კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№7 რის გამო ჩავარდა თაკო ჭანუყვაძე ისტერიკაში და როგორ გაუჩნდა მის სტილს მიმდევრები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი თაკო ჭანუყვაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კეკეს როლს ასრულებს და მისი პერსონაჟი ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა.
  თაკო ჭანუყვაძე: როდესაც პერსონაჟს ისეთი განვითარება აქვს, როგორიც კეკეს, მსახიობისთვის მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიხარულოა. სცენარი რომ გამომიგზავნეს და წავიკითხე, ისტერიკაში ჩავვარდი, იმდენი ვიცინე. ძალიან სასაცილო ამბები ხდება მის თავს და გადაღებებზეც ვხალისობთ. მაგრამ კამერა რომ ჩაირთვება, ავტომატურად კეკე ვხდები, აღარ მეცინება და მართლა ვბრაზდები (იცინის). მსგავსება არის ჩვენ შორის-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მისნაირი ადამიანია და ამ პერსონაჟში ყველა გაერთიანებული მყავს. სხვათა შორის, დეტალები საკუთარი თავისგანაც ავიღე, მაგრამ ერთმანეთს არ გვავართ. ემოციური მეც ვარ. მაგრამ კეკე ზედმეტად ემოციურია, მისგან განსხვავებით, მე საკუთარი თავის კონტროლი შემიძლია.
– შენ რას გამოჰყავხარ წყობიდან?
– მარტივად არა, მაგრამ ერთადერთი, რამაც შეიძლება, წყობიდან გამომიყვანოს, უსამართლობაა. თემები, რომელიც კეკეს აღელვებს, ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა.
– ოჯახში როგორი ხარ?
– კეკეს არაფრით ვგავარ, საერთოდ სხვანაირი ვარ, მით უმეტეს, ოჯახში. მე და ჩემი ქმარი სერიალს რომ ვუყურებთ, ამ გმირს პროფესიულ ჭრილში განვიხილავთ ხოლმე. ჩემი მეუღლე კმაყოფილი და ამაყია, ძალიან მოსწონს ის, რასაც მე ვაკეთებ.
– გამორჩეული სტილი გაქვს, რაც ეკრანზე განსაკუთრებულად ჩანს და როგორც ვიცი, ბევრი მიმბაძველი გყავს.
– თაკოს და კეკეს მსგავსება ერთადერთი ამაში გამოიხატება, ერთნაირი სტილი გვაქვს. როდესაც მხატვარმა მითხრა, როგორი სტილის უნდა ყოფილიყო ეს პერსონაჟი, შემდეგ კი ჩემი რეალური ფოტოები ვაჩვენე, მითხრა, ეს ზუსტად ის არის, რაც გვჭირდებაო. ამიტომ დარჩა ჩემი სტილი სერიალში. ძალიან პატარა ასაკიდან მქონდა მოთხოვნილება, რომ რამე განსაკუთრებული მცმოდა. იმიტომ არა, რომ ვინმესგან განსხვავებული ვყოფილიყავი.  უბრალოდ, ასე თავს კარგად ვგრძნობდი. მაისურს რომ შევიძენდი, აუცილებლად ჩემებურად უნდა გადამეკეთებინა. პირველად რომ შეკერვის სურვილი გამოვთქვი, 11 წლის ვიყავი. პირადი მკერავი მყავს, რომელსაც უკვე უსიტყვოდ ესმის ჩემი. ბოლო ხუთი-ექვსი წელია, სამოსს საერთოდ არ ვყიდულობ. მირჩევნია, წავიდე და ძალიან ბევრი ნაჭერი შევიძინო. რაც სერიალში მაცვია, ის ჩემთვის ყოველდღიური სამოსია. ასე თავს ძალიან გადაპრანჭულად სულაც არ ვგრძნობ. როდესაც გასაპრანჭი ვარ, მაშინ კიდევ სხვა ამბები ირთვება (იცინის). მე ასეთ სამოსში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, მაღაზიაშიც ვერ გავალ სხვანაირად. ხანდახან მეგობრები მეუბნებიან, ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც მოეშვაო?! სინამდვილეში, მე ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. რეპეტიციებზეც ასეთ ფორმაში დავდივარ (იცინის). რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია. ვიღაცისთვის თუ ჯინსი და მაისური ასოცირდება კომფორტთან, მე ეს სამოსი მიქმნის იმავე განცდას. ნებისმიერ ადგილას შემიძლია, წავიდე ისე, როგორც სერიალში ვარ. გამოხმაურება მართლა დიდია. სერიალი რომ გადის ეთერში, განსაკუთრებით იმ საღამოს იწყება წერილები, რომელსაც ვერ ავუდივარ. ჩალმებზე მართლა ერთი ამბავი ატყდა. გოგოები ფოტოებს მიგზავნიდნენ და რჩევებს მეკითხებოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ჩალმა. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ვთვლი, რომ ინდივიდუალიზმი არასდროს უნდა დავკარგოთ. ძალიან ბევრი დიზაინერის ნამუშავარი მომწონებია, თუმცა კარგი აღქმის უნარი მაქვს. ზუსტად ვხვდები, რა მომიხდება და რა – არა. თუ ტრენდებს შორის ჩვენ სტილს ვიპოვით და თან ინდივიდუალიზმს არ დავკარგავთ, ვფიქრობ, ყველანი ძალიან საინტერესოები ვიქნებით. ძალიან არ მიყვარს, რაღაც ტრენდული რომ ხდება და შემდეგ ყველას უნდა, ის ეცვას. რატომ ჩავიცვამ, თუ არ მიხდება? ჩემთვის მოდაში იქნება ის, რაც მე საინტერესოდ წარმომაჩენს.
