კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№7 თვითრწმენა გამარჯვების ნახევარია

  ათჯერ და ასჯერ უთხარით ვინმეს, ჩააგონეთ და დააჯერეთ, რომ მისი მშობლები ლოთები იყვნენ, მისი პაპა და ბებია - ავაზაკი და მეძავი, ხოლო დანარჩენი წინაპრები ველურები, ათაშანგიანები, უვიცები, კრეტინები და უბადრუკნი ჰყავდა. დააჯერეთ, რომ თვითონ ისიც, ასეთი წინაპრების ღვიძლი შვილი, არაფრის არაფერია – ღატაკი, გონჯი, დაავადებული, უზნეო და უმეცარი. მრავლად შეუშხაპუნეთ ამ ჯანმრთელ ადამიანს ეჭვის ბაქტერიები, ჩაუნერგეთ მტკიცე რწმენა თავისი არარაობისა და შემდეგ თვალყური აადევნეთ. ეს ადამიანი სულიერად მოიშლება, მოიღუნება, მოტყდება და დაავადდება. ამ სენს ჰქვიან ნებისყოფის აბულია. ჰგდია ჯანსაღი ვაჟკაცი და თითსაც ვეღარ იქნევს, ჰგდია და ელოდება სიკვდილს. ზოგჯერ კი მოლოდინის უნარიც აღარ აქვს. რა დაემართა ადამიანს? თავისი თავის რწმენა დაეკარგა, სიცოცხლის უნარი დაუჩლუნგდა. ტყუილად კი არ ამბობენ ფრანგები: თვითრწმენა გამარჯვების ნახევარიაო. თუ დააჯერეთ ხალხი, რომ არც მისი წინაპარნი ვარგებულან, არც თვითონ აქვს რამე და არც იმის ჩამომავლობა შეჰქმნის რასმეს თვალსაჩინოს. თუ გამოაცილეთ თავისივე რწმენა და მოუშალეთ იმედი – ასეთი ხალხი წასულია, მისი დღენი დათვლილია. ურწმუნობით მრავალია შეპყრობილი და ასეთი სულიერი მოდუნება გადამდებ სენივით ედება ჩვენი ხალხის მჩატე ნაწილს. მაგრამ ჩვენი ბიოლოგიური მოდუნება და სულიერ-პოტენციალური გაბერწება ზღაპარია, საფრთხობელაა, ლანდი. ჩვენს ფიზიკურ აღნაგობაში განუყრელად ჩაღვრილია ბიოლოგიური გამძლეობა. მარტო ეს ერთი მაგალითიც ნათლად ამტკიცებს ჩვენს უბერებლობას: მარტო წინა აზიაში, ჩვენს გვერდით და გარშემო ოციოდე დიდი ერი და სახელმწიფო დაიღუპა, ზოგნი კი მიილივნენ და დაიშრიტნენ. ეს ერები რიგრიგად გვფლობდნენ. შემდეგ ბატონები რიგრიგადვე დაგვეხოცნენ, ჩვენ კი ისევ ფეხზე ვდგევართ და ჩვენი გზით მივაბიჯებთ. ამ გზაზედ მრავალჯერ ჩავვარდით სამარეში – ზოგჯერ ცალი ფეხით, ზოგჯერ კიდევ ყელამდის. ხალხთა ულეველ ჭიდილში ქართველ ხალხს, ებრაელთა უკვდავება და ჭიანჭველას ძალა აღმოაჩნდა: ვინც შეჭმა დააპირა, ჩვენი შხამით მოიწამლა.
მიხეილ ჯავახიშვილი
скачать dle 11.3