კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№7 ნინო ჩხეიძე: ყველანაირად რთული პერიოდი იყო, არა მხოლოდ გიორგის წასვლის გამო

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ნინო ჩხეიძის კარიერაში მუდმივად სიახლეებია. ახლაც ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის პრემიერაც მარტში ისრაელში გაიმართება. სამომავლოდ კი თბილისშიც სურს სოლო კონცერტის გაკეთება. გარდა ამისა, რადიოშიც სიახლეები აქვს და ახალ გადაცემას, გეგმავს – „ხუთეული“, სადაც არა მარტო მსმენელთა სურვილებს აასრულებს, ასევე დამწყებ მომღერლებსაც მისცემს შანსს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
  ნინო ჩხეიძე: 2020 წელი ჩემთვის ძალიან ხმაურიანად დაიწყო. საქმით დატვირთული ვარ. ვმუშაობ ალბომზე, რომლის პრეზენტაციაც 6 მარტს ისრაელში გაიმართება. მასში შევიდა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები, რითაც შემიყვარა მსმენელმა და რითიც დავიკავე ჩემი ადგილი. კარგი განწყობის ქალაქური სიმღერებია, ზოგი სომხურ მოტივზეა გადაკეთებული, როგორებიც მანამდეც მქონდა. ასევეა ჩემთვის დაწერილი სიმღერები და კიდევ ჩემი დაწერილი ერთი სიმღერა. ასე მგონია, რომ ჩემი სიმღერები ძალიან მგავს – თითქმის ყველა ცოტა მოწყენილია. როცა შენ დაწერილ სიმღერას ასრულებ, უფრო ორგანულია, როგორც შენი შვილი და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– მე მგავს ჩემი სიმღერები, ცოტა მოწყენილიაო და შენ გაქვს ასეთი ხასიათი?
– კი. ზოდიქოთი „ტყუპები“ ვარ და აქედან გამომდინარე – 50 პროცენტი მხიარული და 50 პროცენტი სევდიანი. სიხარულიც და სევდაც ერთნაირად მაქვს. ხშირად მეკითხებიან: სულ იცინი და სახლშიც სულ ასე კარგ ხასიათზე ხარო. ჰგონიათ, რომ სახლში სულ კარგ, საქეიფო, დარდიმანდულ განწყობაზე ვარ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. ადრე, როდესაც საკუთარ თავს კარგად არ ვიცნობდი, ხასიათის ცვალებადობა ძალიან აისახებოდა ხოლმე ჩემს განწყობაზე. მაშინ ვერ ვფლობდი საკუთარ ფსიქოლოგიას და ახლა, რაც წლები მემატება, ვცდილობ, გავიაზრო, გავაანალიზო და უფრო სტაბილური ხასიათი შევინარჩუნო.
– როდის ხარ სევდიანი?
– ბევრჯერ ვარ ხოლმე, ამისთვის შეიძლება, მიზეზი არც იყოს საჭირო. სევდიანი არა, უფრო მელანქოლიური, როცა საკუთარ თავზე ფიქრობ, სხვაზე, საქმეზე – ამას ვგულისხმობ.
– რა განსხვავებაა ძველ ნინოს, რომელიც კარიერას იწყებდა და ახლანდელ ნინოს შორის?
– ვერ ვიტყვი, რომ დიდად შევიცვალე. არ მიყვარს დაგეგმილი და დადგმული ქცევები, ურთიერთობები. ვურთიერთობ იმ ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებას მანიჭებს. საქმე საქმეა, მეგობრობა – მეგობრობა.  თუ არ მომწონს ადამიანი, მასთან საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა, თუნდაც საქმიანი. ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგია, მაგრამ ასეთი ვარ და ეს ჩემი კომფორტია. კარიერა რომ დავიწყე, პატარა ბავშვი ვიყავი, უფრო მიმნდობი, გახსნილი. ვინმე რომ მაკრიტიკებდა, მლანძღავდა, ვერ ვიჯერებდი და ჩემამდე არ დადიოდა: უცხო ადამიანს რატომ უნდა გავეკრიტიკებინე,  ველანძღე – ალბათ, არ უნდოდა-მეთქი. ვერ ვერგებოდი იმ რეალობას, რომელიც მაშინ ჩემ ირგვლივ იყო.
