კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რა უნდა ვიცოდეთ ნევროზის შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნევროზი – ეს არის შიშისა და შფოთვის გამოვლენა იმ სიტუაციებში, სადაც სხვა ადამიანები ასეთ რეაქციებს არ ავლენენ. ნევროზი არ ემართება ადამიანს სტრესის მომენტში, როგორც ამას ხშირად შეცდომით ფიქრობენ. მისი ფორმირება ხდება ამა თუ იმ ცხოვრებისეული მოვლენის მიმართ გარკვეული პიროვნული წინასწარგანწყობის შედეგად, როდესაც ადამიანი ამ მოვლენების დიდ ნაწილს საფრთხის შემცველად აღიქვამს. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს, ეგრეთ წოდებული, „საფრთხის შემცველი მოვლენები“, მით უფრო ნევროზულია იგი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ადამიანი, გარემო მის ირგვლივ, ანუ კონკრეტული სიტუაცია და მისი აღქმის თავისებურება, დამოკიდებულება ამ გარემოს მიმართ. ნევროზის ჩამოყალიბებისთვისაც, სწორედ, აღქმის თავისებურებაა გადამწყვეტი.
  ნევროზის მკურნალობის ფსიქოთერაპიული მიდგომა გულისხმობს აღქმის თავისებურებებზე მუშაობას. შედეგად, თანდათან იცვლება დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომელსაც ადამიანი „საფრთხის შემცველად“ განიხილავდა. არსებობს სხვადასხვა სახის აკვიატებული მდგომარეობა: აკვიატებული აზრები, თვლა, მოგონებები, შიშები, მოქმედებები, იპოხონდრია. თუ ასეთ გადახრებს შევნიშნავთ, დროულად უნდა მივმართოთ პროფესიონალ ფსიქოთერაპევტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადებამ შესაძლოა, პროგრესირება განიცადოს. შესაბამისი და ძირეული მკურნალობით კი სრული და საბოლოო განკურნება მიიღწევა.
  ნევროზს ახასიათებს სიამოვნების პრინციპზე უარის თქმა. მის სამკურნალოდ კი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ აქტივობების შემოტანა, რაც სიამოვნებასთან არის კავშირში, ეს შესაძლოა, იყოს სპორტის რომელიმე სახეობა, შემოქმედება, მოგზაურობა, ცურვა…
  ნევროზს ახასიათებს, ეგრეთ წოდებული, „ჩიხის“ განცდა. თითქოს გამოსავალი არ არსებობს. ასეთ მდგომარეობაში მყოფებმა უნდა გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად, ისინი ჯანმრთელები არიან, ნევროზი მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა. რეალურად ის გამკლავებადი პრობლემაა.
  ასეთ დროს ადვილად ღიზიანდებით, გიჭირთ მოდუნება,  ხშირად გაწუხებთ უძილობა,  სვამთ საძილე საშუალებებს; გაქვთ ისეთი დაავადება, რომელსაც სტრესი ამწვავებს, გიპყრობთ პანიკა;  გაწუხებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები;  ხშირად ღელავთ ფულის გამო,   ადვილად აღშფოთდებით ხოლმე,  თავს შებოჭილად მიიჩნევთ, ხშირად კრთებით ტელეფონის ზარზე, შფოთავთ საკუთარი ჯანმრთელობის გამო; მიგაჩნიათ, რომ ბევრი ვალდებულება გაკისრიათ, გაღელვებთ წვრილმანები, გაღიზიანებთ საცობები, გეშინიათ სიბნელის; აღელვებისას გიკანკალებთ ხმა, გაქვთ ყველაფრის მიტოვების სურვილი, მიდრეკილი ხართ მოუსვენრობისკენ, ხშირად შფოთავთ, ადვილად წითლდებით; კარგავთ წონასწორობას, როდესაც ბედი არ გწყალობთ; ღელავთ სტუმრად წასვლამდე, ღიზიანდებით, როდესაც დაგცინიან;  გაღიზიანებთ ხმაური, მოგწონთ ახალი ნაცნობების შეძენა, გაღიზიანებთ მოთხოვნები.
  უნდა ეცადოთ, იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით. დილით ადრე ადგომა, სირბილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. გამამხნევებელი ვარჯიშები: ფეხბურთის, ჩოგბურთის ან სხვა ჯგუფური თამაშები, ლაშქრობები. ამ დროს ორგანიზმში, ეგრეთ წოდებული ბედნიერების ჰორმონი – სეროტონინი გამომუშავდება. ვიკვებოთ ზომიერად. მივიღოთ ნატურალური პრიდუქტი. ხილი, კარგია შოკოლადი, ის შეიცავს დეპრესიის საწინააღმდეგო ტრიპტოფანს. თავი ავარიდოთ უარყოფითი ხასიათის სანახაობებს, ფილმებს, წიგნებს... კიდევ უფრო მეტი ღიმილი, ერთმანეთის მიმართ თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება დაგვიცავს საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების უარყოფითი განწყობებისგან.
скачать dle 11.3