კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 მუხის სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დადგენილია, რომ ჰაერი მუხის ირგვლივ მდიდარია ფიტონციდებით, რომელთა წყალობით ადამიანი თავს თანდათანობით უკეთესად გრძნობს.  სასარგებლოა ამ ჰაერით სუნთქვა გულის დაავადებების, თავის ტკივილების დროს, ძილის დარღვევებისას. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ მუხასთან კონტაქტისას ხე ადამიანს თავის დადებით ენერგეტიკას უნაწილებს და ამისთვის საუკეთესო დრო საღამოს, დაახლოებით, 9-10 საათიდან დილის 3-4 საათამდეა.
  მუხის ქერქსა და ფოთლებს აქვს შემკვრელი, ანთებისა და ჭიების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ასევე, სისხლის შემაჩერებელი თვისებები.
  მუხის ქერქისა და ფოთლების ნახარში გამოიყენება კუჭ–ნაწლავის დაავადებების, კუჭის აშლილობის, კოლიკების, კოლიტების, წყლულის გამწვავების, სისხლდენის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თირკმელებისა და ელენთის დაავადებებისას. მუხის ქერქი, ასევე, გამოიყენება ჰემოროის (ბუასილი), შარდის შეუკავებლობის, ეგზემის, მოყინულობის, დამწვრობის, სკროფულოზის (საყმაწვილო), ღრძლებიდან სისხლდენის დროს, პირიდან ცუდი სუნის, ფეხის ჭარბი ოფლიანობის დროს.
  აბაზანაში მუხის ექსტრაქტის დამატებისას უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ადამიანი მხნედ გრძნობს თავს, ძლიერდება იმუნიტეტი და ორგანიზმი მთლიანად.
მუხის ფოთლების მიღება ამცირებს არტერიულ წნევას. კარგია ტრავმების დროს, კუნთების ტკივილისას, კანის შეწითლებისა და შესიებისას. მკურნალობისთვის საკმარისია ცოცხალი ან დასველებული გამხმარი ფოთლების ანთების ადგილებზე დადება. ებრძვის ვირუსებსა და მიკრობებს. მას იყენებენ რესპირატორული ვირუსების დროს, ასევე, ციებ–ცხელების სამკურნალოდ.
  სასარგებლოა მუხის რკოც, რომელიც შეიცავს 40 პროცენტ სახამებელს, მრავალფეროვან ცილას, შაქარსა და ცხიმს. მისი მოხალვის შედეგად შხამიანი ნივთიერება – კვერციტი, მთლიანად იშლება. მას ხალავენ შეწითლებამდე და ხარშავენ, როგორც ყავას. რკოს „ყავის“ მიღება რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
  მუხის ქერქის ნაყენები გამოიყენება, როგორც შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად – სტომატიტების, გინგივიტების, ფარინგიტების დროს.
  განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის ნახარში (1:10). ამისათვის 20 გრამი (2 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ  და გადაწურეთ. მიღებული ნახარში გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. ეს ნახარში გამოიყენება ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს – დღეში 6-8-ჯერ მაინც უნდა გამოივლოთ. ასეთივე კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, ნაწლავების ქრონიკული ანთების დროს. დალიეთ ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
  ზოგჯერ ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 6 საათს, მიიღებენ ნახევარ ჭიქას 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
  20 გრამ მშრალ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 200 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი. დააფარეთ სახურავი და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ წყალი საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 100 მილილიტრი 2-3-ჯერ დღეში ფაღარათის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და გასტრიტის დროს. ანგინისა და სტომატიტის დროს კი გამოივლეთ პირსა და ყელში.
скачать dle 11.3