კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ მოვუაროთ ტერფისა და ქუსლის კანს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ზოგადად, ქუსლების სიმშრალისა და ნახეთქების გაჩენის მიზეზი შესაძლოა, იყოს, არაკომფორტული ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან ვიტამინების ნაკლებობა. ამიტომ, აუცილებელია, მოვირგოთ კომფორტული ფეხსაცმელი და მოვუაროთ ტერფებს წლის ნებისმიერ სეზონზე და არა მარტო ზაფხულში, როცა ღია ფეხსაცმელი გვაცვია.
  ტერფების მოვლისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ შინაურული მეთოდები. პროცედურა არ ჯდება ძვირი, ადვილად გასაკეთებელია და უმოკლეს დროში ქუსლებისა და ტერფების კანი ხდება ნაზი და რბილი. გარდა ამისა, იკურნება ნახეთქებიც.
  * თასში ჩაასხით 2 ლიტრი თბილი წყალი, დაამატეთ 4 სუფრის კოვზი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი, რომელიც აფთიაქში იყიდება და ჩადგით ფეხები რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ქუსლები სახეხით გაისუფთავეთ, კარგად ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს. მეორე საღამოს კი 3 სუფრის კოვზი გლიცერინი და  1 ჩაის კოვზი ძმარი კარგად აურიეთ და წაისვით ახალდაბანილ ქუსლებზე. ჩაიცვით ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ. დილით ქუსლები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.
  * ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 15 წვეთი ლიმონის წვენი, ერთი  ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. ჩაყავით ფეხები წყალში 20 წუთით. შემდეგ პემზის ქვით ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები. ცალკე ჯამში გააკეთეთ შემდეგი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. ეს ნიღაბი დაიდეთ ფეხის ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით დაიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ.
  * დაიბანეთ ფეხები, გაიმშრალეთ და ტერფებზე წაისვით ცოტაოდენი ზეთი. ჩაიცვით თხელი ბამბის წინდები და დაიძინეთ. დილით კი ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში.
  * 15 წუთით ჩაყავით ფეხები თბილ წყალში. შემდეგ კარგად გაიმშრალეთ. ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ვაზელინი და ლიმონის წვენი და მიღებული ნარევი წაისვით ტერფებზე. ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ჩამოიბანეთ.
  *  ქოქოსის ზეთს შეურიეთ ცოტა პარაფინი. შეათბეთ მასა დაბალ ცეცხლზე, სანამ ცვილი ბოლომდე არ გადნება. შემდეგ კი გააგრილეთ. წაისვით ტერფებზე ძილის წინ, ამოიცვით წინდები და დილით კი კარგად ჩამოიბანეთ.
  * თასში ჩაასხით 4 ლიტრი თბილი წყალი, დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი. აურიეთ, რომ კარგად გაიხსნას და ჩაყავით ფეხები 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიხეხეთ პემზით. გადაივლეთ წყალი და კარგად შეიმშრალეთ. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი.
  * 3 სუფრის კოვზი ბრინჯი დაფქვით, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი თაფლი, ვაშლის ძმარი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ჩაყავით ფეხები თბილ წყალში 10 წუთით, შემდეგ წაისვით მომზადებული მასა, როგორც სკრაბი და ბოლოს ჩამოიბანეთ.
  * ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ 3 წვეთი ლავანდის ეთერზეთი და ერთი ჩაის კოვზი თბილი წყალი. კარგად აურიეთ და წაისვით ქუსლებზე დღეში რამდენჯერმე.
скачать dle 11.3