– უცებ გახდი პოპულარული, იყავი ამ ყველაფრისთვის მზად?
– არ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი, თუმცა, ალბათ, მზად მაინც ვიყავი. შემდეგ აზარტიც მოვიდა, მომეწონა, საკუთარი თავის რწმენა მომემატა. ხალხის სიყვარულმა დიდი სტიმული მომცა და დღესაც ასე გრძელდება.
– ასეთ დროს ხალხს ჯანსაღ და არაჯანსაღ ამბიციებს შორის ზღვრის დაცვა უჭირს ხოლმე. შენ გქონდა ასეთი მომენტი?
– მგონია, რომ ადამიანს არაფერი ცვლის – არც ტიტული, არც პოპულარობა და არც მატერიალური წარმატებები. ჩემი გადმოსახედიდან, თუ რამისთვის მიმიღწევია, არაფერს შევუცვლივარ. რაც ყველაზე მეტად ჩემში მომწონს, არის ის, რომ თვითკრიტიკული ვარ, არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი: აუ, რა მაგარი ვარ! საკუთარ თავთან სულ პრეტენზიები და მოთხოვნები მაქვს: რატომ არ ივარჯიშე! თუ ვივარჯიშებ – რატომ არ წახვედი ვოკალზე! თუ ვოკალზე წავედი – რატომ არ წახვედი ინგლისურზე და ასე შემდეგ.
– როგორ ფიქრობ, ეს კარგია?
– ფსიქოლოგიაზე რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე და ამბობენ, რომ არ არის კარგი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც ცუდია, იმდენად კარგია – არ ხარ მოდუნებული და კმაყოფილებაში არასდროს ვარდები, რადგან ამ შემთხვევაში რეგრესში წახვალ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მუდმივად პრესში ვაქცევ, მაინც ასე თუ ისე პროგრესისკენ მივდივარ.
– რა არ მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
– რომ არ ვვარჯიშობ. ამ კვირაში ვებრძვი იმას, რომ დილის 8 საათზე გავიღვიძო. მიყვარს, დილით ადრე რომ ვდგები. ზოგადად, მიყვარს სულ საქმეში რომ ვარ, ვფუთფუთებ. ეტყობა, იმერელი რომ ვარ, მომწონს ეს ფაციფუცი. 2 საათზე როგორ არ გამიღვიძია, მაგრამ ძალიან ვწუხდები ხოლმე, პრეტენზია მაქვს საკუთარ თავთან, ვლანძღავ: რატომ დაკარგე ამდენი დრო-მეთქი. მომხრე ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის, დილით ადგომის, ვარჯიშის... ამ მხრივ, ისეთი ხუთოსანი არ ვარ, როგორიც საჭიროა.
– ამ მხრივ, რამდენ ქულას დაუწერდი საკუთარ თავს?
– გააჩნია, ასე ვერ ვიტყვი. რაღაც პერიოდში შეიძლება, ხუთოსანი ვიყო, რაღაც პერიოდში – ოროსანი. მთავარია, ოროსნობა დიდხანს არ გაგრძელდეს. ჩემს შემთხვევაში წარმატების დიდი წილი სწორედ შრომისა და ჩემი ხასიათის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გეტყვის, დღეს საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო, გაგირკვირდებათ და ყოველდღე, დილიდან ღამის 10 საათამდე მუშაობაში ვართ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს.
– სახლში თუ გიყვარს ფაციფუცობა?
– რომ გითხრა, სადილებს ვაკეთებ-მეთქი, არა, გამორიცხულია, მაგრამ სახლის დალაგება, ჭურჭლის დარეცხვა მიყვარს. დამხმარე აღარ მყავს, რადგან ჩემი ქმარი არ არის საქართველოში, მარიკოც გაიზარდა. სახლის საქმეები, ფაციფუცი მეხერხება და მიყვარს. მიმაჩნია, რომ ესეც აუცილებელია ადამიანის ენერგეტიკისთვის. როგორი საშუალებაც უნდა გქონდეს ადამიანს, შენი ადგილი შენ უნდა დაალაგო, ჭურჭელი უნდა გარეცხო. შეიძლება მოძველებული შეხედულებაა, მაგრამ ეს პირადად ჩემს ენერგეტიკაზე კარგად აისახება.