– ამ ყველაფრის ფართო მასშტაბით კომერციულად ქცევაზე არ გიფიქრია?
– მაქვს ბრენდი, რომელიც კერავს ჩანთებს, ჰუდებს, კიმონოებს, კაბებს, მაგრამ ყოველთვის ყველაფრის გაყიდვა არ მინდა. რაღაც ძალიან პირადია და მინდა, მხოლოდ ჩემი იყოს. თუმცა თითოეულ მათგანს იმხელა გამოხმაურება აქვს, რომ შევკერო, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაყიდვადი იქნება.  
– თაკო როგორი მეუღლეა?
– ათი წელია, დაოჯახებული ვარ და ჩემი მეუღლე ყოველდღიურად მავსებს კომპლიმენტებით. ძალიან მანებივრებს, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ვფიქრობ, კარგი ცოლი უნდა ვიყო, რადგან ასეთი ურთიერთობა გვაქვს ამდენი ხანი და ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდება. ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ორივე კარგები ვართ. მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. მე არ მაქვს მარტივი პროფესია და თუ ამაში მეორე ნახევარი ხელს არ გიწყობს, შეუძლებელია, რამეს მიაღწიო. ძალიან გამიმართლა, ისეთი ადამიანი რომ ვიპოვე, ვინც ჩემი ბედნიერებით ბედნიერდება. ამიტომ, ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს.
– მსახიობობა როგორ გადაწყვიტე?
– პატარა ვიყავი, როცა მსახიობობა დავისახე მიზნად. ძალიან მიზიდავდა სცენა, მიყვარდა, მსახიობებს რომ ფილმებში სხვადასხვა გმირის განსახიერება უწევდათ. თითოეული როლი ახალი ადამიანის ძიების პროცესია, რაც იმდენად საინტერესოდ მეჩვენებოდა, მინდოდა, ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. მანამდე ვცეკვავდი და სცენა ძალიან მიზიდავდა, მაგრამ არ ვაპირებდი, ცეკვას ბოლომდე გავყოლოდი.  მინდოდა, იქ მსახიობის ამპლუაში ვმდგარიყავი. ახლა სცენაზე რომ გავდივარ, ვერ გადმოგცემთ, გული რა მდგომარეობაში მაქვს, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.
– შვილი გგავს?
– ერთი შვილი მყავს – ხუთი წლის ანასიკო, ანასტასია ჰქვია. როგორი გულშემატკივარია – ჩემი ყველა სერია ზეპირად იცის, თეატრში სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე დადის. მოხიბლულია ჩემი პროფესიით. ძალიან პრანჭიაა. სამი წლის იყო, პირველად რომ კაბის შეკერვა მთხოვა. ჩემთვის რომ ვიკერავ სამოსს, ტრადიციულად, მასაც ვუკერავ ხოლმე. ძალიან მოსწონს ეს პროცესი და ამიტომ ვცდილობ, გავანებივრო. რაც მოსწონს, ის უნდა, რომ ეცვას და მეც პატივს ვცემ მის მოსაზრებებს. როგორც დიდს, ყოველთვის ისე ველაპარაკებოდი. ახლა, ხუთი წლისაა, მაგრამ მგონია, რომ დიდია და მეგობრები ვართ.

скачать dle 11.3