კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რა შემოთავაზება მიიღო ქეთი ფარესაშვილმა ემინემის თანაპროდიუსერისგან და როგორ დაითანხმა მან მეუღლე ამერიკაში წასვლაზე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალ ქეთი ფარესაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. ახლახან მისი პროდიუსერი გახდა ამერიკაში საკმაოდ ცნობილი ადამიანი, ტომი კოსტერი, რომელსაც არაერთ ვარსკვლავთან უთანამშრომლია. სულ მალე, ქეთი ამერიკაში წასვლას და მის სტუდიაში ახალი სიმღერების ჩაწერას გეგმავს. მანამდე კი საქართველოში აგრძელებს ახალ სიმღერებზე მუშაობას, კლიპის გადაღებას და საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას ონკოპაციენტების დასახმარებლად. ამბობს, რომ თავის ენერგიასა და განწყობას მაქსიმალურად ჩადებს იმ საქმეში, რაც ხალხს მოსწონს.
  ქეთი ფარესაშვილი: გააქტიურებული სულ ვარ, ყოველთვის ვმუშაობ და ახალ სიმღერებს ვაკეთებ – ქართულსაც და უცხოურსაც. თებერვალში კონცერტები მაქვს დაგეგმილი. ასევე, ვგეგმავ კლიპების გადაღებას ახალ სიმღერებზე.  ერთ-ერთი სიმღერა ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორს, რევაზ ლაღიძეს  – „კარკუჩით ჩამაიყვანეს“, რომელიც ეთნოსტილში გავაკეთე. მეორეა „ახლა სიყვარულის დროა“, მისი კომპოზიციის Dee Dee Sharp Gamble – Easy Money-ის გადმოქართულებული ვერსიის ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე და ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში. ძალიან რიტმული, სახალისო და საცეკვაო სიმღერაა. მოკლედ, საკმაოდ ბევრს ვმუშაობ.
– გავიგე, ამერიკელი, საკმაოდ ცნობილი შოუ-ვარსკვლავების პროდიუსერი, ტომი კოსტერი დაინტერესდა შენი ნამღერით და სულ მალე ამერიკაში წასვლასაც გეგმავ.
– დიახ, ამერიკელ პროდიუსერთან ვგეგმავ თანამშრომლობას. ტომი კოსტერი იყო ჩამოსული საქართველოში. ერთმანეთი ჯაზ-ფესტივალზე გავიცანით. ჩემი სიმღერა მოისმინა, მოვიდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ტომი ცნობილი პროდიუსერია, საკმაოდ სერიოზული პროფესიონალი, ამერიკელი კლავიატორი და კომპოზიტორი, ასევე, ემინემის თანაპროდიუსერი. შესრულებული აქვს სიმღერები ისეთ ცნობილ მომღერლებთან, როგორებიცაა: Dr. Dre, ემინემი და 50 Cent. ტომის გადავუგზავნე ჩემი სიმღერები, სადაც ხდება ქართული სიმღერის შერწყმა და იმპროვიზაცია ჯაზთან და სამბასთან. ეს არ არის მარტივი, ბევრი შრომა და პროფესიონალიზმი სჭირდება და სწორედ ეს მოეწონა. მისი სურვილია, გამოცდილება, რესურსი და კავშირები შერწყმული იყოს ჩემს შემოქმედებასთან. როგორც თავად ამბობს, ეს იქნება ძალიან ძლიერი რესურსი და საკმაოდ კარგი პროდუქტი დაიდება ხელოვნებისთვისა და საქართველოსთვის. ის საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს კინომუსიკასთან. მისი მუსიკა, ცნობილ ფილმებშია გაჟღერებული. ამ ერთობლივად შექმნილ მუსიკას, მისივე თქმით, ერთ-ერთი ფილმისთვის გამოვიყენებთ. ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა და სულ მალე, ამერიკაში წასვლაც მომიწევს. ტომის თავისი სტუდია აქვს, იქ ვაპირებთ სიმღერების ჩაწერას და მუშაობას. ანუ, ტომი ოფიციალურად გახდა ჩემი პროდიუსერი. ვიცი, იქ ბევრი მუშაობა მელის, მაგრამ არ მეზარება, მიყვარს, რასაც ვაკეთებ და იმედია, ყველაფერი გამოვა.
– ქეთი, ახალი წლის დღეებში ბევრი კონცერტი ჩატარდა საქართველოში, თუმცა შენ არსად ჩანდი. თავად თქვი უარი თუ მიწვევა არ გქონდა?
– ეს თემა უკვე სასაცილოდ არ მყოფნის. კომენტარსაც ვერ ვაკეთებ და მეც მაინტერესებს, რა ხდება. დიდი სურვილი მაქვს, გამოვიდე სცენაზე და ვიმღერო. ეს მარტო ჩემი სურვილი არ არის. ქუჩაში უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეკითხებიან, რატომ არ ჩანხარო.
