კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№7 ეს უნდა იცოდეთ

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  აჯობებს, ურთიერთობა სწორად  დავიწყოთ. ანუ თავიდანვე გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობენ ქალები და მამაკაცები, არსებობენ პიროვნებები,  რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ.
  არასასიამოვნო რეალობაა ის, რომ  მამაკაცის ბუნებაში უფრო პრიორიტეტული  მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულია.  ქალისა კი – საკუთარ თავზე მეტად სხვა ადამიანის შეყვარება. ამის მიზეზი ის არის, რომ ქალი სხვა ადამიანს აძლევს სიცოცხლეს და სწორედ, ეს არის სქესთა შორის განსხვავებაც.
ხანდახან  ხდება,  ქალს შიში იპყრობს, აფრთხობს ურთიერთობა საპირისპირო სქესთან.  მაშინ მამაკაცს უნდა ეყოს ძალა და  ისე უნდა მოიქცეს, როგორც მშობლები ექცევიან ბავშვს, მსგავს სიტუაციაში – გამოიჩინოს მზრუნველობა და მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს.
  * ჭკვიან მამაკაცს სასაცილო სიტუაციაში მოხვედრის არ უნდა ეშინოდეს. საკუთარ თავზე სიცილის უნარი ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე მეტყველებს. ქალებს კი სწორედ ასეთი მამაკაცები მოსწონთ.
  * თანამედროვე ქალები სადღაც შუაში არიან: ერთის მხრივ – დამოუკიდებლები... თუმცა, არც დახმარებაზე ამბობენ უარს.
  *  ყველაზე საწყენი ქალისთვის ტირილის დროს მამაკაცის გულგრილობაა. კაცს უნდა ესმოდეს, რომ ქალის ცრემლი ხრიკი კი არა, მსოფლიო დონის კატასტროფაა, როცა ყველა ვულკანი იღვიძებს, მდინარეები ნაპირებიდან გადმდიან... და რამენაირად, ამ ყველაფრის შეჩერება უნდა შეძლოს.  მამაკაცებო, არ შეიძლება ქალის გაკიცხვა, არალოგიკური მოქმედებების გამო. არც მათი გაგებაა საჭირო. სავსებით საკმარისი იქნება, თუ უბრალოდ, გამოხატავთ, რომ ის თქვენთვის სულერთი არ არის და გიყვართ.
მარადიული   კითხვა

