კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№6 როგორ დააკარგვინა სტალინმა ტროცკისტებს ძალაუფლების ხელში აღების შანსი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტალინის გამჭრიახობაზე ათასობით პუბლიკაცია არსებობს. მისი მოსისხლე მტრებიც კი აღიარებენ, რომ საბჭოთა ბელადის მოტყუება შეუძლებელი იყო. თავად სტალინი კი ყველაზე გონიერ და ეშმაკ ადამიანსაც კი გააცურებდა... პუბლიცისტი ვარლამ შაპოშნიკოვი წერს: „ტროცკის სიტყვებია – „ილიჩი (ლენინი) დიდად აფასებდა სტალინის ამ თვისებას, ანუ იმას, რომ სტალინის გაცურება, მოტყუება ურთულესი რამ იყო და სწორედ ამიტომ გზავნიდა სტალინს ყველაზე რთული მოლაპარაკებების საწარმოებლად. ასეთი მოლაპარაკებების კონტინგენტი ჭრელ-ჭრელი პარტიული სპექტრისგან შედგებოდა,  სადაც ყველა ყველას მოტყუებას ცდილობდა და იმარჯვებდა ის, ვინც ყველაზე ცბიერი და ეშმაკი იყო. სტალინი იქ თავს გრძნობდა, როგორც თევზი წყალში და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა“... ტროცკი ამ სიტყვებით თავის წიგნში, „სტალინი“, ცდილობდა, სტალინი ცბიერ, დაბალი ინტელექტის მქონე პლებეიდ (მდაბიოდ) წარმოეჩინა და თავადაც ვერ მიხვდა, რომ ამით მისი (სტალინის) ერთ-ერთი ღირსების კონსტატაცია მოახდინა, რაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელია, მით უმეტეს, იმ პერიოდის პოლიტიკოსისთვის... ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ტროცკი, რომელიც სტალინს ფლიდსა და უპირო, უპრინციპო ადამიანს უწოდებდა, სინამდვილეში, თავად იყო ასეთი. ტროცკის, უბრალოდ, არასოდეს გამოსდიოდა სტალინის გაცურება (თუმცა ყოველთვის ცდილობდა), საკუთარ დაგებულ მახეში კი ხშირად გაბმულა და გულში არაერთხელ უღიარებია სტალინის გონების სიძლიერე. მარტო ის რად ღირს, რომ პოლიტბიუროზე სტალინმა ტროცკის პასპორტებთან დაკავშირებული გეგმა ჩაუგდო და ეს მან დიდი ოსტატობით განახორციელა...“
  „საპასპორტო გეგმის“ ჩაგდებაში მოლოტოვი გულისხმობდა 1922 წლის დეკემბრის მიწურულს ჩატარებული პოლიტბიუროს სხდომას. ტროცკი და მისი მომხრეები (მაშინ ისინი უმრავლესობას შეადგენდნენ) დაჟინებით ითხოვდნენ, რომ პასპორტიზაციისას საბუთიდან ამოეღოთ გრაფა – ეროვნება და ჩაეწერათ საბჭოთა კავშირის მოქალაქე. ამაში ტროცკისტებს ლენინიც უჭერდა მხარს და ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ამის მოწინააღმდეგე სტალინი, ორჯონიკიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ფაქტობრივად, განწირულები ჩანდნენ. ტროცკისტებს საკუთარი მიზნები ამოძრავებდათ. ისინი ეროვნულობის მოსპობით იმედოვნებდნენ, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას აიღებდნენ ხელში და რომ მათი მასონურ-სიონისტური ერთობა უფრო მტკიცე, მონოლითური გახდებოდა. სტალინს ეს ხრიკი კარგად ჰქონდა გააზრებული და მტკიცედ გადაწყვიტა, წინააღმდეგობა გაეწია. მაგრამ ეს პოლიტბიუროზე უნდა მომხდარიყო მარტივი კენჭისყრისა და უბრალო უმრავლესობის