კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ჩავარდნილი ოპერაცია

პემი  დეილი

  ჯეფრი მეინის მკვლელობას, პოლიციელებთან ერთად, კერძო დეტექტივიც იძიებდა. მეინი ლოს-ანჯელესიდან სახლში კვირას, საღამოს რვა საათზე დაბრუნდა. თან ოცი ათასი ჰქონდა. თერთმეტის ნახევრისთვის ცოლი დასაძინებლად წავიდა, ხოლო მეინი სასტუმრო ოთახში დარჩა. მოულოდნელად ხმაური ატყდა, ცოლმა დაბლა ჩამოირბინა. დაინახა, რომ ქმარი ორ ტიპს ებრძოდა. ერთი მაღალი იყო, მეორე – დაბალი და ქალის აღნაგობა ჰქონდა. სახეები არ უჩანდათ. როდესაც მისის მეინმა სასტუმრო ოთახში შეირბინა,  დაბალმა მაშინვე იარაღი მიადო თავზე და ჩუმად ყოფნა უბრძანა. ამ დროს მეინიმ მოახერხა და მეორეს ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ ბანდიტმა მეინს ქამრიდან პისტოლეტი ამოაცალა და თავისივე პისტოლეტით მოკლა. მისის მეინიმ გონება დაკარგა...
  ქალი დაახლოებით ნახევარი საათი იყო უგონოდ. მეინების ბინა ცხრასართულიანი სახლის   მეშვიდე სართულზე მდებარეობდა, მის გვერდით კი სამსართულიანი სახლი იდგა. როგორც ჩანს, ბოროტმოქმედები მეინების სახლის მეოთხე სართულის ფანჯრიდან, იმ გვერდითა სახლის სახურავზე გადაძვრნენ. სამსართულიანი სახლის სახურავზე მეინის დაცარიელებული საფულე და ცხვირსახოცი იპოვეს. ქვემოთ, ასფალტზე კი რევოლვერი ეგდო. ყველაფერი მისის მეინს აჩვენეს. მან რევოლვერი და საფულე ამოიცნო, ხოლო ცხვირსახოცი – ვერა. თუმცა თქვა, რომ „დეზირ დიუ კერის“ სუნამოს სუნის ასდის და ერთ-ერთი თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ქალი იყო, ფიგურაც ქალის ჰქონდაო.
  კერძო დეტექტივი მეინის უფროსმა დაიქირავა, რომელიც   ანტიკვარიატით მოვაჭრე იყო. სახლშიც მიიწვია და  ცოლი გააცნო. ქალი 19 წლის თუ იქნებოდა, ძვირფას თოჯინას ჰგავდა. ქმარმა დეტალურად აუხსნა, რომ დეტექტივი  იმიტომ დაიქირავა,  რომ  პოლიციას ჯეფრი მეინის მკვლელებისა და დაკარგული ოცი ათასის მოძიებაში დახმარებოდა. ცოლს ეს ამბები დიდად არ აინტერესებდა, თუმცა ქმარს ხათრი არ გაუტეხა და მოუსმინა.
– საიდან ჰქონდა მეინს ოცი ათასი? – ჰკითხა დეტექტივმა.  
– ერთი ლოს-ანჟელესელი კლიენტისგან, ძველი დიადემა მივყიდეთ. მეინს ასეთი რამეები კარგად გამოსდიოდა. დიადემა პირადად ჩაუტანა და დაარწმუნა, რომ მართლაც ღირებული ნივთი იყო.    
ანტიკვარიატით მოვაჭრემ თხრობა რომ დაასრულა, მისის განჟენმა ბოდიში მოიხადა და თავისი ოთახისკენ გაემართა. როდესაც ქმარს გვერდით ჩაუარა, ქმარმა ჰკითხა:
– რა საოცარი არომატია, ძვირფასო. ახალი სუნამოა?
