კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რა ოინი მოუწყვეს ცნობილ ქართველ მსახიობებს ციმბირში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1973 წელს ბატონი მიხეილ კალატოზიშვილი „ციმბირელ პაპაში“ მიღებდა და ციმბირის სხვადასხვა მხარეში გვიწევდა ჩასვლა. ციმბირელებს ჯიშიანი ქალები ჰყავთ, მათ კი ქართველი კაცები მოსწონთ და ამის გამო მე და გია ბადრიძემ ბატონ მიშას რამდენიმეჯერ გადაღების დღეც კი ჩავუგდეთ.
 – მოეშვით ამ ამბებს. ციმბირელები საკმაოდ „ტუგადუმები“ არიან. სვანებსა და კახელებს აჭარბებენ და არც ხუმრობა ესმით. ამიტომ აქ არ გინდათ მექალთანეობა, თორემ შეიძლება, დიდი შარი აიკიდოთო, – გვეუბნებოდა ბატონი მიშა, მაგრამ გაგიგონია?
ერთხელაც, უამინდობის გამო ორდღიანი შესვენება გვქონდა და ჩვენმა ციმბირელმა კოლეგამ, რომელიც, ასევე, მონაწილეობდა ფილმში, მე და გია ერთ შორეულ სოფელში წაგვიყვანა თავის ნათესავებთან. წასვლის წინ, ბატონმა მიშამ გვითხრა:
  – იცოდეთ, ჭკვიანად იყავით. სოფლებში განსაკუთრებულად „ტუპოი“, უიუმორო ხალხი ცხოვრობს და ვნებებს არ აჰყვეთო.
  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და გია ისე ვიყავით შეშინებულები, რომ ის ორი დღე ქალებისკენ არც კი გაგვიხედავს. წამოსვლის წინა ღამეს კი მასპინძელმა მე და გიას თითო ქალი ჩაგვიგორეს ლოგინში და გვეუბნებიან:
– ესენი ჩვენი დები არიან და როგორც თქვენ, ქართველებს, ასევე ჩვენ, ციმბირელებსაც წესი გვაქვს, ოჯახის ახლობელი დაგიწვინოთ და ასე შევამოწმოთ თქვენი ერთგულება და პატივისცემა მასპინძლების მიმართო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ღამე მე და გიას ეს ქალები ისე გვეჩალიჩებოდნენ, ვითმინეთ, ვითმინეთ, მაგრამ ვეღარ მოვითმინეთ.
დილაა... გამგზავრების წინ საუზმე გაგვიშალეს. ჩვენთან ნასიამოვნები ქალები ბზრიალებდნენ, მათი ძმები კი გვერდით მოგვისხდნენ და გვეკითხებიან:
– ხომ პატიოსნად იწექით?
– კიო, – ვუპასუხეთ. მოკლედ, სიტუაცია დაიძაბა. მივხვდით, რომ ძმებმა „დაგვწვეს“. ამიტომ, წამოვხტით და მოვკურცლეთ, მაგრამ სად გავიქცეოდით და დაგვიჭირეს. არ ვუცემივართ, მაგრამ პირობა დაგვადებინეს, რომ მათ დებს ცოლად შევირთავდით და ირკუტსკში მათთან ერთად მარხილით გამოგვიშვეს.
დანიშნულების ადგილზე რომ მივედით, მთელი გადამღები ჯგუფი დაბარებულივით დაგვხვდა. ბატონმა მიშამ გვითხრა:
– რაო, ბიჭებო, ციმბირელებზე ხომ არ დაქორწინდით?
მე და გიას ენა მუცელში ჩაგვივარდა. მემარხილემ კი გაგვიცინა და გვითხრა.
– კარგი, ბიჭებო, ნუ ნერვიულობთ. ამ ბოზებს სახლებში მივიყვან, მაგრამ იცოდეთ, რომ ციმბირელები სულაც არ არიან „ტუპოები“ და ხუმრობაც კარგად იციანო.
შვებით ამოვისუნთქეთ და რა თქმა უნდა, მივხვდით, რომ ყველაფერი მიშას მოწყობილი იყო. თუმცა, ციმბირელი ქალების ალერსზე მაინც არ აგვიღია ხელი “.

скачать dle 11.3