კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ გაანეიტრალა სტალინმა გენერალთა დიდი შეთქმულება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ მავანნი უარყოფენ, გენერალთა შეთქმულება სტალინის წინააღმდეგ ნამდვილად მზადდებოდა და მონაჩმახია, რომ ის სტალინმა გამოიგონა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი კრაჩკოვსკი წერს: „იოსებ სტალინის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მზადდებოდა და საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, თუკი ის გადადგომისა და საკუთარი შეცდომების შესახებ საჯარო განცხადებას არ გააკეთებდა, 1936 წლის 1 მაისს რუსეთის ისტორიისთვის დამახასიათებელი, ეგრეთ წოდებული „სასახლის გადატრიალებით“ უნდა ჩამოეშორებინათ ხელისუფლებიდან – უნდა მოეკლათ, ისევე, როგორც 1901 წლის 24 მარტს რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი გამოასალმეს სიცოცხლეს. ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „შეთქმულება და სისხლიანი გადატრიალებები, მით უმეტეს, ძალოვანთა მონაწილეობით რუსეთის ისტორიისთვის სიახლე არაა, მაგრამ ეს სტალინთან არ გაუვიდათ. მე ვერავინ დამაბრალებს სტალინისა და მისი სისტემის სიყვარულს, მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, აღვინიშნოთ, თუ ანტისტალინური, ანუ ტროცკისტული შეთქმულება წარმატებით დასრულდებოდა, ეს გამოიწვევდა საბჭოეთის, პირველ რიგში, რუსეთის საშინელ კრახს და მსოფლიოში ისეთი უმართავი პროცესები განვითარდებოდა, რაც სავარაუდოდ, ცივილიზაციას დაანგრევდა. ამ მხრივ, სტალინის გამარჯვება სასარგებლო მოვლენა იყო და ეს ასეც მოხდა. არადა, ეს შეთქმულება რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეთქმულება იყო. მასში ჩაბმული ძალები, თავისი გავლენით, რაოდენობითა და რესურსებით, მრისხანე ძალას წარმოადგენდა. რომ არა სტალინის თანმიმდევრული, გონიერი, მშვიდი, მაგრამ ძალიან ოპერატიული მოქმედება, საბჭოთა ბელადს სიცოცხლეს გამოასალმებდნენ და აღორძინების გზაზე მდგომი უზარმაზარი სახელმწიფო თავადაც აფეთქდებოდა და მთელს თუ არა, ნახევარ მსოფლიოს ააფეთქებდა.“
  მავანთ შესაძლოა, მოეჩვენოთ, რომ როი მედვედევი გადაჭარბებულად ხატავს აპოკალიფსურ სურათს კატასტროფის შესახებ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სამხედრო შეთქმულების სულისჩამდგმელი ლევ ტროცკი იყო. მას (ტროცკის) კი რუსეთი მსოფლიო რევოლუციის კოცონის გამჩაღებელ ხმელ შეშად მიაჩნდა და სტალინის დამხობის შემთხვევაში, სწორედ, ტროცკი მოვიდოდა ხელისუფლებაში. ის (ტროცკი) კი აუცილებლად გააკეთებდა ამას და სწორედ, ეს იყო პლანეტარული კატასტროფა, რაზეც როი მედვედევი ლაპარაკობს... სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინის, აქედან გამომდინარე კი, საბჭოთა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გარეულები იყვნენ „ენკავედეს“ შეფი იაგოდა, სამთავრობო დაცვისა და სტალინის პირადი დაცვის უფროსი პაუკერი, ცეკას მდივანი აბელ ენუქიძე, რომელსაც ებარა კრემლის კომენდატურა და მთავრობის წევრთა კომუნალური თუ სხვა მომსახურება. იყო სტალინის უახლოესი თანამშრომელი და დიდი როლი ეკისრებოდა მომავალ შეთქმულებაში. ერთი სიტყვით, მონაწილეები ასი პროცენტით იყვნენ დარწმუნებულები, რომ სტალინს მოიშორებდნენ და ამაში, პირველ რიგში, ეჭვი არ ეპარებოდა თავად ტროცკის. თუმცა, მათ ვერ შეაფასეს სტალინის გენია, შეცდნენ და მათი შეთქმულება ისევე მომენტალურად დაიშალა, როგორც ბანქოსგან აშენებული სახლი. ნიშანდობლივია ის, რომ ეგრეთ წოდებული, გენერლების შეთქმულების კოდური სახელწოდება იყო „პავლიკი“, – ანუ მას იმპერატორ პავლეს სახელი ეწოდა, იმ იმპერატორის, რომელიც შეთქმულებმა ღალატით მოკლეს... სტალინს „ენკევედეს“ ერთგულმა აგენტებმა, ასეთები კი საბჭოთა ბელადს ყველა სტრუქტურაში ჰყავდა, დროულად მიაწოდეს ინფორმაციები შეთქმულების მზადების შესახებ და საბჭოთა ბელადს 1936 წლის აპრილის დასაწყისისთვის მაგიდაზე „პავლიკის“ სრული გეგმა ედო. აქედან გამომდინარე, იოსებ ბესარიონოვიჩმა ღონისძიებათა კონტრგეგმა შეადგინა და როდესაც 1936 წლის 1 მაისს სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე ადიოდა, საზეიმო აღლუმის მისაღებად, შეთქმულება უკვე განეიტრალებული იყო. შეთქმულთა ძირითადი ბირთვი ციხეში იჯდა. ნაწილმა თავი მოიკლა, ნაწილი კი თანამდებობიდან მოხსნეს და „ენკავედეს“ მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ – მათ დაპატიმრებაზე სანქციები იყო გაცემული. მართალია, ტროცკი შორეულ მექსიკაში ცხოვრობდა, სტალინზე ცილისმწამებლურ პასკვილებს წერდა და მისი დამხობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს უფრო კომიკური სიტუაცია იყო და რომ იტყვიან, ის მხოლოდ გულს იფხანდა...“
  საგულისხმო ფაქტია, რომ სამხედრო შეთქმულების არცერთი მონაწილე (იმათ გარდა, ვინც თავი მოიკლა), სასამართლოს გარეშე არ დაუხვრეტიათ და არც კი უწამებიათ. თითოეულ მათგანს გამომძიებლებმა დანაშაულის უტყუარი სამხილები დაუდეს წინ და ყველამ, ყოველგვარი იძულების გარეშე, აღიარა დანაშაული და ის, რომ სტალინის მოკვლას აპირებდნენ... გენერალი ვოლკოგონოვი წერდა: „სტალინი ძალიან განიცდიდა იმას, რომ შეთქმულთა შორის მისი მეგობრები, ძველი ბოლშევიკები იყვნენ. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ბელადმა მათივე (შეთქმულების) და მათი ახლობლების თხოვნის მიუხედავად, არცერთი მათგანი არ შეიწყალა და ყველანი სიკვდილით დასაჯეს... ეს კი სტალინმა ასე განმარტა: „ეს ადამიანები ჩემ წინააღმდეგ კი არა, ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ და  და ამ ღალატის პატიება არ შეიძლება. ისინი მე გულიდან ამოვიგლიჯე და ეს იყო სისხლიანი ნაგლეჯები, რამაც ღრმა იარები დამიტოვა, თუმცა აუცილებელი“. ვერაფერს იტყვი, სახელმწიფოს მართვის ლოგიკა ასე მოითხოვს...“

скачать dle 11.3