– ჰო, „დეზირ დიუ კერი“, – მხარს ზემოდან გამოსძახა ქალმა  ქმარს.
  ოფისში დაბრუნებულმა დეტექტივმა თანაშემწეს, ანტიკვარიატით მოვაჭრის  სახლის თვალთვალი დაავალა, მერე ლოს-ანჯელესის ოფისს  დაუკავშირდა და  სთხოვა, გაერკვიათ ჯეფრი მეინის მათ ქალაქში სტუმრობის დეტალები. ლოს-ანჯელესიდან დეპეშა მალე  მოვიდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯეფრი მეინმა თავისი საქმეები შაბათ საღამოს დაასრულა და მაშინვე უკან გამოემგზავრა. ბიჭებმა იმ ასდოლარიანი კუპიურების ნომრებიც გაიგეს, რომლებითაც კლიენტმა მას გადაუხადა. ეს ინფორმაცია  ბანკიდან მოიპოვეს.
  მეორე დილით თანაშემწემ რაპორტი  გამოაგზავნა. დილის ცხრა საათზე ანტიკვარიატით მოვაჭრის სახლიდან  მოახლე გამოვიდა და მირომარ-ავენიუს კუთხეში გაჩერდა. მას იქ მამაკაცი ელოდებოდა „ბიუკით“. ისინი პლაჟისკენ წავიდნენ, შემდეგ უკან დაბრუნდნენ, ქალი იმავე ადგილზე გადმოვიდა, სადაც ჩაჯდა. დეტექტივის თანაშემწე მანქანას გაჰყვა. რომელიც „ფუტურიტი ეპარტმენტის“ წინ გაჩერდა, მეისონ-სტრიტზე, იქ  მასში ერთი მამაკაცი და ორი ქალი ჩაჯდა. კაფეში წავიდნენ და მერე ისევ „ფუტურიტი ეპარტმენტში“ დაბრუნდნენ. დილის სამ საათზე კი მამაკაცები გამოვიდნენ და ფეხით წავიდნენ სასტუმრო „მარსისკენ“. ერთს, რომელიც „ბიუკის“ მართავდა,  ბენჟამენ უილი ერქვა და  ნასამართლევი იყო.  
  დეტექტივი ანტიკვარიატით მოვაჭრესთან  მივიდა და მოახლეზე გამოჰკითხა.  ქალბატონის პირად მოახლეს როზ რუბერი ერქვა და მკვლელობის საღამოს სახლში იყო. დეტექტივი დაეჭვდა და ანტიკვარიატით მოვაჭრეს ჰკითხა, ახლოს იცნობდნენ თუ არა  ერთმანეთს მეინი და მისი ცოლი.
– არ ვიცი, – თქვა მან, – იმიტომ დაგიქირავეთ, რომ ამ ამბავში გაერკვეთ.
– მართლა? – გაცხარდა დეტექტივი, – თქვენ მე იმისთვის დამიქრავეთ, მკვლელობის საქმეში გავრკვეულიყავი და დაკარგული ფული მომეძებნა და არა იმისთვის, რომ თქვენი ოჯახის საიდუმლოებები მექექა.  
– კი, მაგრამ რატომ? სკანდალი და ოჯახის დანგრევა არ იქნება. მეინი ხომ უკვე მკვდარია, უბრალოდ, მინდა, ვიცოდე, ჩემი ეჭვი მართალია, თუ არა.
– ამაზე საუბარიც არ იქნება. ამაში არ ჩავერევი, – თქვა დეტექტივმა და ცოლის დასაკითხად წავიდა, რომელსაც, ფაქტობრივად, არაფერზე სურდა ლაპარაკი. დეტექტივმა პირდაპირ მიახალა:
– უკვე დავადგინეთ, რომ თქვენი მოახლე როზ რუბერი ორ საეჭვო ტიპთან მეგობრობს. იძულებული ვიქნები, სამივე მათგანი პოლიციაში წავიყვანოთ და იქ დავკითხოთ. შეიძლება, თქვენგან დავრეკო?
