კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ვისთვისაა ხელსაყრელი დროდადრო ეპიდემიების გამოწვევა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  კაცობრიობას არსებობის განმავლობაში არაერთ დაავადებასთან მოუწია ბრძოლა, რომელთა ეპიდემიებმა ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დანარჩენების გადარჩენასა და კონკრეტული დაავადებების დამარცხებას კი აცრებს უკავშირებენ, თუმცა, ამის მიუხედავადაც, დედამიწა თავის ბინადრებს პერიოდულად კვლავაც სთავაზობს ახალ-ახალ სასიკვდილო ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომელთა მუტაციის პროცესი მათ დასამარცხებლად შექმნილი ვაქცინების გამოგონებას უსწრებს ხოლმე. უფრო მეტიც, რაკი ბიოლოგიური იარაღი მასობრივი განადგურების იარაღის ჩამონათვალშია და მისი გამოყენება მეტად მარტივია – ყოველგვარი ხმაურისა და რაკეტების სროლის გარეშე, სულ მცირე, წყალსაცავში ჩაღვრი ერთ კოლბაში მოთავსებულ ვირუსებს და შედეგსაც გარანტირებულად მიაღწევ, იმის პარალელურად, რომ დედამიწის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდება, ანუ ჭარბი მოსახლეობაც პრობლემაა (მხოლოდ ომები არ ჰყოფნის რაოდენობის შეხალვათებას), დანამდვილებით ვერავინ იტყვის, მაინც საიდან ჩნდება დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს მთელ მსოფლიოზე?!
  სულ ბოლო შიშის ტალღა უკავშირდება ჩინეთში აღმოჩენილ ვირუსს – რომელსაც კორონავირუსი უწოდეს და რამაც გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ ჩინეთის (და, სავარაუდოდ, მსოფლიო) ეკონომიკაზეც.
საკაცობრიო ვირუსების პრეისტორია
  ბოლო 20 წლის განმავლობაში (ანუ რაც ოცდამეერთე საუკუნე დაიწყო) ეს კაცობრიობისთვის თავს დატეხილი უბედურების პირველი შემთხვევა არც არის. ასეთი იყო ჰონკონგური გრიპი (ეგრეთ წოდებული, ატიპური პნევმონია), რომელიც, ასევე, ჩინეთიდან გავრცელდა, ახლო აღმოსავლური ატიპური პნევმონია, ფრინველისა თუ ღორის გრიპები, აგრეთვე – აფრიკული ჯუნგლებიდან მოსული ებოლა.
  ყველა ამ ვირუსს ახასიათებდა ერთი რამ: დაავადებულთა რაოდენობა უმნიშვნელო იყო იმ ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით, რომელშიც ისინი გაჩნდნენ, ისევე, როგორც დაღუპულთა რაოდენობაც. კერძოდ – ატიპური პნევმონიის ეპიდემიამ 800 ადამიანი შეიწირა 8 000 დაავადებულიდან, ებოლამ – 11 000-მდე ადამიანი. უნდა შევნიშნოთ, რომ ებოლის გავრცელება შეწყდა, როგორც კი მან განვითარებულ ქვეყნებში შეაღწია: აშშ-ში 11 დაავადებულიდან 2 დაიღუპა, დიდი ბრიტანეთში კი 3 დასნებოვნებულიდან – არც ერთი. სხვათა შორის, გრიპის სეზონური ეპიდემიების შედეგად გაცილებით მეტი ავადდება და იღუპება, მაგალითად – ამ ზამთარს აშშ-ში 13 მილიონ ამერიკელს შეეყარა გრიპი, 120 000 საავადმყოფოებში მოათავსეს და მათგან 6 600 დაიღუპა (შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოსახლეობა 380 მილიონია). ზოგადად, ყოველწლიურად დედმიწაზე გრიპი ემართება 5 მილიონამდე ადამიანს (8 მილიარდიდან) და მათგან 650 000 იღუპება (უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალური მონაცემები განსხვავდება სტატისტიკისგან, ანუ უფრო მეტია). ოღონდ ამ ამბავს თან არ ახლავს ისტერიკა – განსხვავებით კონკრეტული შემთხვევებისგან (ეს სტატისტიკა უფრო ჩვენი თანამემამულეების დასამშვიდებლად მომყავს, რომელთა ნაწილი იმდენად ნერვიულობს, რომ, ვფიქრობ, უკვე გაიხადა თავი ნევროპათოლოგის პაციენტად).
  მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში უკვე მუშაობენ ვაქცინაზე, მეტიც, თითქოს რუსეთში ის უკვე გამოიგონეს კიდეც, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ვაქცინა მზადაც რომ ჰქონდეთ, მისი მასობრივი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი-ორი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც კაცობრიობას თავს ახალი ვირუსი დაატყდება. ამდენად, ნაკლებად ვარაუდობენ, რომ ამ ეპიდემიის უკან გიგანტი ფარმაცევტული კომპანიების ინტერესია (ოღონდ ისინი, ცხადია, გამოიყენებენ ამ ეპიდემიებს სათავისოდ. შეგახსენებთ – იმავე ფრინველისა და ღორის გრიპის პრეენციისთვის სახელმწიფოებმა შეისყიდეს შესაბამისი პრეპარატების მარაგები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუყენებელი დარჩა).
