კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 გიო ტაბიძე: სამწლიანი ურთიერთობა ერთი უაზრო ნაბიჯით დაინგრა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობ გიორგი ტაბიძეს საზოგადოება სანის როლით იცნობს, თუმცა ის, პარალელურად, ორ – „თავისუფალსა“ და „ილიაუნის“ – თეატრში თამაშობს. ახლო მომავალში სწავლის სხვა ქვეყანაში გაგრძელებას აპირებს და ალ პაჩინოს პარტნიორობაზე ოცნებობს.
  გიო ტაბიძე: საინტერესო ამბები ხდება სანის თავს და ძალიან მიხარია, რომ ქეთი დევდარიანმა ასეთი ხაზით განავითარა ჩემი პერსონაჟის ცხოვრება. სანი თავგადასავლების მოყვარული ადამიანია და ერთფეროვნად ცხოვრება არ შეუძლია, სულ რაღაც ახალი უნდა აკეთოს და ყველაფერი მალე ბეზრდება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ სახლი არ აქვს, ხან სად ცხოვრობს, ხან – სად, სრულფასოვანი ოჯახიც კი არ აქვს. სულ საკუთარი თავის ძებნაშია. ძალიან მაინტერესებს, მომავალში რა მოხდება, მაგრამ ჯერ რაცაა, იმით ძალიან კმაყოფილი ვარ. სერიალში ბევრი რამ გაზვიადებულია, მაგრამ რაღაც დონეზე ასეთებიც ხდება. ადამიანებს სერიალში მომხდარი ამბების რეალურ ცხოვრებაში გადატანა უნდათ ხოლმე და შეიძლება, გავიგოთ, რომ ვიღაც მართლა გააძევეს ვაკიდან (იცინის).
– შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ვაკესთან?
– ძალიან მიყვარს, ვერა-ვაკე ჩემი საყვარელი უბანია. ზემო ვერა-ვაკეზე ვგიჟდები, ბევრი მეგობარი მყავს იქ და ხშირად მიწევს მისვლა-მოსვლა. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მე მთაწმინდაზე გავიზარდე, მერე საბურთალოელი გავხდი, ახლა აბანოთუბანში გადავედი და მომავალში რა იქნება, კაცმა არ იცის (იცინის).
– სანის ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს მამინაცვალთან. შენ როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან?
– ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, განვიხილავთ ხოლმე ცხოვრებისეულ თემებს და რჩევისთვის ყოველთვის მას მივმართავ. სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვართ და ცდილობს, ჩემი დამოკიდებულებები გაიგოს. შეიძლება, მეც ვურჩიო რამე. კამათი ლოგიკურია, მაგრამ დაძაბულობა და სერიოზული კონფლიქტები ჩვენ არ გვაქვს.
– ვაკელებს როგორი დამოკიდებულება აქვს შენ მიმართ?
– ძალიან თბილი. მაგრამ ვაკეში რომ გავივლი, თუ მიცნობენ, მეუბნებიან: შენ ხომ ვაკიდან გაგაძევეს და აქ რა გინდაო (იცინის). მაგრამ, ესეც თბილად და იუმორით, თითქმის ყველგან ერთი და იგივე დამოკიდებულება აქვთ.
– ორი წელია, რაც ამ სერიალში გამოჩნდი. რა შეიცვალა ამ პერიოდში?
– სერიალმა პროფესიული თვალსაზრიით ბევრი რამ მასწავლა. პირველად რომ მივედი, შედარებით პატარა ვიყავი და რაღაცებს კარგად ვერ ვხვდებოდი. მერე, ნელ-ნელა უკეთ გავაანალიზე. სერიალის პარალელურად, „თავისუფალ თეატრში“ ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა შევიკრიბეთ და ჩვენი რეჟისორის თამადობით მივედით ამ თეატრში ჩვენი სპექტაკლით, მოეწონა ავთო ვარსიმაშვილს და მას შემდეგ ვთამაშობთ იმ და კიდევ რამდენიმე სპექტაკლში. პარალელურად, „ილიაუნის“ თეატრში ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე.
– პიროვნულად?
