კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რა იწვევს დაავადებათა სპონტანურ აფეთქებებს ჩვენს პლანეტაზე და როგორ უნდა მოვახერხოთ დედამიწის ვიბრაციული სიხშირის აჩქარების პირობებში მასთან „თანაცხოვრება“

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  1987 წელს დედამიწის მაგნიტური  ფარი, რომელიც, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ბარაბანივით ხმაურობს, შეიცვალა და რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ამიტომაც დარჩა ბევრისთვის შეუმჩნეველი პროცესი, რომელიც რეალურად,  დედამიწის ისეთი გეგმაზომიერი ამაღლების მოწმეს გვხდის, დღემდე რომ არავის უნახავს. ლაპარაკია დედამიწის ვიბრაციის სიხშირეზე - ტალღოვანი სიხშირე (შუმანის რეზონანსი) ხომ ბოლო წლების ნამდვილი სიგიჟეა!.. სწორედ ამ მოვლენასა და მისგან გამომდინარე, სამყაროსა და ადამიანზე მოქმედ სასწაულებრივ გავლენაზე, მეცნიერული მიღწევებისა და შეუცნობლის შეჯერებული დასკვნების გათვალისწინებით, გვესაუბრება პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი ივანე დ.
 - მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში დედამიწის ვიბრაციის სიხშირე მუდმივი - 7,6-7,8 ჰერცი გახლდათ. თუმცა, ამ ათასწლეულის ზღურბლზე დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: 2000 წლის იანვარში შუმანის სიხშირე მკვეთრად გაიზარდა და  9,3 ჰერცს მიაღწია, მაგრამ ეს მხოლოდ სტარტი აღმოჩნდა, რომელიც 2014 წელს გაორმაგდა - 16,5 გახდა და ეს იმ ფონზე, როცა ათასწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა. შემდეგ ორ წელიწადში უფრო მეტი „სიჩქარე აკრიფა“ და 30 ჰერცს მიაღწია, თუმცა  2017 წლისთვის, პირველად ისტორიაში,  36 ჰერცი გახდა... და მეცნიერებმა დაასკვნეს: ვინც საკუთარ სიხშირესაც შესაბამისად  არ ააჩქარებს, მალე იძულებული გახდება, დატოვოს დედამიწა!..
 - რა შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლენას დედამიწაზე?
 - ამის შედეგია თუნდაც დაავადებათა სპონტანური აფეთქებები. ეს ხომ გარდაუვალია იმ ფონზე, როცა უჯრედული ვიბრაციის სიხშირე პლანეტის სიხშირეზე დაბალია. ამის მტკიცებულებაა ის, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი კვდება გულის შეტევითა და ინსულტით, რადგან სიხშირეთა შორის განსხვაება ყველაზე გამანადგურებელ დარტყმას  სწორედ სისხლძარღვებს აყენებს.
 - მაშ როგორ უნდა დავიცვათ თავი?
 - უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა, რისკენაც პირველი ნაბიჯია: გაანალიზება იმისა, თუ რას ფიქრობთ და როგორ გრძნობთ თავს  მთელი დღის განმავლობაში, რომ მათგან გამოვკვეთოთ დომინანტი აზრები და გრძნობები. მეორე  ნაბიჯი კი იმის გაცნობიერებაა, თუ  კონკრეტულად, რა ემართება უჯრედული ვიბრაციის სიხშირეს ამა თუ იმ გრძნობის განცდისას. ამით შეგვიძლია, განვსაზღვროთ ადამიანის ვიბრაციის კლასიფიკაცია. ის კი გვიჩვენებს, რომ, როცა დედამიწის ვიბრაციის სიხშირე 36 ჰერცია, საკუთარ გრძნობათა ვიბრაციის სიხშირეც მას  შევუსაბამოთ (უპირობოდ მივიღოთ  საკუთარი თავი, რადგან პიროვნებას განსაზღვრავს ის, რაც მოსწონს, პატივისცემას იწვევს  მასში და სრულ კმაყოფილებას ანიჭებს). აუცილებელია, განუსჯელად მიიღოთ ადამიანები და მთელი სამყარო. უყუროთ მას სიყვარულით სავსე თვალებით! მაგრამ, შუმანის რეზონანსის სწრაფმავალ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მალე ეს აღარ იქნება საკმარისი, მით უმეტეს, არავინ იცის, რა სიჩქარით გაიზრდება დედამიწის ვიბრაციის სიხშირე. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ის ისწრაფვის უმაღლესი წესრიგისკენ... და ეს არის 115-205 ჰერცის დიაპაზონი (და ზემოთ)... ადამიანისთვის კი ხელსაყრელია, მასთან შესაბამისობა, რაც არ უნდა მაღლა აიწიოს მაჩვენებელმა. საამისოდ, ეგზოტიკა კი არა - მრავალგზის ნაფიქრისა და  ნააზრევის აფირმაცია (დამტკიცება, დადასტურება) გვჭირდება, რაც პოზიტიური უნდა იყოს... რადგან ყველაფერს, რასაც გულში ვფიქრობთ - სიტყვასა თუ ემოციას გრძნობათა ვიბრაციის საკუთარი სიხშირე აქვს. აქედან გამომდინარე. ბუნებრივია, რა დიაპაზონისაცაა ადამიანის ფიქრი, სიტყვა და ემოცია, ასეთივეა მისი ენერგეტიკული ვიბრაციის სიხშირეც...
