კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№7 როდის დგება ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ეტაპი, როცა ისინი ერთმანეთის მიმართ ვეღარაფერს გრძნობენ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  მეცნიერები და ფსიქოლოგები დიდი ხანია, ცდილობენ, შეისწავლონ სიყვარულის ფენომენი. შეყვარებული ადამიანის   ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებიც კი გამოიკვლიეს. უამრავი ცდა  ჩაატარეს, თუმცა, საბოლოოდ, მკვლევართა დიდი ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შეუძლებელია, სტანდარტული პასუხი გასცე, ერთი შეხედვით, პრიმიტიულ კითხვას – რა არის სიყვარული? ანუ, ფსიქოლოგიურად როგორ აიხსნება სიყვარული – ამ კითხვაზე პასუხს ტყუილად დაუწყებთ ძებნას.  ფაქტი ერთია, ეს არის ამოუცნობი მიზიდულობა ორ ადამიანს შორის, რომელიც დროთა განმავლობაში, შეიძლება, გაქრეს.
მარიტა (37 წლის): მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული ოთხი  წელი გრძელდება. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ ამაზე. ზოგჯერ ლამის ვირწმუნო. ხან უარესი მგონია. მაგალითად, სიყვარული ვერ გაძლებს ოთხი წელი. ის, რაც სამიდან  ხუთ წლამდე გრძელდება, არის ვნება და გარკვეული დროის შემდეგ, შეჩვევასთან ერთად, შეიძლება, გაქრეს კიდეც. რაც, მგონი, დაემართა კიდეც ჩემს ქორწინებას.
– ანუ, ფიქრობთ, რომ მეუღლე არ გიყვართ. თქვენ შორის იყო ვნება და ისიც გაქრა?
– ძალიან ბევრს  ვფიქრობ და ბევრი  ეჭვიც მაქვს. ვერ მივხვდი,  რატომ დგება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი. იმ ქალისა და მამაკაცის,  რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ. მაგალითად, მე და ჩემმა ქმარმა ოჯახი სიყვარულით შევქმენით. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. ქორწინებადე დარჩენილი სამი თვე სამ საუკუნედ მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, ეს ის კაცია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება-მეთქი. ახლა კი დღე ისე გაივლის არ მომენატრება.
– მბობენ, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ციკლურად ვითარდება და კრიზისული პერიოდები შეიძლება, მათი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე დადგესო.
– კრიზისი ერთია და ერთმანეთის მიმართ გრძნობების გაცივება მეორე. დიახ, ამბობენ, ურთიერთობაში კრიზისი ქორწინებიდან სამი წლის, შვიდი წლის, ცხრა წლის შემდეგ... ჩვეულებრივი ამბავიაო.  დიახ, ურთიერთობა ხშირად  განახლებას ითხოვს. მაგრამ ეს როგორ უნდა გააკეთო, არავინ გასწავლის. თითქოს დამაკავშირებელი ძაფები წყდება.  იქნებ, ეს იმის ნიშანია,  რომ ცოლ-ქმარი „ერთმანეთით დაიღალა“ და ვნება განელდა. ვინ მეტყვი, რა შეიძლება იყოს  საუკეთესო გამოსავალი?
– ადამიანის ბუნება ხომ ძალიან მრავალფეროვანია. როცა ოჯახს ქმნი, ალბათ, ბევრი რამე ექცევა ჩარჩოებში. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ქალი დიასახლისის როლს ირგებს და ცხადია, ეს მოსაწყენია...
– მთლად ასეც არ არის საქმე. ვერ დაგეთანხმებით. ურთიერთობაში შაბლონები არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია წყვილზე, მეტწილად მასზე, ვინც ურთიერთობაში დომინანტია. ერთ-ერთმა უნდა გასწიოს ბოლომდე ოჯახური უღელი. მე ეს არ მინდა. მე სიყვარული მინდა, ყოველდღიური სიხარული და ზეცაში ფრენა. ბოლო ერთი წელია, ასეთს აღარაფერს ვგრძნობ. ისეთი ზედმეტად ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რომ ლამის ვიტირო. ვიღაცას გიჟი ვეგონები. ალბათ, ჩემი ქმარიც ვერ გამიგებს.
– რომ დაელაპარაკოთ – იქნებ ეს იყოს გამოსავალი?
– არ ვიცი. მე არ ვარ დარწმუნებული. მგონი, აღარც იმას ვუყვარვარ. ხომ ატყობს, როგორი გულგრილი გავხდი. რატომ არ აწუხებს და რატომ არ უჩნდება კითხვა – რა მოხდა? იცით, კიდევ რას ვგრძნობ? მოტყუებულად ვგრძნობ თავს. მგონია, რომ სიყვარული ოჯახურ რუტინაში მარცხდება. ცოლქმრობა ადამიანებს ერთმანეთის საკუთრებად აქცევს. თითქოს  დამოუკიდებლად არსებობას წყვეტ და ისე იწყებ ცხოვრებას, როგორც შენს მეპატრონეს სურს.
– ცოლქმრობა არ არის საკუთრება, ცოლქმრობა ურთიერთშეთანხმებაზე დამყარებული ურთიერთობაა.
– ასე უნდა იყოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად ხდება. იმასაც ვფიქრობ, ღირს თუ არა, შვილების გამო ოჯახის ფორმალურად შენარჩუნება, როცა ცოლ-ქმარს შორის რეალურად საერთო აღარაფერია. ჩვენ ჯერ შვილი არ გვყავს, ჩემი ქმარი ადრე მელაპარაკებოდა ბავშვის თემაზე. ახლა, რატომღაც, გაჩუმდა. მაინტერესებს, როგორ შეიცვლება ჩვენი ოჯახური ცხოვრება, თუ ბავშვს გავაჩენ – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
– შეიძლება, თქვენ ასე არ ფიქრობთ, მაგრამ როცა ცოლ-ქმარი გადაღლილია, საკმარისია, ცოტა ხნით დასცილდნენ ერთმანეთს, რომ კვლავ ჩნდება გრძნობა.
– ანუ, ეჭვიანობა? მე სულ ვფიქრობდი, რომ ნდობა სიყვარულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, შესაძლოა, ჩემს სიტუაციაში გამომადგეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადო. იქნებ ორივეში გამოფხიზლდეს გრძნობა.

скачать dle 11.3