  ჩნდება საბედისწერო და რიტორიკული კითხვაც: მაშინ ვისთვისაა ხელსაყრელი დროდადრო მსგავსი ეპიდემიების გამოწვევა?! მით უმეტეს, რომ ამჟამად ვირუსმა მოიცვა სახელმწიფო, რომელიც გამოირჩევა ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით და, ასევე, რომლის ეკონომიკაც საცაა, ჩაყლაპავს მსოფლიო ეკონომიკას (მაინც გაგახსენებთ – რომ პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩინეთთან ეკონომიკური ომის წამოწყება იყო, რომელსაც ახორციელებს. მეორე მხრივ, მიუხედავად თითქოს თანამშრომლობისა, რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც დედამიწის მერვედს იკავებს, სულ რაღაც, 147-მილიონიანი მოსახლეობით, ჩინეთის მეზობლობა დიდი და არა მხოლოდ დემოგრაფიული საფრთხეა და ისიც საყურადღებოა, რომ კორონავირუსი ჯერჯერობით არ შეყრია არაჩინური რასის არც ერთ წარმომადგენელს, ანუ ვირუსი ჯერჯერობით მხოლოდ ყვითელკანიანებს ერჩის, რასაც ზოგიერთი ექსპერტი გენეტიკური იარაღის გამოყენებასაც უკავშირებს).
  მეორე მხრივ, მაგალითად, ჰონკონგელმა სპეციალისტებმა ეჭვი შეიტანეს ოფიციალურ მონაცემებში და მათემატიკური მეთოდებით შეეცადნენ დაავადებულთა რაოდენობის გამოთვლას. დათქმა ასეთი იყო – ერთი დავირუსებული ადამიანი საშუალოდ ასნებოვნებს 2-3 ჯანმრთელს (შესაძლოა, ასეთთა რაოდენობა სინამდვილეში მეტიც იყოს). შესაბამისად, მათი გათვლით, 25 იანვრისთვის დაავადებულთა რაოდენობა 75 815 ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ოფიციალურად ამაზე ათჯერ ნაკლებს აცხადებენ. ხოლო 3 თებერვლისთვის ასეთთა რიცხვს 170 000-სთვის უნდა მიეღწია (ოფიციალური სტატისტიკაა 17 200).
კორონავირუსის სხვა, ანუ „დრაკონის“ ვერსია
  თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც შესაძლოა, ფანტასტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აქტიურად განიხილება. და რაკი განიხილება, ჩვენც გავეცნოთ.
ჩინეთის იმ ქალაქების, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული, მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ იქ არსებული რეალური მდგომარეობის ამსახველ ჩანაწერებს, მაგრამ შესაბამისი სამსახურები ამ ვიდეოჩანაწერებს შლიან (თითქოს პანიკის პრევენციის ან იქნებ რეალური სურათის მისაჩქმალადაც). პირადად მე რამდენიმე ვიდეოჩანაწერი ვნახე და მართლაც მძიმე კადრებია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, გავრცელებული დაავადება სულაც არ არის ვირუსი და ეს გახლავთ ადამიანებზე G5-ს ანტენებიდან ზემოქმედების შედეგი (G5 არის მობილური კავშირგაბმულობის მეხუთე თაობა, მისი თავისებურება ისაა, რომ დაფარვის საერთო ზონა იყოფა უჯრედებად, ფიჭებად, რომლებიც შედიან ცალკეული საბაზო სადგურების დაფარვის ზონებში. უჯრედები, ანუ ფიჭები ნაწილობრივ ფარავს ერთმანეთს და ერთიანად ქმნიან ქსელს, იდეალურ ზედაპირზე ერთი საბაზისო სადგურის ზონა ქმნის წრეს, ამიტომ მათ მიერ შექმნილ ქსელს აქვს ექვსკუთხა ფიჭის ფორმა).
  ვაი-ფაისა და მობილური ტელეფონების, ანუ მათი მამოძრავებელი პირველწყაროს, ანძებისა და სადგურების მავნებლობის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა აქამდეც, მაგრამ, სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჩინეთში ეპიდემიის ბოლო ტალღა, სწორედ, ამ თანამედროვე ტექნოლოგიის ბრალია. ხსენებული საბაზისო სადგურებიდან გამოშვებული სიხშირეები, რომლებსაც ადამიანი ვერ გრძნობს, მოქმედებს ადამიანის ირგანიზმზე, ასუსტებს მას და აცლის სასიცოცხლო ძალას.
