კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: არასოდეს გამიკეთებია სახის ღრმა წმენდა სპეციალისტთან. სახლის პირობებში კი როგორც შემეძლო, ისე ვიწმენდდი. ახლა გადავწყვიტე მისვლა. რა სიხშირით არის რეკომენდებული ღრმა წმენდა და სახის ნიღბების გაკეთება?
პასუხი: კოსმეტიკური პროცედურები განსაკუთრებით კარგად მოქმედებს სახის კანზე. მთავარია, გაითვალისწინოთ მისი ტიპი –  მშრალია, ცხიმიანი თუ ჩვეულებრივი. პროცედურები უნდა ჩაიტაროთ როგორც პროფესიონალთან სალონში, ასევე სახლში.  სახის ნიღბების გაკეთება და ღრმა წმენდა რეკომენდებულია, თვეში არანაკლებ ორჯერ.
კითხვა: სახეზე ყოველდღიურად ვიკეთებ ბოსტნეულისა და ხილის ნიღბებს, ანუ ხელში რაც მომხვდება, იმას ვისვამ. მითხრეს, ასე ხშირად არ შეიძლებაო და მართალია?
პასუხი: ძალიან კარგია ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები, რადგან ისინი სახის კანს ვიტამინებით ამარაგებენ. თუმცა, მათი გაკეთება ყოველდღიურად  დაუშვებელია, კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ არის რეკომენდებული.
კითხვა: მაქვს მგრძნობიარე კანი და ვნერვიულობ, რადგან ყოველდღიურად მიწევს მაკიაჟის კეთება. რას მივაქციო ყურადღება კოსმეტიკური საშუალებების ყიდვისას, რომ სახე უფრო არ გავაღიზიანო?
პასუხი: მნიშვნელოვანია, რომ კოსმეტიკური საშუალებები, ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგებოდეს. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს გმართებთ. არ დაგეზაროთ ძილის წინ მაკიაჟის მოცილება. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური ტამპონი და სითხე, რის შემდეგაც წაისვით თქვენი კანისთვის განკუთვნილი ღამის კრემი.
კითხვა: არ მიყვარს სახის საცხის ცვლა და უკვე წლებია, ერთსა და იმავეს ვიყენებ. ახლახან გავიგე, რომ ეს არასწორია. რამდენად მართალია?
პასუხი: ზოგადად, სახის საცხი სეზონის მიხედვითა და თქვენი კანის ტიპის გათვალისწინებით უნდა ცვალოთ. ერთი და იმავე ტიპის კრემის დიდხანს გამოყენება არ არის სწორი.
კითხვა: ყოველი დაბანის დროს ვიყენებ ტანის სკრაბს და კანი ცოტა გაღიზიანებული მაქვს. ეს სკრაბის ბრალია თუ შეიძლება, სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული?
პასუხი: სკრაბის მაგივრად, რომელსაც ეპიდერმისის ზედა ფენის დაზიანება შეუძლია, გამოიყენეთ მჟავის შემცველი საშუალებები, რომ ჭუჭყი და მკვდარი უჯერედები კანს დაუზიანებლად მოაშოროს.


скачать dle 11.3