– ცხოვრება რამდენად ხშირად გაძლევს შანსებს?
– შანსი ყოველდღეა, თუ ადამიანი მართალი ხარ საკუთარ თავთან, საქმესთან. მე არ ველოდები, როდის ჩამივარდება შანსი, რადგან ადამიანი ყოველდღე თავად ქმნის შანსებს. მერე ამ ყველაფერს რომ ერთმანეთს მიაწებებ, დიდი შანსი იქმნება. გამართლებაც არის, მაგრამ ყველაფერი მაინც შენი ფიქრიდან, ქცევიდან, საქმიდან მოდის.
–  შენი და შენი მეუღლის ურთიერთობა სულ ხდება განხილვის თემა.
– კი, ჩვენი თემა სულ რეიტინგულია. ჩემს ქმართან ერთად რომ ვდებ ფოტოს, 5 000 ლაიქი აქვს და მარტო სადაც ვარ, იმას 1 000. სულ ვეუბნები: მოდი, გიო, გადავიღოთ ფოტო. ისიც მეუბნება: ხედავ, ჩემი ხათრით გაქვს ამდენი ლაიქებიო. ახალ წელს მონაკოში ვიყავი ბენდთან ერთად, კონცერტი მქონდა დიდი შოუთი. გიორგიც ჩამოვიდა და მეორე დღეს სამივემ – ანუ მე, გიორგიმ და მარიკომ გავისეირნეთ. ძალიან ლამაზი მოედანია, იქ გადავიღეთ ფოტო და დავდე „ინსტაგრამზე“, მხოლოდ ჩექინი გავაკეთე. მეორე დღეს „მონაკო თუდეის“ ოფიციალურ გვერდზე ვნახე ჩემი და გიოს ფოტო, წარწერით: საუკეთესო ლუქი. გავგიჟდი, არ მჯეროდა, მივწერე კიდეც. მეორე დღესაც დადეს უკვე ჩემი ფოტო, მეორე კაბაში, რომელიც კონცერტზე მეცვა და ეწერა: საუკეთესო თვალებიო, მაგრამ  ჩემს გვერდზე აღარ დამიდია.
– როგორ ატარებთ დროს ოჯახი ერთად?
– ძალიან კარგად, რადგან მარიკოც უკვე დიდია და ვმეგობრობთ, კარგი ზნის ადამიანია. გიორგიც ძალიან კომფორტულია. ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ასეთია და გასტროლებზე ყველანაირად გვიწყობს ხოლმე ხელს. ჩემზე ბევრად კომფორტულია. ვინც მე მიცნობს: რა კარგი გოგო ხარო, მეუბნებიან და  მერე, გიორგის რომ გაიცნობენ, ამბობენ: არა, ქმარი რა კარგიაო, მჩრდილავს ხოლმე. მიხარია, რომ მე ვისთანაც ვმეგობრობ, მერე ისინი გიორგის უფრო მეტად უმეგობრდებიან. წელიწადში ბევრჯერ ვხვდებით ერთმანეთს, მივეჩვიე უკვე. ახლაც 6 მარტს ჩამოდის. 14 მარტს შვეიცარიაში ქართველებთან მაქვს კონცერტი, ყველა ბილეთი გაყიდულია. გიორგი და მარიკო იქაც მოდიან.
– როცა გიორგი უკრაინაში წავიდა, ძალიან რთული პერიოდის გამოვლა მოგიწია.
– ყველანაირად რთული პერიოდი იყო, არა მხოლოდ გიორგის წასვლის გამო. პოლიტიკური ვითარება რომ შეიცვალა, ადამიანებმა ჩათვალეს, არ ვიცი პრემიერ-მინისტრი ვიყავი თუ პრეზიდენტი, რომ ჩემთან აღარ უნდა ეკონტაქტათ ან აუცილებლად ცუდად უნდა ვყოფილიყავი. უცბად დადგა 2013 წელი და... 100 მეგობრიდან მხოლოდ 2 მეგობარი რომ გყავს, უცებ ვერ გავიაზრე, შოკისმომგვრელი იყო. თუმცა, რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის არის. რომ არა ეს სიტუაცია, ვერ გავიგებდი, ვინ როგორი იყო. ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის ძალიან კარგი იყო.




скачать dle 11.3