გზით, ანუ, დარწმუნების მეთოდით. ამ შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ლენინის პოზიციის შეცვლა და სტალინმა ამას ძალიან ოსტატურად მიაღწია. სერგო ორჯონიკიძის ტაბუირებულ დღიურებში ვკითხულობთ: „სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ტროცკისა და მის მომხრეებს ეროვნების ამოღება იმიტომ სურდათ პასპორტიდან, რომ მრავალფეროვანი საბჭოთა ხალხი ერთ თარგზე მოეჭრათ“. მან (სტალინმა) მითხრა:
– ტროცკისა და მის ბანდას მიაჩნია და არც თუ ისე უმართებულოდ, რომ მათი მასონურ-სიონისტური ერთობა მტკიცეა. სწორედ ამიტომ უნდათ ძალაუფლების ხელში აღება. ერთადერთი მთავარი და ძლიერი მოწინააღმდეგე მათთვის მრავალფეროვანი საბჭოთა ხალხია, თავიანთი ტრადიციებითა და მებრძოლი სულისკვეთებით. ხოლო თუკი ერებს მნიშვნელოვნად დაბალ საფეხურზე დაწევენ და მათ  მხოლოდ მოქალაქეებს დაარქმევენ, მაშინ ეს მზაკვრული ჩანაფიქრი შესანიშნავად გამოუვათ. მთელ ძალაუფლებას ხელში აიღებენ და როგორც ტროცკი ქადაგებს – ჯერ რუსეთს დაწვავენ მსოფლიოს რევოლუციის კოცონში, შემდეგ კი სხვა ერებსაც იოლად მიაყოლებენ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.
– როგორ? – ცოტა არ იყოს, დაბნეულად ვკითხე სტალინს.
– ლენინის დახმარებით, – მიპასუხა სტალინმა.
მე მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი:
– ილიჩი ხომ მათ ემხრობა?
სტალინს ულვაშებში ჩაეცინა და მითხრა:
– მაქვს ერთი არგუმენტი და ვფიქრობ, ლენინი გაიზიარებს ამას. იმედია, რომ ტროცკის თავისსავე პროვოკაციულ ფანდზე წამოვაგებთ.
ეს საუბარი პოლიტბიუროს სხდომის შესვენებაზე მოხდა. მე და სტალინი განმარტოებით ვისხედით კრემლის სასადილოს კუთხეში. მაგარ ჩაის ვსვამდით, თან, სტალინი განუწყვეტლივ აბოლებდა ჩიბუხს. სასადილოს ცენტრში, შეერთებულ მაგიდებთან ტროცკი და მისი მომხრეები ისხდნენ. იმაში დარწმუნებულები, რომ უეჭველად გაიმარჯვებდნენ, აშკარად მხიარულ განწყობაზე იყვნენ. შესვენების მერე, ჯერ გამომსვლელებს უნდა გამოეთქვათ აზრი, ბოლოს კი კენჭისყრა გაიმართებოდა. სტალინი, ტროცკის შემდეგ, ბოლო გამომსვლელად იყო ჩაწერილი. სხდომა რომ განახლდა, ტროცკიმ დიდი პათოსით ილაპარაკა დემოკრატიაზე. მომხრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ოვაციები დაიმსახურა და გაბადრული სახით დაჯდა. ბოლოს სტალინი მივიდა ტრიბუნასთან და პირდაპირ ლენინს მიმართა:
– ვლადიმირ ილიჩ, ჩვენი მიზანი მსოფლიო რევოლუციაა. მარტო ჩვენ კი ამას ვერ ვიზამთ. სხვა ერების დახმარება გვჭირდება, ისევე, როგორც ცარიზმის დამხობისას და თუკი ჩვენივე მოქალაქეებს მოვუსპობთ ეროვნებას, სხვა ერებს როგორ დავაჯერებთ, რომ გვერდით დაგვიდგნენ? ამიტომ, ეს საკითხი უნდა გადაიხედოს და ვფიქრობ, პასპორტიდან ეროვნება არ უნდა ამოიშალოს.
ლენინმა მხარი დაუჭირა სტალინს. მოუწოდა პოლიტბიუროს წევრებს, რომ პასპორტიდან ეროვნება არ ამოეღოთ... და სტალინმა გაიმარჯვა“.
სახეალეწილმა ტროცკიმ ხმის ამოუღებლად დატოვა სხდომა“.

скачать dle 11.3