კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№6 ჭიქის დაჭერის მანერა და ხასიათი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ჩვენი ჩვევები და ქცევის მანერები დიდად  არის დამოკიდებული ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. დაკვირვებულ ფსიქოლოგს თქვენი ხასიათის განსაზღვრა მხოლოდ ჟესტების მეშვეობითაც შეუძლია. მაგალითად, როგორ სვამთ ჩაის ან ყავას, ანუ როგორ გიჭირავთ ხელში ფინჯანი თუ ჭიქა.
ჯერ ქვემოთ მოცემული პასუხებიდან ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიეთ და მერე თქვენი ხასიათების აღწერა წაიკითხეთ.
1. ჭიქის ხელში აღების დროს ნეკა თითი გაბზეკილი  გაქვთ;
2. ჭიქა ორივე ხელით გიჭირავთ. ხელისგულებში გაქვთ მოქცეული;
3. ჭიქის დაჭერის დროს მუშტს კრავთ;
4. ჭიქა ქვედა ნაწილით გიჭირავთ;
5. ერთი ხელით ჭიქა გიჭირავთ, მეორე ხელით კი ეხმარებით;
6. ჭიქა ზედა ნაწილით გიჭირავთ;
ხლა კი თქვენი პიროვნების აღწერა წაიკითხეთ
1. ჭიქის დაჭერის ასეთი მანერა ამბობს, რომ   ლიდერისთვის დამახასიათებელი ნათლად გამოხატული თვისებები გაქვთ. თავისუფლებისმოყვარე, საკუთარ ძალებში ყოველთვის თავდაჯერებული ხართ. არასდროს გადაუხვევთ დასახულ გზას. წარუმატებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დროს კარგად განვითარებული ინტუიციითა და ლოგიკით ხელმძღვანელობთ. თქვენი ერთადერთი ნაკლი საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებული სიყვარულია.
2. თქვენ გუნდის შეუცვლელი წევრი ხართ: შეგიძლიათ მოსმენა, მხარდაჭერა. ამის წყალობით მეგობრებს ადვილად იძენთ.  საუკეთესო დახასიათება – კომპანიის სული და გული, ამით ყველაფერია ნათქვამი! ასე გააგრძელეთ.
3. სიმშვიდე და გონიერება თქვენი ხასიათის საუკეთესო აღწერაა. თქვენი წყობიდან გამოყვანა რთულია.  პროვოკაციებს ყურადღებას არ აქცევთ. რაც მთავარია, პროვოკაციის მომწყობს  თავის ადგილს მიუჩენთ ხოლმე. რჩევა – არ შეგეშინდეთ ემოციების გამოვლენის.
4. თავისუფლად შეიძლება, გონიერი ადამიანი გიწოდოთ – არც ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი. წინასწარ გაქვთ განხილული   მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი. მარტოობა არ გიყვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ყველას არ უშვებთ. თქვენი მთავარი პრობლემა შეცდომის დაშვების მუდმივი შიშია. ეს კი ცხოვრებაში სიურპრიზების ადგილს არ ტოვებს.
5. თქვენზე მგრძნობიარე ადამიანის მოძებნა შეუძლებელია. შინაგანად ჯერ კიდევ ბავშვი ხართ. სხვებზე ნაკლებად დამოკიდებული რომ იყოთ, ძლიერი თვისებების განვითარება უნდა შეძლოთ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები სხვების დახმარების გარეშე მიიღოთ და შედეგებზე პასუხისმგებლობა აიღოთ.
6. კომფორტის ზონაში იმყოფებით. ცდილობთ, ტყუილად არ ინერვიულოთ და ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ამასთან, საკმაოდ ენერგიული ხართ, ამიტომ ბევრს ავანტიურისტად მიაჩნიხართ. ეცადეთ, პრიორიტეტები დასახოთ და ყველა „კი“ და „არა“ აწონ-დაწონოთ.

скачать dle 11.3