კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (162)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№7 რატომ ვერ სარგებლობს გიორგი გაბუნია ნაჩუქარი ავტომობილით და როგორ გაუმკლავდა ის პირად ტრაგედიებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  იუმორისტ გიორგი გაბუნიასთვის 2020 ცოტა რთულად დაიწყო. პირად ტრაგედიასთან ერთად, რამდენიმედღიანი შუალედით, ორი ოპერაციის გადატანა მოუხდა და როგორც ამბობს, ახლა მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდის.
  გიორგი გაბუნია: საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა. პირველ ოპერაციას გართულება მოჰყვა და მეორედ დამჭირდა ქირურგიული ჩარევა. მაგრამ, ღმერთის წყალობით, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივარ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა და იმედია, ასე გაგრძელდება. ცოტა დასტრესილი ვიყავი, რთულია ორ კვრაში ორი ოპერაცია. ემოციურად, ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად გამიჭირდა გამკლავება. თუმცა, ნელ-ნელა ამ მდგომარეობიდანაც გამოვძვერი.
– არ გიყვარს ექიმები და საავადმყოფო?
– მსგავს საკითხებზე პანიკაში არ ვვარდები. ვფიქრობ, რომ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება. ყველაფერი გამოწვევაა. პირველმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა და შესაბამისად, ისტერიკებიც არ ყოფილა, მაგრამ მალე რომ მეორეც დამჭირდა და ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც საჭირო იყო, ცოტა ვინერვიულე და საკუთარ თავში ჩავიკეტე. რამდენიმე დღე ცოტა შეშინებული ვიყავი, მაგრამ ოჯახის, მეგობრებისა და ექიმების დახმარებით, „გამოვძვერი“ და განწყობა დავიბრუნე.
– ყველა იუმორით გიცნობს და საავადმყოფოშიც, ალბათ, პოზიტიურად გხვდებოდნენ.
– პალატაში მარტო ვიწექი, მაგრამ ჰოლში სასეირნოდ რომ გამოვდიოდი, პაციენტები მცნობდნენ. მათ დასანახად ვიცინოდი, ვესალმებოდი და ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შეიძლება, თვითონ არ ვიყავი კარგად, მაგრამ მათთვის მე ღიმილისა და ხალისის მომტანი ვარ და მინდოდა, ეს წარმოდგენა არ შეცვლოდათ. ყოველთვის ვცდილობ, როცა ადამიანს უჭირს, თუ ვერაფრით ვეხმარები, განწყობა მაინც შევუქმნა და დავამშვიდო. მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ვინმე ერთხელ მაინც გეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო. დიდი ძალა აქვს სიტყვებს. შეიძლება, რთულია, როცა თვითონაც გტკივა, შინაგანად ცუდად ხარ და ამ დროს ცდილობ, სხვას გაუღიმო, მაგრამ, როცა იცი, მას შენი ღიმილი და სიტყვები დაეხმარება, ეს ანეიტრალებს შენს ცუდად ყოფნას და თავადაც გსიამოვნებს.
  სახალისო მომენტებიც იყო – პირველი ოპერაციის დროს, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით გამიკეთეს, თავს კარგად ვგრძნობდი და ექიმებს ანეკდოტს ვუყვებოდი. მაგრამ ცოტა გაბრუებული ვიყავი და ცოტა ხანში მეორედაც მოვყევი იგივე ანეკდოტი. იცინოდნენ – ეგ უკვე მოგვიყევიო და ასე სიცილ-ხარხარში ჩავატარეთ ოპერაცია.
– ოპერაცია როგორ გადაწყდა?
– უცებ გადაწყდა, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, თორემ შეიძლებოდა, უარესი გართულება მოჰყოლოდა.
– ძალიან დატვირთული აღმოჩნდა შენთვის ახალი წლის დასაწყისი: სამსახური, დღესასწაულები, ოპერაციები...
– 2020 წელი ჩემთვის ცოტა რთულად დაიწყო. 31-ში გადაცემა ჩავწერეთ. შემდეგ ქუთაისში გვქონდა საახალწლო კონცერტი, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ ბედობა რომ თენდებოდა, ბაბუა დამეღუპა, რომლის სახელიც მქვია. ბაბუის გარდაცვალების მეორე დღეს მომიწია გადაცემის ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკიოდა გული და ყველანაირად განადგურებული ვიყავი, მოვახერხე ჩემი ტკივილის ჩაყლაპვა და სამ იანვარს გადაცემა ჩვეულებრივად გავიდა ეთერში. ხალხს ისეთი დავენახე, როგორსაც მიცნობენ. შემდეგ დავბრუნდი ქუთაისში და მივხედე საჭირბოროტო საქმეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულ თემაზე. ათ იანვარს ოპერაცია გავიკეთე, რამდენიმე დღეში გართულდა მდგომარეობა, შემდეგ იყო მეორე ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი. საკმაოდ დიდი დარტყმები მივიღე. ძალიან მძიმედ დაიწყო ეს წელი, მაგრამ იმედია, ასე არ გაგრძელდება.
– რამდენიმე წლის წინ მამა გარდაგეცვალა და ალბათ, მაშინაც ძალიან რთული იქნებოდა ემოციების მოთოკვა თუ პრაქტიკული საჭიროებებისთვის თავის გართმევა.