– დღეს დამშვიდებული ვარ. ძალიან არეული ვიყავი, ეს, ალბათ, ასაკის ბრალიც იყო. სანისთან გავავლებ პარალელს, ისიც არეულია, არ იცის, რა უნდა, მაგრამ მე უკვე დავალაგე ჩემში რაღაცები და შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვე. იმ არეულობის პერიოდს დაემთხვა სანის გამოჩენა და ცნობადობის ამბები, რაც ცოტა დისკომფორტს მიქმნიდა. ისეთი პერიოდიც მქონდა, როცა კაპიშონწაფარებული დავდიოდი, არ მიცნონ-მეთქი. ყველა დადებით ემოციებსა და სითბოს გამოხატავდა ჩემ მიმართ, ეს როგორ არ უნდა გინდოდეს ადამიანს, მაგრამ ხანდახან, თითქოს, ზედმეტი სითბოც არ მსიამოვნებდა. არ ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა. ის პერიოდიც მქონდა, როცა მსახიობობაც აღარ მინდოდა.
– რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?
– სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით პატარა დრამები მქონდა და მგონია, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ჩემს თავს რამე ცუდი რომ ხდება, შემიძლია, ისე დავძლიო, რომ საკუთარ თავში არ ჩავიკეტო და მოთქმა არ დავიწყო. მგონია, რომ ჩემს თავს ვაჯობე და რაღაცები გადავიტანე.
– მაშინ რამდენი წლის იყავი?
– ცხრამეტი წლის. სამწლიანი ურთიერთობა დაინგრა ერთი უაზრო ნაბიჯით. საბოლოო ჯამში, ალბათ, ორივეს მიზეზით, მაგრამ უფრო მის მიერ გადმოდგმული არასწორი ნაბიჯით. ისეთი რამ მოხდა, რამაც შოკში ჩამაგდო და დაახლოებით ერთი წელი ამ ამბავზე ვიყავი ჩაციკლული. მარტო რომ ვიჯექი, სულ ეს ამბავი მიტრიალებდა გონებაში და სულ ვცდილობდი, სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. ნელ-ნელა დავძლიე ეს ყველაფერი. საუკეთესო წლები, ყველაზე მეტად ბედნიერი რომ ხარ, ერთად ვიყავით და სამი წლის შემდეგ რომ ეს ყველაფერი დაინგრა, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი.
– ურთიერთობის აღდგენა აღარ გიცდიათ?
– რაღაც პერიოდი, ის ერთი წელი, არანაირი კონტაქტი არ გვქონია. მერე და მერე რაღაცებზე დავფიქრდით, ურთიერთობის აღდგენაც ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა და ახლა, უბრალოდ, კარგი ნაცნობები ვართ. დღესასწაულებს ვულოცავთ ერთმანეთს (იცინის).
– ამ გამოცდილებამ შეგცვალა?
– სხვათა შორის, რაღაც მომენტში ვეთანხმები სანის იმ ტექსტში – „მე მეჩვენებოდა იმაზე მეტი, რაც იყო და მერე – იმაზე ნაკლები, რაც არის“. რომ ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაშიც შეიძლება, ასე ყოფილიყო. ჩემზე ეს გამოცდილება თავიდან ძალიან ცუდად აისახა. საერთოდ არავისთან მინდოდა ურთიერთობა. მეგონა, ვეღარავის ვენდობოდი. ერთადერთი, რაც ამან შეიძლება, გასწავლოს ისაა, რომ უფრო კარგად უნდა დაუკვირდე რაღაცებს. მე, ალბათ, კარგად არ ვუკვირდებოდი. ახლა ადამიანს რომ გავიცნობ, უფრო მეტად ვუღრმავდები მის ადამიანობას. მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი და ადამიანს უფრო ზედაპირულად ვუყურებდი. ბოლომდე მაინც ვერ გაინცობ, რეალურ სახეს არ დაგანახვებენ და არც შენ დაანახვებ, მაგრამ მაქსიმალურად ღრმად უნდა ჩასწვდე, ეს მასწავლა იმ ყველაფერმა და ვცდილობ, ასეც მოვიქცე.
– მას შემდეგ შეყვარებული აღარ ყოფილხარ?
– შეყვარებული არა, მაგრამ მოკლევადიანი გატაცება ყოფილა. ახლაც არსებობს ერთი ადამიანი. ეს ურთიერთობა ძალიან მოულოდნელად დაიწყო. ოთხი წელია, ამ ადამიანს ვიცნობ. ძალიან ახლო მეგობარი რომაა და ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება, ოთხ წელიწადში რამე იყოს, ის შემთხვევაა. სულ ცოტა ხნის წინ, უცებ, ერთმანეთს რაღაცნაირად შევხედეთ და მივხვდით, რომ შეიძლება, რაღაც იყოს.

скачать dle 11.3