კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ექიმის რჩევები

კითხვა: ცერა თითის დაბოლოებაზე მაჯაში გამომებურცა სამი თვის წინ და ნელ-ნელა იზრდება. მკვრივი ბურთულაა. არ მტკივა, არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. რამდენად საშიშია? ვის მივმართო?
პასუხი: შესაძლოა, ეს არის ჰიგრომა – ერთგვარი ბუშტუკია, რომელიც სავსეა სეროზულ-ფიბროზული ან სეროზულ-ლორწოვანი სითხით. ჰიგრომა არ არის ავთვისებიანი, მაგრამ მკურნალობა საჭიროა. კონსერვატული მკურნალობა ხშირად შედეგიანი არ არის, საჭიროა მისი ქირურგიული გზით მოშორება, არის რეციდივის შემთხვევები. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით მიმართეთ ზოგად ქირურგს.
კითხვა: 10 დღის წინ გავიკეთე აპენდიციტის ოპერაცია. მაინტერესებს, რამდენ ხანს არ შემიძლია ფიზიკური დატვირთვა (ცეკვა, სირბილი, მძიმის აწევა და ასე შემდეგ).
პასუხი: ოპერაციიდან 3 თვის განმავლობაში დატვირთვა დაუშვებელია! გაურთულებელ შემთხვევაში ვარჯიში იწყება ფრთხილად, მინიმალური დატვირთვით და სიმძიმეების აწევის გარეშე, კიდურების ვარჯიშით. ერიდეთ დატვირთვას მუცლის პრესზე. დააკვირდით თვითშეგრძნებას, დისკომფორტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
კითხვა: სინოვიტის შემდეგ მუხლი მიჭრიალებს. რას ახასიათებს მუხლში ჭრაჭუნი. რენტგენზე და ექოზე დაზიანება არ ჩანს. დაფიქსირდა მხოლოდ გამონაჟონი სითხე და იოგის დაჭიმულობა. ანთება ჩაცხრა, მაგრამ მის მერე ჭრიალებს. რა შეიძლება, იყოს მიზეზი? ვარ 35 წლის.
პასუხი: ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია: მემკვიდრეობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები, გაცხიმოვნებაც კი.
კითხვა: ორი თვეა, მაწუხებს ყელი და ცხვირის სიმშრალე. ნერწყვს რომ ვყლაპავ, თითქოს მიწებებული მაქვს ენის ძირთან და დილით რომ ვიღვიძებ ამ ადგილიდან მუწუკივით მკვრივ და წებოვან მასას ვიღებ. იქნებ გამარკვიოთ რა მჭირს?
პასუხი: ეს მკვრივი მასა, ვფიქრობთ, ნუშურების ლაკუნებში (ღრმულებში) დაგროვილი ჩირქია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქვთ ქრონიკული ტონზილიტი (გლანდების ანთება). დიაგნოზის დაზუსტებისა და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნის მიზნით, ყელი ლარინგოლოგმა უნდა დაათვალიეროს.
კითხვა: წინაგულოვან ტაქიკარდიას შედეგიანად ვმკურნალობ ვერაპამილით. ერთადერთი, რაც მაწუხებს არის ძალიან მკვეთრი რეაქციები სუნებზე. მანქანის გამონაბოლქვი, დამწვრის სუნი და სხვა იწვევს გულის ისეთ აჩქარებას, რომ პულსი 140-ს ზემოთაც ამდის. ვერ ვხვდები, სუნებზე ასეთი რეაქცია ალერგიაა თუ ნევროზი?
პასუხი: ნევროზსაც ახასიათებს სუნის ზეზღურბლოვანი აღქმა, მაგრამ მიზეზი სხვაც შეიძლება იყოს, მაგალითად, ანემია. აუცილებლად გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი. თუ ყველაფერი ნორმაშია, ნევროლოგს მიმართეთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3