კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: უცნაური სახის ფორმა მაქვს და ყველანაირ მაკიაჟს ვერ ვიკეთებ. შესაძლებელია, რაიმე ხერხით, სახის მოყვანილობის შეცვლა? მითხრეს, რომ ამისთვის ბრონზერი და გამაღიავებელი გამოიყენება და რომელი შევარჩიო?
პასუხი: ბრონზერი და გამაღიავებელი ანუ ჰაილაითერი, გამოიყენება ბუნებრივი ბრწყინვალების ან სახის დათხელების მიზნით. ბრონზერის მცირე ოდენობა დიდი ზომის ფუნჯით გადაისვით ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად გხვდებათ: შუბლი, ღაწვები, ცხვირი და გვერდები. თუ სახის „დათხელება“ გინდათ, მაშინ გადაისვით ლოყებზე და ყბის ქვეშ, ასევე, საფეთქლებთან და ცხვირის გვერდებზე. გამაღიავებელი კი, ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდებათ. გამაღიავებელი ანუ ჰაილაითერი, მცირე ოდენობით წაისვით ძგიდესა და წარბის ქვეშ, სადაც წარბის ფორმა მრგვალდება. კარგად გადაინაწილეთ, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს. ერთი სიტყვით, ბრონზერით ამუქებთ და მინიმუმამდე დაგყავთ სახის კონტურები, გამაღიავებლით კი ხაზს უსვამთ და აღიავებთ სახის რამდენიმე ადგილს. ზოგადად კი, ისინი სხვადასხვა ფორმის სახეზე სხვადასხვანაირად გამოიყენება.
კითხვა: მაქვს ხუჭუჭა თმა და არ ვივარცხნი. დაბანის მერე, უბრალოდ, ვხმარობ თმის გელს და ვტოვებ ბუნებრივად. მითხრეს, რომ თმის პერიოდულად დავარცხნა აუცილებელია და რატომ?
პასუხი: თმის პერიოდულად ვარცხნა, მართლაც, აუცილებელია. პირველ რიგში, ვარცხნისას ხდება თავში სისხლის მიმოქცევის რეგულაცია და ეს სასარგებლოა. რაც შეეხება თმას, ვარცხნისას კანის მიერ გამოყოფილი ზეთი ნაწილდება ღერის მთელ სიგრძეზე და უნარჩუნებს მას ჯანსაღ, ლამაზ იერს.
მოამზადა
ანი რევიამ
скачать dle 11.3