უცებ მისის განჟენი ალაპარაკდა, თუმცა, ხმადაბლა:
– მოიცადეთ, თუ შეიძლება. თავს არ მოგაჩვენებთ, რომ თითქოს გენდობით. თქვენ ჩემმა ქმარმა, ალბათ, იმისთვის დაგიქირავათ, რომ სურს გაარკვიოს, ვიყავი, თუ არა მეინის საყვარელი. მე მისგან იმდენ დამცირებას ვიტან, ამასაც ავიტან.
– მე თქვენი და ჯეფრის ურთიერთობა არ მაინტერესებს.  მინდა გავიგო, ვინ მოკლა ის და ფული ვინ წაიღო. თუ თქვენ არ მეტყვით, ვიცი, ვინც იტყვის,  პოლიციაში მათგან ყველაფერს   „ამოქაჩავენ“.
– ყველაფერს გეტყვით. ჯეფრი ლოს-ანჯელესიდან ცოტა ადრე ჩამოვიდა, რომ ჩვენ დროის ერთად გატარება შეგვძლებოდა. ამისთვის ბინა ვიქირავეთ, მაგრამ მოულოდნელად,  რამდენიმე საათში ვიღაც ორი ტიპი შემოვარდა პისტოლეტებით! წარმოიდგინეთ, მათ გასაღები ჰქონდათ. ჯეფრის ფული წაართვეს. ეტყობა, წინასწარ იცოდნენ ჩვენზეც და ფულის შესახებაც. სახელებით მოგვმართავდნენ და გვემუქრებოდნენ, რომ თუ პოლიციას გავაგებინებდით, ყველაფერს ჩემს ქმარს მოუყვებოდნენ. სიტუაცია გამოუვალი შეიქნა. დაკარგული ფულის ანაზღაურებას ვერაფრით შევძლებდით. ჯეფრი ვერ იტყოდა, ფული დავკარგე ან გამქურდესო, მისი სან-ფრანცისკოდან ნაადრევად დაბრუნება საეჭვოდ გამოჩნდებოდა. თავი დაკარგა. ხან მასთან ერთად გაქცევას მთავაზობდა, ხან კიდევ ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი ჩემი ქმრისთვის უნდა მოგვეყოლა. ჩემთვის ორივე ვარიანტი  წარმოუდგენელი იყო. მე და ჯეფრიმ ვიჩხუბეთ და დავშორდით.
– ალბათ, თქვენმა მოახლემ იცოდა თქვენი და ჯეფრის ამბავი,  იმ ბინის შესახებაც და ისიც, მეინი როდის დაბრუნდებოდა და  ფული რომ ექნებოდა.
– ალბათ, ზუსტად ვერ ვიტყვი. შეიძლება,  მითვალთვალებდა.
თანაშემწე დეტექტივს სასტუმროში ელოდებოდა. ჰოლში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. ნომერში არიანო, თქვა.  ორივენი ზევით ავიდნენ. კარი გააღეს, თუ არა, მაშინვე შეტევაზე გადავიდნენ.  ოთახში ორნი იყვნენ და გაკვირვებული მიაჩერდნენ, რადგან თავიდან პოლიციელები ეგონათ.  სანამ დეტექტივმა არ დაიყვირა:
– ფული ჩქარა! ეს თავდასხმაა!
თანაშემწემ ისინი გაჩხრიკა. ერთ-ერთს იარაღი წაართვა და ორივეს ფულისთვის განკუთვნილი ქამარი შემოხსნა. ცხრამეტი ათას ას ოცდაექვსი დოლარი და ოცი ცენტი იყო. დეტექტივმა თავისუფალი ხელით ჯიბიდან ის ფურცელი ამოიღო, რომელზეც მეინის მიერ სან-ფრანცისკოში აღებული ბანკნოტების ნომრები იყო ჩამოწერილი და შეადარა. დაემთხვა. ორივე ოთახში ჩაკეტეს და წამოვედნენ.
