა. თუმცა, მოლოტოვი ხაზგასმით ლაპარაკობს მხოლოდ სტალინის დამსახურებაზე და ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. სტალინის გარეშე არც ეს ხელშეკრულება შედგებოდა და ომიც საბჭოეთისთვის ბევრად არახელსაყრელ მომენტში დაიწყებოდა. სხვათა შორის, მას მერე, რაც ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა, ხოლო სტალინმა ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთის ნაწილი დაიკავა, იმჟამინდელმა რომის პაპმა პიუს მეთორმეტემ სტალინს საპროტესტო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ზემოხსენებული ტერიტორიების სასწრაფო დეოკუპაციას სთხოვდა უკიდურესი ულტიმატუმური ტონით. ეს წერილი სტალინს კარდინალმა ანჯელო-ჯუზეპე რონკალიმ, მომავალში რომის პაპმა იოანე მეცამეტემ, ჩაუტანა მოსკოვში და პირადად გადასცა კრემლში, სადაც კარდინალის სამოსში გამოწყობილი მივიდა. ამ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი ესწრებოდა, რომელიც იხსენებდა: „კარდინალი რონკალი წითელი ფერის, ძვირფასი ატლასისგან შეკერილი იერარქის სამოსით მოვიდა და ხელში ვატიკანის გრაგნილი ეჭირა, რომელსაც რომის პაპის სატიტულო გერბი ერტყა. წერილი, როგორც ამას ვატიკანის წესები მოითხოვდა, ლათინურ ენაზე იყო დაწერილი. კარდინალს ის უნდა წაეკითხა. თარჯიმანს ეთარგმნა, შემდეგ კი სტალინისთვის გადაეცა. კარდინალს თარჯიმანი თან ჰყავდა ჩამოყვანილი, მაგრამ რონკალის წინასწარ უთხრეს, რომ მისი საჭიროება არ იყო და ის სასტუმროში დარჩა. კარდინალმა, ალბათ, იფიქრა, რუსებს საკუთარი თარჯიმანი ეყოლებათო. საქმე კი ის იყო, რომ ლათინური სტალინმაც და მეც კარგად ვიცოდით. სტალინს  კარდინალთან თარჯიმნის გარეშე უნდოდა საუბარი და როდესაც რონკალიმ საპროტესტო წერილი წაიკითხა და ის სტალინს გადასცა, სტალინმა სტუმარს გაუღიმა და ხუმრობანარევი ტონით უთხრა:
– ძალიან მკაცრი ტონია. ნება მიბოძეთ, გკითხოთ, მის უწმიდესობას (იგულისხმებოდა რომის პაპი) რამდენი ტანკი ჰყავს?
რონკალი შეცბა, მაგრამ თავს მოერია, სტალინს გაუღიმა და უთხრა:
– მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შეიარაღებული ძალები არ გვყავს და ჩვენი ძალა ღმერთშია.
– გეხუმრეთ, ძვირფასო. დაბრძანდით, – სტალინმა სტუმარს სავარძელზე მიუთითა და მასთან ლათინურ ენაზე განაგრძო საუბარი, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა და სხვადასხვა თემებს შეეხო.
სტალინმა კარდინალს უთხრა, რომ მასაც სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ასეთი ფრაზაც კი ჩაურთო: „კათოლიკ იერარქებს მართლმადიდებლებისგან ძვირფასი სამოსის გარდა, შედარებით თავისუფალი საქციელი განგასხვავებთ. ასევეა, რელიგიურ ნაგებობებშიც. თქვენი ტაძრები, ჩვენებთან შედარებით, ძალიან მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით, იქ ბევრად ნაკლები სულიერებაა, ვიდრე ჩვენთან...“ ერთი სიტყვით, კარდინალი აშკარად გაოცებული იყო სტალინის რელიგიური განსწავლულობით. ხოლო რომ ემშვიდობებოდა, ისე დაიბნა, რომ ხელზე კოცნა დაუპირა, რა თქმა უნდა, სტალინმა ამის საშუალება არ მისცა.
თავისი წარგზავნილის ვატიკანში დაბრუნების შემდეგ, რომის პაპი პიუს მეთორმეტე თავის ქადაგებებში სტალინის წინააღმდეგ ილაშქრებდა და თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, მას ანტიპიარს უკეთებდა. თუმცა, ომის დამთავრების მერე პაპმა ანტისტალინური კამპანია შეწყვიტა. 1952 წელს კი მოსკოვში კვლავ კარდინალი რონკალი წარგზავნა და ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც 2 მარტს სტალინმა პირადი წერილი მისწერა და 76-ე დაბადების დღე მიულოცა. სტალინის ეს ნაბიჯი პოლიტიკური სიტუაციიდან იყო გამომდინარე და საბჭოთა ბელადს მსოფლიოში მომძლავრებული კათოლიკეების მხარდაჭერა სჭირდებოდა, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური კუთხით. ამიტომ, სტალინის ინიციატივით, მოსკოვში ვატიკანის წარმომადგენლობა გაიხსნა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო და მეტიც, მზადდებოდა რომის  პაპის ისტორიული ვიზიტი საბჭოთა კავშირში, რომელიც 1953 წელს ზაფხულში უნდა შემდგარიყო. თუმცა ამას სტალინის გარდაცვალებამ შეუშალა ხელი... სტალინის კათოლიკურ სამყაროსთან დაახლოება საბჭოთა პოლიტიკას მომავალში დიდად წაადგა, რაც საბჭოთა ბელადს წინასწარ ჰქონდა გათვლილი.“

скачать dle 11.3