  ამ ვერსიის დასტურად იხსენება, რომ ჩინეთის ქალაქ უჰანში (ვირუსის ეპიცენტრში, აქვე გეტყვით, რომ ის სიდიდით დედამიწაზე 42-ე, ჩინეთში კი – მე-7 ქალაქია) 2019 წლის 31 ოქტომბერს ჩინური კავშირგაბმულობის გიგანტმა კომპანიამ გამოაცხადა ახალი თაობის G5-ის გაშვების შესახებ. იქვე ითქვა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ქალაქ უჰანში 10 000 ანძა დაიდგმებოდა. ოქტომბრის ბოლოსთვის კი უკვე გააქტიურებული ანძების რაოდენობა 1 580-ს შეადგენდა.
  ვარაუდობენ, რომ სწორედ იმ ანძებიდან დასხივებამ გამოიწვია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ღამურებთან და არც ქვეწარმავლებთან (რომლებსაც აბრალებენ კორონავირუსის პირველწყაროობას).
  ამჟამად გარე სამყაროსგან იზოლირებულია  ჩინეთის 15 ქალაქი, იმ ქალაქებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო და ავტომაგისტრალები, თვითმხილველების თქმით, შემორაგულია მიწაყრილებითა და ჯავშანტექნიკით. ადამიანების არა ვირუსით, არამედ G5-ით დასნებოვნების ვერსიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებზე ტარდება ექსპერიმენტი და, თუ ადამიანის ორგანიზმი უკვე დასხივებულია, ის გარდაუვლად დაიღუპება, თუ მას სრულად არ გამოუცვლიან სისხლს.
  გამოსხივების ზემოქმედების მექანიზმი ასეთია: ადამიანის ორგანიზმში ისედაც ცხოვრობენ ბაქტერიები, გამოსხივება აჩქარებს მათ მუტაციას და სწორედ ის თითქოს უვნებელი ბაქტერიები აზიანებს ორგანიზმს, რადგან ხელოვნურად ააქტიურებს (მაგალითად, ცნობილია, რომ იმავე თბილისში მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს ორგანიზმში ჰყავს კოხის ჩხირი, ისევე, როგორც კიბოს უჯრედი, თუმცა მათი უმეტესობა ისე გალევს წუთისოფელს, რომ არც არაფერი ემართება).
  საინტერესოა, რომ ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ქალაქ უჰანის შესახებ, ჩინეთის დანარჩენ ქალაქებში (რომლებიც დაკეტილია კარანტინის გამო) არსებული მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი, საერთო ჯამში კი, 30 მილიონამდე ადამიანია იზოლირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსის გამო ზარალდება ჩინეთის ეკონომიკა (დაიწია ნავთობის ფასმაც – უკვე 12 დოლარით და 54 დოლარის ნიშნულზეა),   რაც მსოფლიო ეკონომიკისთვისაც საზიანო სიმპტომია, ვერსიის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა მსხვერპლშეწირვა, იმას გარდა, რომ, მათი აზრით, ჩინეთისთვისაცაა ხელსაყრელი მოსახლეობის შემცირება.
  რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას: ამტკიცებენ, რომ ადამიანებს სწირავენ თეთრ დრაკონს, რომლის მმართველობაც იწყება 2020 წლიდან და ამ აქტით ჩინეთი აცხადებს, რომ თავის თავზე იღებს დედამიწის მმართველობას.
  ჩვენ, საბოლოოდ, მაინც ვერ შევიტყობთ, საიდან და რა მიზნით იფეთქებს ხოლმე ესა თუ ის დაავადება დედამიწის ამა თუ იმ წერტილში, მხოლოდ იმას ვაკვირდებით, რომ ამ პროცესს ბოლო არ უჩანს, რეალურია გენეტიკური იარაღის გამოყენების ვერსიაც, რადგან, თეორიულად, ეს სავსებით შესაძლებელია და ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას არც არავინ მიაწვდის. თუმცა დანამდვილებით ვიცით ერთი: ნებისმიერი დაავადება ადამიანს ერევა იმუნური სისტემის გავლით, ანუ ხელოვნური გადარჩევის პროცესშიც კი იღუპებიან მხოლოდ სუსტები – ინფექცია გინდა ბუნებრივად იყოს წარმოქმნილი და გნებავთ – ხელოვნურად (იმასაც ამატებენ, რომ ძველი ერების იმუნური სისტემა ისედაც დაღლილი და დასუსტებულია).
  ინფორმაციას, რომელიც მოგაწოდეთ, მხოლოდ ინფორმაციის დატვირთვა აქვს, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს მისი აზრები და დამოკიდებულებები, ხოლო პანიკა და შიში ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების შანსი იზრდება თვით ყველაზე უვნებელ ვითარებაშიც კი. დამშვიდდით, გაწონასწორდით, ერიდეთ უსიამოვნო ამბებს და ეცადეთ, დაინახოთ მხოლოდ პოზიტივი. ბოლოს და ბოლოს, თითოეული მაინც იმდენ ხანს დარჩება ამ დედამიწაზე, რამდენიც უწერია.


скачать dle 11.3