მეინის ქვრივმა კარგად შეისწავლა სავიზიტო ბარათი და დეტექტივს სასტუმრო ოთახში შეუძღვა.  
– მისის მეინ, როდესაც დაინახეთ, რომ თქვენი ქმარი მკვდარია, თქვენ რევოლვერი ფანჯრიდან მეზობელი სახლის სახურავზე გადააგდეთ, შემდეგ ცხვირსახოცი საფულეს მიამაგრეთ და ისიც გადააგდეთ. საფულე რევოლვერზე მსუბუქია და სახურავიდან არ ჩაცურდა. რატომ მიაბით ცხვირსახოცი საფულეს? იცოდით, ვისი ცხვირსახოცი იყო ?
– არა, უბრალოდ, ცხვირსახოცი ჯიბეში ჰქონდა, პოლიცია კი ამაზე კითხვებს დამაყრიდა. მე ეს არ მჭირდებოდა.
– რატომ მოყევით ზღაპარი თავდასხმის შესახებ? თავი დაიზღვიეთ?
– დიახ! – იყვირა მან, – მან მთელი ფული გაანიავა, თავისიც და ჩემიც. შემდეგ... შემდეგ ისეთები ჩაიდინა.
– იმედი მაქვს, მან რაიმე წერილი, რაიმე მტკიცებულება დატოვა...
– კი, – ქალი თითებით კაბას ჭმუჭნიდა.
– მაშინ ხვალ დილით წერილი თქვენს ადვოკატს წაუღეთ და ყველაფერი მოუყევით.
უკვე ღამდებოდა, როდესაც დეტექტივი  ანტიკვარიატით მოვაჭრის სახლში  მივიდა. კარი მოახლემ გააღო.
– თამაში დამთავრდა, როზ. ათ წუთს გაძლევ, რომ აორთქლდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხის შინაგანაწესის გაცნობა მოგიწევს.
– ნუთუ?
– ოპერაცია ჩავარდა, – დეტექტივმა  ჯიბიდან ფულის შეკვრა ამოიღო, – ახლახან ვსტუმრობდი თქვენს მეგობრებს.
მოსამსახურე შებრუნდა და ზევით გავარდა. ბრუნო განჟენი ბიბლიოთეკის კარში იდგა და გაკვირვებული უყურებდა ხან  დეტექტივს  და ხან გაქცეულ როზის.
– საქმე გაკეთებულია, – განაცხადა დეტექტივმა. მაგიდასთან მივიდა, სადაც მისი ცოლი იჯდა და ჯიბეებიდან ფული ამოიღო, – ცხრამეტი ათას ას ოცდაექვსი დოლარი და სამოცდაათი ცენტი. რვაას სამოცდაცამეტი დოლარი და ოცდაათი ცენტი აკლია.
– ოჰ! – აღფრთოვანებული ბრუნო განჟენი საკუთარ წვერს ეფერებოდა, – სად იპოვეთ? გთხოვთ დაბრძანდით და მომიყევით.
– მოსაყოლი არაფერია. ფული რომ მომეძებნა, კომპრომისზე წასვლა და სიტყვის მიცემა მომიხდა. მეინი კვირას შუადღის შემდეგ გაძარცვეს. ისე მოხდა, რომ დამნაშავეების დაჭერა შეუძლებელია. მათი ამოცნობა ერთ ადამიანს შეუძლია, მაგრამ იგი ჩვენების მოცემაზე უარს ამბობს.
– კი, მაგრამ ვინ მოკლა ჯეფრი? – იკითხა განჟენმა.
– ეს თვითმკვლელობა იყო. მან თავი სასოწარკვეთილებისგან მოიკლა, რადგან გაძარცვეს და თავს ვერაფრით გაიმართლებდა. მეტს ვერაფერს აგიხსნიდათ.
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3