კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ჩემი ქმარი ვერასოდეს გაიგებს, რომ შვილი სხვა კაცისგან გავუჩინე

  ყოველთვის მინდოდა, მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი და დიდი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მქონოდა. თუმცა, ასე არ გამოვიდა. გავთხოვდი, მაგრამ შვილი არ მიჩნდებოდა. ორი წელი ველოდე და ამის მერე მივაკითხე ექიმს. გამოკვლევები ჩავიტარე და ყველაფერი რიგზე იყო, არანაირი პრობლემა არ გაქვსო. თუმცა, მაინც არ დავფეხმძიმდი. ექიმი არ დამიტოვებია, ყველა გინეკოლოგი მოვიარე, გავწამდი. ჩემს ქმარს არ გამოუთქვამს პრეტენზია, პირიქით, გვერდით მედგა და მამხნევებდა. თუმცა, მასაც ძალიან უნდოდა მამობა. მიუხედავად ამ სურვილისა და ექიმის დაჟინებული თხოვნისა, თავად მაინც არ იტარებდა კვლევას. ერთ დღესაც ვიტირე, ვეხვეწე, ვუთხარი, აღარ შემიძლია ამდენი მკურნალობა, დავიღალე, გეხვეწები, ჩემი სიყვარულის ხათრით, მხოლოდ ერთხელ შენც წამომყევი და კვლევა ჩაიტარე, მეტს არაფერს გთხოვ-მეთქი. მოკლედ, როგორც იქნა, დავითანხმე და პასუხის გამოსატანად რომ მივედი, შოკი მივიღე – უშვილობა მისი ბრალი იყო. რასაკვირველია, ეს დავმალე. ვიცოდი, მისი ფსიქიკა, ცხოვრების ინტერესს დაკარგავდა, არც ექიმთან მივიდოდა და ყველაფერზე გულს აიცრუებდა. ვუთხარი: ყველაფერი რიგზე გაქვს და ექიმმა მითხრა, დრო უნდა და შვილი აუცილებლად გეყოლებათო. ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლება, ყოფილიყო გამოსავალი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და მის გარეშე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ცხოვრება... და მოვიფიქრე. – სტუდენტობის დროს ერთი ჩემი უბნელი ბიჭი მიყვარდა. მასაც ვუყვარდი და მხოლოდ იმის გამო დავშორდით, რომ დედამისმა დამიწუნა. გარეგნულად არ მოვწონდი, ამბობდა: დაბალი გოგოა, შავგვრემანი. მე კი მაღალი, ქერა, ცისფერთვალება რძალი მინდა, ისეთი, ჩემს შვილს რომ შეეფერება და თან, შვილიშვილებსაც ლამაზს გამიჩენსო. ეს რომ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი სიგიჟემდე მიყვარდა, უარი ვთქვი და იმ დღიდან დისტანცია დავიჭირე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ბიჭმა ცოლი მოიყვანა, ორი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს და ბედნიერია. თუმცა, რამდენჯერაც შემხვდა ქუჩაში, სულ იმას მსაყვედურობდა, ძალიან მიყვარდი და უარი როგორ თქვი ჩემზეო. გამოსავალიც მასში დავინახე. დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. გაუკვირდა, თუმცა დამთანხმდა. სამსახურში მანქანით გამომიარა და ქალაქგარეთ გავედით, რომ გარეშე პირების ჭორაობას ავცდენოდით. არ დამიმალავს, მოვუყევი ჩემი პრობლემის შესახებ. ისიც ვუთხარი, რომ არ მინდოდა ქმართან გაშორება, არც მისი ოჯახის დანგრევა, უბრალოდ, მინდოდა, შვილი მყოლოდა და თუ ოდნავი გრძნობა ჰქონდა გამოყოლილი და შერჩენილი ჩემ მიმართ, ამ ოცნების ახდენაში დამხმარებოდა. არ დამავიწყდება მისი გამოხედვა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ჩამეხუტა და ჩამკოცნა. სულ რამდენიმეჯერ ვიყავით ერთად და ორსულად დავრჩი. ჩემი ქმარი გადაირია სიხარულით, ვერც კი დაუშვებდა, რომ ბავშვი მისი არ იყო და ყველას ეუბნებოდა: ამდენი ხნის ლოდინი და ნერვიულობა ამ განცდად ღირდა. ყოველთვის ვიცოდი, ღმერთი არ გამწირავდა და შვილს მაჩუქებდაო. ულამაზესი გოგონა გამიჩნდა. დღეს სამი წლისაა და ჩემი ქმარი გიჟდება მასზე. ვინმემ რომ უთხრას, შენი შვილი არ არისო, ალბათ, იქვე მოკლავს. ნამდვილმა მამამ იცის ბავშვის შესახებ, მაგრამ ვიცი, ამ საიდუმლოს საფლავში წაიღებს. მითხრა კიდეც: ისეთი ბედნიერი ხარ, ამ ბედნიერების წართმევის უფლება არ მაქვს, თითქოს ამ ბავშვით ჩემი შეცდომა გამოვასწორე, თავის დროზე რომ ვერ გაგიფრთხილდი და გული გატკინეო. ასეა თუ ისე, ამ ბავშვის სახით, ჩემს ოჯახში სრული იდილია და ბედნიერება შემოვიდა. ჩემი ქმარი ვერასდროს მიხვდება, რაც ჩავიდინე. მინდოდა, ზუსტად ისეთი ცხოვრება ჰქონოდა, როგორიც დღეს აქვს – სიხარულითა და ღიმილით სავსე.  შესაძლოა, ბევრმა გამკიცხოს, მაგრამ მე ეს საქციელი, ამად მიღირდა. არც ვნანობ და პირიქით, თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ სწორად მოვიქეცი.
ხატია, 36 წლის.
скачать dle 11.3