კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№6 როგორ უნდა ავიცილოთ ზამთარში ფრჩხილის გამოშრობა-დასუსტება და როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ლაქი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სიცივე ნეგატიურად მოქმედებს ფრჩხილებზე. ზამთარში ხელთათმანების ტარება აუცილებელია არა მარტო სიცივისგან დასაცავად, არამედ ფრჩხილებისა და კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად. დატენიანება კი ისევე სჭირდება ფრჩხილებს, როგორც ნუნებს. ამისთვის შეგიძლიათ, იხმაროთ დამატენიანებელი ხელის კრემი, რომელიც თაფლსა და რძეს შეიცავს ან დამარბილებელი ტუჩის ბალზამი. ჯანმრთელი და მაგარი ფრჩხილების შესანარჩუნებლად, ასევე, აუცილებელია სკრაბის გამოყენება, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს კრემის კარგად შეწოვას.
  უარი თქვით ფრჩხილის სტანდარტული მეთოდით – წინ და უკან გაქლიბვაზე, რომელიც იწვევს ფრჩხილის დაზიანებას და მათ დაყოფას. ამოძრავეთ ქლიბი, მხოლოდ ერთი მიმართულებით. ცივ სეზონზე მოერიდეთ ნუნების მოჭრას, უბრალოდ, სპეციალური ხელსაწყოთი ჩაწიეთ ქვემოთ. ნუნები ფრჩხილის ზედაპირს ბაქტერიებისგან და მათგან გამოწვეული ინფექციებისგან იცავენ. კვირაში ერთხელ, აბაზანის მიღების შემდეგ, ხის ჩხირით ნაზად გაწიეთ კანი უკან. შემდეგ კი დაამასაჟეთ ნაღების კრემით ან ნუნების ლოსიონით. ჭუჭყი და ლაქის ნარჩენები მოიშორეთ სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს, რომ ფრჩხილი არ გამოშრეს. წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები – ეს გაათავისუფლებს კანს მკვდარი, გაუხეშებული უჯრედებისგან. დაიჭერით ფრჩხილები ორ კვირაში ერთხელ და იყავით ფრთხილად, რადგან შესაძლოა, ნებისმიერი დაზიანება გაღიზიანებისა და ინფექციის მაპროვოცირებელი გახდეს. ფრჩხილის გამოსასუფთავებლად არ იხმაროთ ლითონის იარაღი – ეს გამოიწვევს ფრჩხილის ქვეშ, კანისა და ფრჩხილის დაცილებას, წარმოიქმნება თავისუფალი ადგილები და შემდგომ, იქცევა თეთრ ლაქებად.
  ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია სახლის პირობებშიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საპნითა და წყლით მათი გარეცხვა, შემდეგ კი სპირტით გაწმენდა თავიდან აგაცილებთ ინფექციებს.
  მუდმივად ფრჩხილის ლაქის გამოყენებამ შესაძლოა, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. კერძოდ, ფრჩხილს აქვს უნარი, შეიწოვოს სხვადასხვა ნივთიერება უფრო დიდი დოზით, ვიდრე ეს კანს შეუძლია. ეს იწვევს მის გამოშრობას და გაუფერულებას. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია, დაასვენოთ ფრჩხილები აღმდგენი ნიღბის ან მკვებავი ზეთის გამოყენებით. შიდა დამცავი ბაზა კი იცავს ფრჩხილს ლაქისგან და ამავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრს და ლამაზს ხდის. მეტი დაცვისა და მბზინვარებისთვის გამჭვირვალე ბაზის წასმა ლაქის ფენებს შორისაც შეიძლება. იმისთვის, რომ ლაქი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, არ დაგავიწყდეთ ზემოდან დამცავი ფენის გადასმა. ფრჩხილის ლაქის შეძენისას აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი და დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, როგორებიცაა: დიუბუტილ ფტალტატი, ფორმალდეჰიდი და ტოლუენი. ისინი ფრჩხილს ბუნებრივ მბზინვარებას უკარგავენ, იწვევენ მის დაყოფას და მტვრევას. კვირის ბოლოს, სანამ ახალ ლაქს წაისვამთ, დაასვენეთ ფრჩხილები, მიეცით აღდგენისა და გამაგრების საშუალება. მდგრადი ლაქის საიდუმლო თხელი ლაქის ფენაა. თუ ბევრ ლაქს ისვამთ, მანიკიური მალე შორდება და ადვილად ზიანდება. ორი ფენა კი ოპტიმალური ვარიანტია.
скачать dle 11.3