კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№6 ვინ უპირებდა ქმრიანად ცოლად მოყვანას ეკა ჩხეიძეს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ეკა ჩხეიძის „თაყვანისმცემლად“ აცხადებდა თავს, აწუხებდა და აშანტაჟებდა, დაიჭირეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მართალია, ეკას მისი საქციელის გამო, სასამართლოში შეტანილი ჰქონდა განაცხადი, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი თავისუფლების აღკვეთა არ სურდა და ამისთვის ეს ადამიანი არ გაუმეტებია. რასაკვირველია, ჩვენ ეს ინფორმაცია თავად მსახიობთან გადავამოწმეთ და სხვა ამბებიც გამოვკითხეთ.
  ეკა ჩხეიძე: არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ის ადამიანი, ვინც წლებია, მაწუხებდა, დაიჭირეს. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მის დაჭერას არ ვაპირებდი, მაგრამ გამოსავალი არ დამიტოვა და მხოლოდ მაშინ ვუჩივლე, როცა ჩემს სადარბაზოში სროლა ატეხა. ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს, მაგრამ გეტყვით, რომ ის არ დაუჭერიათ – ეს არასწორი ინფორმაციაა. მას პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ეს იმას ნიშნავს, ორი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მომეკაროს. თუ ისევ შემოვა ჩემს სადარბაზოში და მსგავს სიგიჟეებს ჩაიდენს, პირდაპირ დაიჭერენ, ყველანაირი პროტესტისა და გამოკითხვის გარეშე. სწორედ, ამას ნიშნავს პირობითი, თორემ თავისუფლების აღკვეთისთვის, კიდევ ვამბობ, მე არავინ გამიმეტებია. მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული და გამწარებული ვიყავი, მსგავსი რამ არც მითქვამს და არც მომითხოვია. პირიქით, მე ვთქვი, იდიოტია ეს ადამიანი და მის ცოლ-შვილს რას ვერჩი-მეთქი. ორი პარტია ცოლ-შვილი ჰყავს და მე, როგორც ქალი, შევედი მათ მდგომარეობაში, თორემ ხელს კი არ ვაფარებ და ვიცავ. უბრალოდ, არ ვიკადრებ ამას.
– პირადად თუ იცნობ მას და რამდენი ხანია, რაც  შანტაჟი დაიწყო?
– არ ვიცნობ. წლებია, სადარბაზოსა და ქუჩაში მხვდებოდა, მანქანაზე რაღაცებს მიტოვებდა. მივხვდი, თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ რომ დალევდა, თავის ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა. გავაფრთხილე კიდეც, არ გაბედო ახლოს მოსვლა და თუ არ შეგიძლია, ნუ სვამ. თავი დამანებე, სადარბაზოში ნუ შემოდიხარ-მეთქი. თუმცა, მაინც შემოდიოდა და ნასვამი რაღაცებს ყვიროდა.
– მის შესახებ თუ უთხარი ვინმეს?
– არავისთვის მითქვამს. შარი არ მინდოდა, თორემ მაგრად სცემდნენ. არ ჩავაგდე სხვა უხერხულ მდგომარებაში და კარგა ხანს ვმალავდი, წლების განმავლობაში. რომ გამოფხიზლდებოდა, ბოდიშებს იხდიდა. მივხვდი, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა. ისევ დათვრებოდა, მოდიოდა, იგინებოდა, ილანძღებოდა, იმუქრებოდა, სისულელეებს სჩადიოდა.... ვემუქრებოდი, გიჩივლებ-მეთქი და მეუბნებოდა: ვერაფერს მიზამენ, მიჩივლე, სადაც გინდაო. რა გარანტია ჰქონდა, რომ ამას რეაგირება არ მოჰყვებოდა ან ტყუილად ვემუქრებოდი, ვერ გეტყვით.
– როდის გადაწყვიტე სამართალდამცველებთან მისვლა და განაცხადის გაკეთება?
– ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, ჩემს სართულზე იჯდა და იარაღი ეჭირა ხელში. შევედი, კარის დაკეტვა მოვასწარი და დაიწყო სროლა. მეზობლებმა დარეკეს 112-ში. მოკლედ, ატყდა ამბავი.
– რამდენი ხანია, რაც პირობითი სასჯელი მიუსაჯეს?
– ალბათ, ერთი კვირა იქნება. მე სასამართლოზე არ ვყოფილვარ. რაც განვაცხადე, მას მერე არ გამოჩენილა ჩემს სიახლოვეს, ძალიან სერიოზული ორი ადვოკატი ჰყავდა, რომლებმაც ალბათ, ჭკუა დაარიგეს. ჩემმა ადვოკატმა მითხრა: ჩაუკერეს კოდი და აღარ სვამსო.
– ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა და დღესაც გყავს. თუ გახსენდება მსგავსი შემაწუხებელი?
