კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1973 წლის 15 აპრილს, დილის საათებში. უცხოეთი თუ არის ჩემთვის სასურველი და რომელ ქვეყანაში მელის წარმატებები უფრო მეტად?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ანუ არც კარგი და არც ცუდი. გეტყვით იმასაც, რომ თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება. ამიტომ, თქვენთვის წარმატებების მომტანი სწორედ სამშობლოა. უცხოეთთან რაღაც პერიოდით კონტაქტი ცუდი ნამდვილად არ არის. უმჯობესია, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თქვენს ქვეყანას მოახმაროთ და აქ გამოიყენოთ. უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის სასურველია: ინგლისი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი ნაწილი; აფრიკის ქვეყნების ჩრდილო-დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, ნეპალი და უზბეკეთი. გირჩევთ, თუ უცხოეთში აპირებთ წასვლას, სწორედ ეს ქვეყნები წამოწიოთ წინა პლანზე.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 12 მარტს, პირველის ოც წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?
პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. თქვენი კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. რაღაც პერიოდით იქ ცხოვრება, მოღვაწეობა და კაპიტალის შოვნა წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშობლოში ყოფნის დროსაც მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ უცხო ქვეყნებთან. პროფესიებიდან კარგია: სპორტი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, არქიტექტურა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ენდოკრინოლოგია. უცხოეთიდან კი კარგია: იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 25 სექტემბერს, დილის რვის ნახევარზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან კარგია: დრამატურგია, რეჟისურა, სოციოლოგია, სცენარისტობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, კომპიუტერული, პროგრამული, აუდიო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, არქიტექტურა, გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია. რაც შეეხება დაოჯახებას, სასურველია, ბედი დაუკავშიროთ ლომის, მშვილდოსნის, ვერძის, ტყუპების ან სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს.


скачать dle 11.3