– ოცი წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა. ძალიან მძიმე დარტყმა მივიღე. ძნელია საყვარელი ადამიანის დაღუპვა, მით უმეტეს, მშობლის. მაგრამ დიდ ტკივილთან ერთად, დიდმა პასუხისმგებლობებმაც გადაიარა ჩემს მხრებზე. ბაბუა მამაჩემის გარდაცვალებამდეც შეუძლოდ იყო, ლოგინად იყო ჩავარდნილი და ვერ ახერხებდა რაღაცებში მონაწილეობის მიღებას. მე მომიწია ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, რა თქმა უნდა, ახლობლების დახმარებით. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, როცა შენს გულში სულ სხვა რაღაც ხდება და ამ დროს, კონკრეტულ ქმედებებზე ხარ ორიენტირებული. ეს რომ არ გააკეთო, არ გამოდის. გვერდით დედა, ბებო, მამიდა, ბაბუა, პატარა და მყავდა და მათ არ უნდა დაენახათ, რომ შენ ფეხზე მყარად არ დგახარ, მათ არ უნდა ჰქონოდათ სადარდებელი. ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი და იმის დროც არ გრჩება, რომ მამას დაემშვიდობო, ან შენს გემოზე იტირო, ან საკუთარ თავთან მარტო დარჩე. ღამღამობით, როცა უკვე ყველაფერი მთავრდებოდა, მარტო ან მეგობრებთან ერთად ვრჩებოდი და გულს გადავუშლიდი მათ ან საკუთარ თავს. როცა ყველაფერი გავიაზრე, ძალიან მტივნეული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ვინმეს უნდა ეკეთებინა ის, რაც მამამ ვერ მოასწრო. არ ვიცი, როგორ გამომდის, მაგრამ ვცდილობ, ისე იყოს, როგორც საჭიროა. დედას ვერასდროს შევუმსუბუქებ მეორე ნახევრის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მაგრამ ვცდილობ, კარგი და შეძლებისდაგვარად, მზრუნველი შვილი ვიყო. ჩემი დისთვის კი – ძმაც და გარკვეულწილად მამაც. ექვსი წელი გავიდა ამ ამბიდან. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბიძაც დამეღუპა. ახლა ბაბუა დაიღუპა და გაბრაზებული ვიყავი, მარტო რომ დამტოვეს. ყველა წავიდა და შთამომავალი კაცი მარტო მე დამტოვეს გვარში.
– შენი ასაკისთვის ბევრის გადატანა მოგიხდა. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ადამიანად ჩამოყალიბდი?
– ადამიანური თვალსაზრისით, დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ ასაკთან შედარებით, მეტად დაკვირვებული გავხდი. ჩემს გართობაზე მეტად ისეთ საკითხებს ვაქცევ ყურადღებას, რომელსაც წესით, უფროსები წყვეტენ. დამაბერა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ გამოცდილებამ, ჩემს ასაკთან შედარებით, უფრო დიდი გამხადა, გამაძლიერა კიდეც. რაც უნდა მოხდეს, ძალიან იშვიათად, რომ პანიკაში ჩავვარდე და გამოსავალი ვერ ვიპოვო. ამდენი ტკივილის შემდეგ ვხვდები, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს. ცხოვრება გრძელდება, წინ უნდა წახვიდე და პასუხისმგებლობა შენ უნდა აიღო. სხვა ვერასდროს გაგიკეთებს იმას, რაც შენი გასაკეთებელია. უფრო მგრძნობიარე გავხდი, ყველაფერი გულთან მიმაქვს, მაგრამ რაციონალურ დონეზე. ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო და სენტიმენტებს არ ავყვე.
– საუბარი ბოლო პერიოდის სირთულეებით დავიწყეთ, მაგრამ კარგი ამბავიც გაქვს. საკუთარი თავი ავტომობილით დაასაჩუქრე?
– არა, ეს ავტომობილი მაჩუქეს. ბაბუას დიდი ხნის მეგობარი ჩამოვიდა. მითხრა, რომ ბაბუას მისთვის ბევრი რამ ჰქონდა გაკეთებული და უნდოდა, ჩემთვის კარგი გაეკეთებინა. ავტომობილი არ მყავდა და გადაწყვიტა, ეჩუქებინა. მაგრამ ჯერ ვერ დავდივარ, მართვის მოწმობა არ მაქვს. გადავყვეი ამ ოპერაციებს და ვეღარ ავიღე. როგორც კი ფეხზე დავდგები, პირველ რიგში, ამ საქმეს მივხედავ.
– უმცროსი და ვახსენეთ, როგორი გოგოა? ალბათ, ამაყობს ცნობილი ძმით.
– ძალიან მაგარი და ყოჩაღი გოგოა, დამოუკიდებელი. ძალიან კარგად სწავლობს. ცხრას თუ მიიღებს, ნერვიულობს, რადგან ათოსანია. ბევრად მიზანდასახული და მშრომელია, ვიდრე მე და იმუქრება ხოლმე, შენზე წარმატებული ვიქნებიო. მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ გამოუვა. ალბათ, ამაყობს, მაგრამ დიდად არ ამბობს. სხვათა შორის, სკოლაში, თურმე, არ უჯერებდნენ, რომ მისი ძმა ვიყავი და თავის კლასელს ჩემთან დაარეკინა (იცინის). ყველაფერს კარგად სწავლობს ფიზკულტურის გარდა, ცეკვაზეც უნდა, თეატრალურ დასშიც, სიმღერაზეც, ამბობს, ბიზნესვუმენი უნდა გამოვიდეო, მოკლედ, ბევრი რამ აინტერესებს.
– რაც შეეხება შეყვარებულთან საერთო გეგმებს?
– რაღაცებმა ცოტა გადასწია ჩვენი გეგმები, მაგრამ 2020-ში თუ არა 2021-ში აუცილებლად დაგვირგვინდება.

скачать dle 11.3