 - რა იწვევს დამანგრეველ ვიბრაციას?
 - ადამიანის პირადი ნეგატიური განწყობა და ემოცია. გრძნობათა ვიბრაციის კლასიფიკაციით,  სკალა ასეთია: მზარდი თანმიმდევრულობით  0,1-დან 3,1 ჰერცამდე ფარგლებში ფიგურირებს - გლოვა, შიში, გაბრაზება, განრისხება, აღშფოთება, სნობიზმი - სიამაყე, გაღიზიანება, უპირატესობის შეგრძნება, სხვისი დამცირება, თავმომწონეობა.  „ტემპერატურას“ მკვეთრად სწევს მაღლა მადლიერება (მადლობის გადახდის სურვილი) - 45 ჰერცი სიხშირით, რასაც - 50 ჰერცით მოსდევს: მიჯაჭვულობა, რაციონალური სიყვარული, ანუ ის, რასაც  თავი განაგებს: ხვდები, რომ სიყვარული კარგია, წმინდა გრძნობა და დიდი ძალაა, მაგრამ გულს შეყვარება ჯერ არ გამოსდის;  სამაგიეროდ, კეთილშობილება - 95-ს, გვერდით მდგომთან ერთსულ-ერთხორცად ყოფნა - 140-ს, გულმოწყალება კი - 150 ჰერცს უდრის. ყველაფრის გვირგვინი კი, როცა სიხშირე „გულმოწყალებასაც“ აჭარბებს, რა თქმა უნდა, გულწრფელი სიყვარულია, რომელსაც გული  გამონაკლისის გარეშე გენერირებს ადამიანისა თუ ნებისმიერი ცოცხალი არსებისადმი - მის უსიტყვო, აბსოლუტურ გამოხატულებას სამყაროს 205 ჰერცად და უფრო მეტადაც „აფასებს“.
 - ანუ, თუ გვინდა, რომ დედამიწაზე დაგვედგომებოდეს, მისი ვიბრაციის სიხშირის ზრდასთან ერთად, უნდა შევიცვალოთ განწყობაც?
- დღეს ჩვენთვის მოსახერხებელი მინიმალური ვიბრაცია 36 ჰერცია, მაგრამ მადლიერებას - 45-ის „მოცემა“ შეუძლია... ჰოდა, დავიწყოთ მადლიერებით და გავზარდოთ მშობლიურ პლანეტასთან ჰარმონიზების შესაძლებლობა. არაფერი გაქვთ სამადლობელი?! აბა, კარგად დაფიქრდით! - ყველას თავისი წილი სამადლობელი აქვს უზენაესის წინაშე და ეს არის: ბავშვები, სახლს რომ ახმაურებენ, რაც ნიშნავს, რომ ოჯახი გაქვთ; გასარეცხი ჭურჭელი, ესე იგი, საჭმელი გაქვთ; გასაწმენდი ხალიჩა, ფანჯრები და გაჭედილი მილები - სახლი გაქვთ; წვიმისგან დამსკდარი „ბათინკები“ - ჯერ კიდევ დადიხართ და ფეხსაც იმოსავთ; საცობები გზებზე - ავტომობილი გყავთ; გაკვეთილები და გამოცდები, რისთვისაც მომზადება გიწევთ  - განათლების მიღების საშუალება გაქვთ; ბრაზიანი, მყვირალა შეფი - თქვენ კიდევ შეგიძლიათ მოსმენა; მთებად დაგროვილი სარეცხი - ტანსაცმელი გაქვთ; ცრემლი და ღიმილი - ჯერ კიდევ შეგიძლიათ, იგრძნოთ; ის, ვინც ტკივილს გაყენებთ - გაქვთ საშუალება, მიხვდეთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ და საპასუხოდ შენდობა და სიყვარული აჩუქოთ; დაღლილობა დღის ბოლოს - კიდევ შეგიძლიათ ღირსეულად შრომა; მაღვიძარა, რომელიც გათენებამდე გაღვიძებთ - ისევ ცოცხალი ხართ... დააფასეთ ის, რაც გაქვთ! ხშირად გამოხატეთ მადლიერება, რადგან ბევრი იმ ცხოვრებასაც ნატრობს, რაც თქვენ გაქვთ! დააფასეთ ის, რაც მოხდა და რაც არ მომხდარა, რადგან არ იცით, რა მოჰყვებოდა მას. გახსოვდეთ, ყოველთვის გაქვთ ის, რაც აუცილებელია მოცემულ მომენტში. გაზარდეთ ვიბრაციის სიხშირე, იყავით გულღია, მადლიერი, მოწყალე, მოუსმინეთ გულს და აჩუქეთ საკუთარ თავსაც და  სამყაროს უანგარო სიყვარული! მიტევება ერთადერთი გამათავისუფლებელი ძალაა სამყაროში და ამიტომ... .შეხედეთ სამყაროს სიყვარულით სავსე თვალებით!

скачать dle 11.3