– არა, ასეთი შემაწუხებელი თაყვანისმცემელი არ მყოლია. ამის ფონზე, აღარავინ მახსენდება. ამას პათოლოგიაში გადაეზარდა, კულმინაციას მიაღწია და რეკორდი მოხსნა. ერთი თაყვანისმცემელი მთელი ცხოვრებაა მყავს და აღარც მეცინება მასზე. ერთხელ მითხრა: შენი ქმრიანად მოგიყვან ცოლადო. ეს უკვე ამოჩემებაა, კომპლექსი აქვს, რომ თავისი ვერ გაიტანა და ეს აგრესიაში გადასდის. არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უხარია, როცა თაყვანისმცემელი ჰყავს. მე ჩემი ყველა ნორმალური თაყვანისმცემელი მიყვარს, ვაფასებ და მადლობას ვუხდი მათ სიყვარულისა და პატივისცემისთვის. მით უმეტეს, როცა შენი კარგად ყოფნა გულწრფელად უხარიათ და არა – მოგკლავ და ზედ დაგაკვდები! ზოგს ფანები რომ ნერვებს უშლიან, მე პირიქით ვარ. ასაკით პატარა ბიჭები და გოგონებიც არიან და ცუდს არავიზე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვიღაც ამოგიჩემებს და ურჩევნია, მოგკლას, ვიდრე იყო კარგად ან სხვასთან, ეს არანორმალურობაა. აგრესიაში გადასული გრძნობა საშინელებაა.
– ეკა, ასაკი ახსენე და ნათქვამია: თუ ქალი თავის ასაკს არ მალავს, ესე იგი, ის თავისი ცხოვრებით კმაყოფილიაო. შენს შემთხვევაშიც, ასეა?
– კმაყოფილი ცუდი სიტყვაა, უბრალოდ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და უნდა მოიხდინო. საერთოდ არ მინდა ამ ასაკში ოცი წლისას ვგავდე. ანა მანიანი ამბობდა: სულ არ მინდა, ასაკის მატებასთან ერთად ბედნიერება მომემატოს და წლები არ მომაკლდესო. ანუ, როცა ადამიანი ირგებს იმას, რაც აქვს, კარგს ელოდება, სტიმული აქვს ცხოვრებაში და ამ სტიმულს აქვს თავისი მიზეზი – ასაკი არ გაშინებს. კიდევ ვამბობ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და არ მინდა, ოცის ან ოცდაათი წლის შეხედულება მქონდეს.
– შენი უფროსი ქალიშვილი 30 წლის არის. რა გრძნობა გაქვს, როცა ამხელა შვილები გიდგანან გვერდით და შენ ასე საოცრად გამოიყურები?
– ჩემი შვილები უკვე ჩემი მეგობრები არიან და მე მათ მეგობრებთან ვმეგობრობ, ასაკის კვალი წაშლილია. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ჩემზე პატარა, ძალიან მომწონს ეს და ასაკს ყურადღებას არ ვაქცევთ. მე არ მაკომპლექსებს ასაკი და არც ასაკის  მიხედვით ვმეგობრობ – ვისთანაც კარგად ვგრძნობ თავს, იმასთან ვურთიერთობ.
– პლასტიკური ჩარევები გაქვს გაკეთებული თუ შენი ასეთი გარეგნობა მხოლოდ გენეტიკის დამსახურებაა?
– თავს ვუვლო, ინიექციებს ვიკეთებ და თუ გადავწყვეტ, პლასტიკურსაც გავიკეთებ – არც ესაა პრობლემა. მაგრამ, მინდა,  პლასტიკურ ოპერაციამდე დრო გავახანგრძლივო. იმდენი საშუალება არსებობს, ქალს თუ უნდა, აქვს სურვილი, სტიმული და მატერიალური შესაძლებლობა, თავის შენახვა არ არის რთული. რასაკვირველია, ვერ გაგაახალგაზრდავებს, მაგრამ არსებულს შეინარჩუნებ. როცა კვებავ სახის კანს, თავს უვლი, კარგად გძინავს და ნერვებს არ იშლი და არც აშლევინებ, ცხოვრობ საკუთარი თავისთვის და არა სხვისთვის, ეს გარეგნობაზეც დადებითად აისახება. მე თუ მკითხავ, უნდა იცხოვრო არა ისე, როგორც სხვას უნდა, არამედ ისე, როგორც შენ გინდა.
– როგორია ეკა ჩხეიძის პირადი ცხოვრება დღეს?
– დღეს მე ვცხოვრობ ჩემი სიამოვნებისთვის. ბავშვები გაიზარდნენ, ყოველ წუთას დედა აღარ სჭირდებათ. ერთი იტალიაში ცხოვრობს, მეორე – სკოლას ამთავრებს და დიდი, დამოუკიდებელი ბიჭია, ანუ შვილების დევნა, აბა, ჩააცვი, აჭამე, წაიყვანე და მოიყვანე რომ აღარ მიწევს, ჩემი თავისთვის ვიცლი, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. ვისთანაც მინდა, იმასთან ვურთიერთობ. სადაც მინდა, იქ მივდივარ და მოვდივარ. არავინ მაწუხებს და მიშლის ნერვებს, არც არავინ მაკონტროლებს და მიკრძალავს. ვარ თავისუფალი ადამიანი და ვცხოვრობ ისე, როგორც ეკა ჩხეიძეს უნდა.