– და, რას პასუხობ?
– ვიბნევი, არ ვიცი, რა ვუპასუხო. ვინმეს დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რაღაც ხდება. ვინ უნდა გაარკვიოს ეს საკითხი და როდის უნდა მორჩეს სცენაზე დგომის არჩევითობა საქართველოში, არ ვიცი.
– ფიქრობ, რომ დაბლოკილი ხარ?
– არა, ვერ ვიტყვი, დაბლოკილი ვარ-მეთქი, მაგრამ ჭორის დონეზე ვიგებ რაღაცებს და ფაქტი თუ არ დამიდეს და ჩემი  თვალით არ ვნახე, სხვის ნათქვამს ვერ დავიჯერებ. შეუძლებელია, მომღერლების ბედს მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტდეს. და, თუ ასეთი მარაზმი ხდება, რაღა აზრი აქვს საქართველოში მოღვაწეობას? მიზეზი, მგონი, გაურკვევლობა და კომუნიკაციის ნაკლებობაა. მთავრობა ზის და წყვეტს, ვინ უნდა იდგეს სცენაზე? ეს სასაცილო და წარმოუდგენელი ამბავია. ჩემი აზრით, გაუგებრობა და აბსურდი ხდება. თუმცა შესაძლოა, ვცდები.
– საკუთარი ჯაზ-ბენდი გყავს, ვისთან ერთადაც ცოცხლად მღერი. ძირითადად, სად გამოდიხართ?
– სხვადასხვა კლუბში გამოვდივართ. ასევე, ონკოპაციენტების კავშირის სახე და მხარდამჭერი ვარ და ამ ეგიდით, თებერვალში ვაპირებთ კონცერტის გამართვას და ახლა დარბაზს ვარჩევთ. ჩემი მეუღლეც ონკოლოგია, დედასაც ეს პრობლემა ჰქონდა და ამ სფეროსთან, ასე თუ ისე, შეხება მაქვს, ჩემთვის უცხო არ არის. დღეს ეს ყველას პრობლემაა. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო და როგორც შემიძლია, დავეხმარო ონკოლოგიურ პაციენტებს.
– ბევრმა არ იცის, რომ შენ საოცარ ქველმოქმედებას ეწევი შენი ნიჭით, თუმცა, ეს არსად ჟღერდება.
– ესეც კომუნიკაციის პრობლემაა. მე იმისთვის არ ვეწევი ქველმოქმედებას, რომ ვიღაცამ შემაქოს და ეს ყვიროდეს. თუმცა, რაც მეტ ადამიანს ეცოდინება, ხომ იცით, სიკეთე გადამდებია და იქნებ მეტი ხალხი დაინტერესდეს, გამოთქვას დახმარების სურვილი და ამიტომ სჯობს, ეს გაშუქდეს.
– ქეთი, ეს წელი შენთვის საკმაოდ აქტიურად დაიწყო – ახალი სიმღერების ჩაწერა, ამერიკაში წასვლის დაგეგმვა, ახალ პროდიუსერთან თანამშრომლობა, საქველმოქმედო კონცერტისთვის მზადება... ამაში ოჯახი რამდენად გიდგას გვერდში?
– რას შეუძლიათ, გვერდში მიდგანან და მეხმარებიან. ჩემთვის ოჯახი და შვილი ყველაზე მთავარია და დედობა – ნომერ პირველი სპეციალობა. ამიტომაც გაიწელა ჩემი ამერიკაში წასვლა. ლევანიკო 13 წლისაა და ამ ასაკში განსაკუთრებულად სჭირდება დედის გვერდით დგომა. ამიტომ არ მინდა მის გარეშე ამერიკაში წასვლა და ისე დავგეგმე, რომ ბავშვთან და ქმართან ერთად წავიდე – ისიც დავითანხმე (იცინის). თავად ტომიც მოწადინებულია, რომ ოჯახით ჩავიდე.
– მიუხედავად წარმატებისა და წარუმატებლობისა, როგორ ფიქრობ, რამდენად გაგიმართლა ცხოვრებაში?
– გამოვედი თუ არა სცენაზე, იმ დღიდან პოპულარული გავხდი, ყველაფერი ღმერთისგან დალოცვილად წავიდა, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო. პატარ-პატარა წინაღობები ყოველთვის იყო და არის, თუმცა, წარმატება საიდანღაც არ მოდის, ის თავად ადამიანშია, როგორც თვისება და შენ თავად როგორც გამოიყენებ, იმ დონეზე იქნები წარმატებული. ვფიქრობ, მე ცხოვრებაში ეს როლი მაქვს. „სამბის დედოფალი“ ჩემი თავისთვის მე არ მიწოდებია, ეს ხალხმა დამარქვა პირველივე გამოსვლის შემდეგ. ესაა ჩემთვის წარმატება და ბედნიერება.

скачать dle 11.3