  ქალის მარადიული კითხვა –  როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა სასურველ კაცთან, რომელთანაც იმდენი პრობლემა აქვს, რომ თავს ვერ ართმევს. როცა შეცდომების მთელი კასკადი უკვე დაშვებულია, გამოსწორება რთულია. გაცილებით ადვილია, როცა  ახერხებ  შესაძლო პრობლემა წინასწარ  გამოიცნო.  აუცილებელია, რაც შეიძლება, მალე გადახედო სიტუაციას. შენი მტანჯველი კაცის მიმართ  დამოკიდებულებას…
დავიწყოთ იმით, რომ  ყველა ქალისთვის აუცილებელია, უყვარდეს და პატივისცემით მოეპყროს საკუთარ თავს, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია ჰარმონიული ურთიერთობის აგება. უნდა ვიცოდეთ, რომ გარშემო მყოფებს ისეთივე დამოკიდებულება ექნება ჩვენ მიმართ, როგორიც თავად გვაქვს საკუთარი თავის მიმართ. უფრო მეტიც, ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, თუ როგორ ადამიანებს ვიზიდავთ.
მნიშვნელოვანია, რომ საქმე აქ იმდენად მამაკაცს არ ეხება, რამდენადაც თვითონ ქალს, უფრო ზუსტად კი, იმას, როგორ კაცს ირჩევს ის. არსებობს  მამაკაცის ტიპი, რომელსაც არ შეუძლია, ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობა. სანამ ქალი არ გააცნობიერებს, სად უშვებს შეცდომას და საკუთარი თავისა და მსგავსი კაცების მიმართ დამოკიდებულებას  არ გადასინჯავს, მუდამ ერთ წრეზე იტრიალებს.
*  ცოლიანი კაცი
რა თქმა უნდა, სიყვარულს გეფიცებათ, მზრუნველი და ნაზია, მაგრამ თქვენთან არის და  სულ საათზე იხედება, ყველასგან გმალავთ. არ შეუძლია, უქმეებსა და დღესასწაულებზე შეგხვდეთ.  გეუბნებათ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ. სინამდვილეში, უამრავ მიზეზს მოძებნის, რატომ არ შეუძლია ცოლისგან წამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უყვარს და ცოლსაც არ ესმის მისი ან მუდმივად გპირდებათ, რომ მალე ცოლს გაეყრება და თქვენ შეგირთავთ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია...
* მიუწვდომელი კაცი
ისევე იქცევა, როგორც დაქორწინებული, მაგრამ, ამასთან, დაოჯახებული არ არის. მხოლოდ ჰგავს ისეთ კაცს, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ, მაგრამ როგორც კი მისი დახმარება დაგჭირდებათ, ის გვერდით არ აღმოჩნდება, მიუწვდომელია. ყოველთვის გამოჩნდება საქმე, რომელიც თქვენზე მნიშვნელოვანია. ცოლიანი კაცის მსგავსად, არ გაგაცნობთ საკუთარ მეგობრებს, თქვენ შესახებ არაფერს ეტყვის თავის მშობლებს. აზრადაც არ მოსდის, რომ თქვენ გვერდით იყოს, როდესაც ეს საჭიროა.
*  ცუდი ბიჭი
სიმპათიურია და  ცუღლუტი. ეს კაცი მომხიბვლელი, საყვარელი და განუმეორებელია. როდესაც ერთად ხართ, კვარცხლბეკზე აყავხართ, დაპირებებით გავსებთ. მასთან არასდროს მოიწყენთ. მაგრამ… უცბად სადღაც დაიკარგება, შეუძლია, კვირების განმავლობაში არ გამოჩნდეს. მერე მოულოდნელად გამოცხადდება და შეყვარებული თვალებით პატიებას გთხოვთ. მერე რა, რომ პერანგზე პომადის სახით მისი ღალატის სამხილი იპოვეთ! ის ხომ ასეთი მომხიბვლელია და ასე ერთგულად გპირდებათ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება! გახსოვდეთ, ის რამდენადაც მომხიბვლელია, იმდენად უპასუხისმგებლოცაა.
* საცოდავი
მზად იქნება, თქვენ გამო ყველაფერზე წავიდეს და უთქვენოდ ვერ იცოცხლებს და მალე ერთ წუთსაც ვეღარ დარჩები მარტო, იმიტომ რომ სულ თქვენ გვერდით იქნება. გამუდმებით  ყურადღებას მოითხოვს, რაღაც ავადმყოფური მიჯაჭვულობა აქვს და ამიტომ მთელი თქვენი დრო მხოლოდ მას უნდა დაუთმოთ.
*  მეზღაპრე-მახრჩობელა
 მშვენივრად იცნობს ქალის ფსიქოლოგიას.  მუდმივად სულში გიძვრებათ. მშვენიერი მანიპულატორია, იცნობს თქვენს მოთხოვნილებას, გეუბნებათ ყველაფერს, რაც გსურთ და ბევრს გპირდებათ... მაგრამ   მალე მიხვდებით, იმდენად ჩაგიძვრათ სულში, უკვე ვეღარ მოიშორებთ. რეალურად სუსტი და უძლურია, ვერ ასრულებს დაპირებას და ხშირად არც ახსოვს. მთელი მისი ენერგია ლამაზ სიტყვებს ხმარდება. როგორც წესი, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და ქალებს თავს  თვითდამკვიდრებისთვის აყვარებს.
*  ეგოისტი
ეს ის კაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. სხვისი შეყვარება, უბრალოდ, არ შეუძლია. უზარმაზარ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობას. თქვენ ფიქრობთ, რომ სასიამოვნოა ასეთ ელეგანტურ მაჩოსთან ურთიერთობა? ნუ მოტყუვდებით – რაც უფრო გულმოდგინედ ირჩევს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სუნამოს, ვარცხნილობას, რაც მეტს იყურება სარკეში და თავზარი ეცემა, როცა ზედმეტ კილოგრამს იმატებს, მით უფრო რთული სიტუაციაა – თქვენ წინაშე ნარცისია. ის მართლაც მშვენივრად უვლის საკუთარ თავს, მაგრამ… მხოლოდ საკუთარ თავს.
*  ნარკომანი, ლოთი, აზარტული მოთამაშე
კაცს, რომელსაც მავნე მიდრეკილებები აქვს, ნებისმიერი ქალის გაუბედურება შეუძლია. აქ არც სიყვარული გიშველით და არც ყველაზე საუცხოო შესაბამისობა. ღირს კი ტანჯვად?

скачать dle 11.3