– საყვარელი, დასაყრდენი მამაკაცი არის შენ გვერდით?
– ეს არავის საქმე არაა, მხოლოდ ჩემი პირადია. რამდენი ვიღაც ჩაერია ჩემს ცხოვრებაში, დასკდნენ ჭორაობით, ბოღმით. ზოგადად, როცა ქალები ჩემზე ჭორაობენ, მომწონს, ეტყობა, არის შესაშური და გასაბრაზებელი.
–  როგორი ცხოვრება გაიარე და როგორც ქალი, ბედნიერი ხარ?
– ძალიან. მე ვიცი, რა არის ძლიერი სიყვარული, ვნება, ისეთი ადამიანისგან გავაჩინე შვილები, ერთი წუთით რომ არ მინანია არაფერი. რაც გავიარე, არცერთ წამს არ ვნანობ და თავიდან რომ მომიწიოს, იგივეს ვიზამ. ბედნიერება ხმამაღალი ნათქვამია და ბევრ რამეში დევს. მჯერა, რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება და რაც უნდა მოხდეს, ის მოხდება კანონზომიერად – როცა ადამიანებს შორდები, უნდა დაშორდე, ზოგი გჭირდება იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ზოგი – რომ ისწავლო, ზოგმა გული უნდა გატკინოს, რომ რაღაცებს მიხვდე და ვარდისფერი სათვალით არ უყურო ყველაფერს. მე ისეთი ბავშვობა მქონდა, სულ ვარდისფერი სათვალე მეკეთა. მერე რაღაცებს შევეჯახე ცხოვრებაში, მოვიხსენი სათვალე და ესეც დადებითად გამოვიყენე. ჩვენს პროფესიაში ცხოვრებისეულ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ახლა ვიყენებ. ყველაფერს თავისი ეტაპი და საფეხური აქვს და ყველაფრის მოქცევა შეიძლება, თუ კარგ სარჩულს დაუდებ.  ცუდიც რომ ხდება, გწყინს და ბრაზდები. გავა წლები და ხვდები: კიდევ კარგი, ძლიერი  ანგელოზი მყოლია და დამიცვა და მაშინ რომ განვიცდიდი რატომ მოხდა ასეო, თურმე, კარგისთვის ხდებოდა.  
– ერთხელ მითხარი: ვისაც ვუყვარვარ, მადლობა მათ და ვისაც არ ვუყვარვარ, იმათ ორჯერ მეტი მადლობა, ისინი მჭირდებიან და მაძლიერებენო. ასეთი „გამაძლიერებლები“ ბევრი გყავს?
– რა თქმა უნდა, ასეა. თუ ვიღაც შენზე გამწარებული და გაბრაზებული არ არის, თუ ვიღაცას არ შურს და არ ეჭვიანობს, ესე იგი, არც შესაშური და საეჭვიანო გაქვს. ამიტომ, ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ამით სტიმული მოგცეს. ასეთი „გამაძლიერებლები“ და სტიმულის მომცემები ყველასთვის აუცილებელია.
– გავიგე, წელს მილიონერი ხდები – შენს სახლში „ფულის ხე“ აყვავდა.
– მილიონერობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ისე აყვავდა ჩემს სახლში „ფულის ხე“, ყველა გაგიჟდა. ერთი გარდენიაში, შევარდნაძესთან ყვავის და მეორე – ჩემთან. ლამაზია, თორემ ისეთი სისულელეების, რომ ამას ფული მოაქვს, არ მჯერა. მე ხის კი არა, ჩემი ხელფასის იმედი მაქვს (იცინის). ქუჩაში ვიღაც კაცი ყიდდა ულამაზეს „ფულის ხის“ ბუჩქს. ვკითხე, რა ღირს-მეთქი და მიპასუხა: 60 ლარი. უფულობას რა ვუთხარი, თორემ ამას გავყიდდიო? „ფულის ხე“ ეძახე შენ და უფულობის გამო კი ყიდდა. თუმცა, ამბობენ, როცა ყვავის, ბედნიერების ნიშანიაო.
– ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– ყველაზე მეტად ჩემს შვილებში გამიმართლა. საქმეში სულ მეტი და მეტი მინდა, რაღაც არ მაკმაყოფილებს რაოდენობაში, ხარისხში.... იმდენს ვერ ვაკეთებ, რამდენიც მინდა. ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. გვერდიდან ჩემს თავს კრიტიკულად ვუყურებ, თუმცა, როგორ შვილებსაც ვინატრებდი, ისეთები მყავს.
– შენს თავს გვერდიდან რომ აკვირდები, როგორ ქალს ხედავ?
– ბევრი ისეთი ნაკლი მაქვს, რომელსაც გამოვასწორებდი, რომ შემეძლოს, მაგრამ ჩემი ხასიათისა და თვისებების გამო, არ შემიძლია. გვერდიდან რომ ვუყურებ, არ ვარ ძლიერი ქალი და არც მინდა, ვიყო. ძლიერი უნდა იყოს კაცი, ქალი კი – ნაზი, სექსუალური, მოღიმარი და ბედნიერი.

скачать dle 11.3