კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ქალთა უფლებები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  შეიძლება, არ იცით, რომ ქალების ემანსიპაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს და  სრული გენდერული თანასწორობა დღესაც კი არ არსებობს. თუმცა ძველ მსოფლიოში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ეგვიპტეში, რომში, საბერძნეთსა და ინდოეთში ქალებს ბევრი რამის უფლება  ჰქონდათ, რომლის შესახებ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით.
  გთავაზობთ ზოგიერთ ფაქტს, რომელთა შესახებაც, სავარაუდოდ, არასოდეს გსმენიათ.
* ძველ ეგვიპტეში ტახტის მემკვიდრეობაზე ქალსა და კაცს თანაბარი უფლება ჰქონდათ. ძველი ეგვიპტე იმ პერიოდში არსებულ სხვა ქვეყნებზე ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, იქ ტახტის მემკვიდრის სქესს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ქალთა უფლებები თითქმის უთანაბრდებოდა მამაკაცების უფლებებს. თუმცა, არსებობდა კანონი, რომელიც ქალს ავალდებულებდა ქვეყანა მამაკაცთან ერთად ემართა.  ანუ, მას გვერდით აუცილებლად უნდა ჰყოლოდა მეუღლე. ამის გამო, მაგალითად, დედოფალი კლეოპატრა ორჯერ იყო დაქორწინებული თავის უმცროს ძმებზე. ხშირად  ეს ყველაფერი ფიქტიური იყო და არც კანონს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა.
  მეფობაზე  მნიშვნელოვანი იყო ის, რომ  ეგვიპტელ ქალებს მაღალი რელიგიური თანამდებობის დაკავების უფლება ჰქონდათ. ამ მხრივ, ეგვიპტე გამონაკლისს წარმოადგენდა. ქალს ეგვიპტეში შეეძლო, „ღმერთის მეუღლის“ თანამდებობა დაეკავებინა, რაც სხვადასხვა ღვთაებებთან ასოცირდებოდა. მაგრამ, რელიგიურ იერარქიაში ყველაზე მთავარი პოზიცია „ღმერთი ამონის ცოლობა“ იყო, რაც  ქალისთვის მეტად საპატიო ტიტულს წარმოადგენდა. ეს  მას სხვადასხვა რელიგიურ ღონისძიებაში უმაღლესი ქურუმის დახმარებისა და ღმერთის ქანდაკების მოვლის, მასთან საუბრის უფლებას აძლევდა.
* რომაელ გოგონებს „ბარბის“ საკუთარი ვერსია ჰქონდათ. ძველ რომში გოგონები 12 წლის ასაკში თხოვდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბავშვობა არც ისე ხანგრძლივი იყო,  თამაშს ასწრებდნენ და საინტერესო სათამაშოებიც ჰქონდათ.  ერთ-ერთი ხის თოჯინა იყო, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს. ის გოგონას სარკოფაგში იპოვეს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დაათარიღეს. სარკოფაგში იდო პატარა კოლოფიც, რომელშიც თოჯინის სამოსი ეწყო. სხვათა შორის, რომაელი ქალები ძალიან განათლებულებიც იყვნენ, რადგან  ძველ რომში გოგონებისთვის განათლების მიღება არ იკრძალებოდა. ისინი სკოლაში დადიოდნენ და წერა-კითხვის საფუძვლებს სწავლობდნენ. თუ მშობელი შეძლებული იყო, შეეძლო, შვილისთვის კერძო მასწავლებელი დაექირავებინა და უფრო კარგი განათლება მიეცა. რომაელი გოგონები სპორტითაც იყვნენ დაკავებული და ბიკინებსაც იცვამდნენ. როგორც სიცილიაში ნაპოვნ მეოთხე საუკუნის მოზაიკაზე ჩანს, რომაელი გოგონები თანამედროვე  საცურაო კოსტიუმის მაგვარ სამოსს ატარებდნენ, ბევრად თამამს, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნეში.  ბარელიეფებით დასტურდება, რომ ძველ რომში ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში.
* ბერძენ ქალებს კი განქორწინების უფლება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ძველ საბერძნეთში მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ და მათი უფლებები მკაცრად შეზღუდული იყო, განქორწინების უფლება ჰქონდათ და პროცედურაც სავსებით სამართლიანად მიმდინარეობდა. თუ ქალს ქმართან ცხოვრება არ უნდოდა, უნდა მოენახა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც შეთანხმებას მისი სახელით მიაღწევდა. საბერძნეთში ახალგაზრდა ქალებს ძალიან უყვარდათ და „კამათლებითაც“ თამაშობდნენ: გოგონები პატარა ზომის ფიგურებს იღებდნენ, ზევით ყრიდნენ, ვინც მეტს დაიჭერდა, გამარჯვებულიც ის იყო. ჩვეულებრივ ასეთ თამაშში მონაწილეობას 5–6 ქალი იღებდა. ხოლო ფიგურები სპილოს ძვლისგან ან ბრინჯაოსგან მზადდებოდა.
* ინდოეთში ქალს ქმრის არჩევის უფლება ჰქონდა. დიახ, ძველ ინდოეთში, კაცს და ქალს თანაბარი უფლებები ჰქონდათ...  ეს იმ ფონზე, როდესაც ამ ქვეყანაში დღესაც კი გარიგებით ქორწინდებიან.  მაგრამ ძველად ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა: ქალს არა მარტო საკუთარი სურვილით შეეძლო ქმრის შერჩევა, არამედ, თავადვე წყვეტდა, თუ რა ასაკში უნდა გათხოვილიყო. ინდოელი ქალები ძალიან კარგ განათლებას იღებდნენ და მათ ვედების შესწავლის უფლებაც კი ჰქონდათ.
სიყვარულის
 თეორია

  არსებობს თეორია, რომელიც ურთიერთობების თავისებურებებს განსაზღვრავს. ეს თეორია ადამიანებს ძალიან ეხმარება ურთიერთობის სწორად აგებაში, რაც განსაზღვრავს კიდეც მის გრძელვადიანობას.
  როგორ გიყვართ, რამდენად ერთგული ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ პარტნიორის მიმართ  –  თქვენს ემოციურ ბუნებაზეა დამოკიდებული.  ამიტომაც, თუ კარგად შეისწავლით თქვენს ემოციებს, შესაძლებელია, ურთიერთობა უფრო მყარი  გახადოთ.
საკუთარი ემოციების შესწავლა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რას ეძებთ სინამდვილეში, რას ითხოვთ პარტნიორისგან. იქნებ, უბრალოდ, ეძებთ  ადამიანს, რომელიც მხარს დაგიჭერთ და რთულ პერიოდში გვერდიდან არ მოგცილდებათ.
* თუ გაიზარდეთ ოჯახში, ისეთ მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ თქვენს უსაფრთხოებაზე, ბუნებრივია, გენდომებათ, სასიყვარულო ურთიერთობაშიც უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი;
* ზედმეტად  ხართ  მიჯაჭვული საყვარელ ადამიანზე, მთლიანად დამოკიდებულიც კი. ბედნიერებისთვის მხოლოდ მასთან  ყოფნა გჭირდებათ. ცუდია, რომ  ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე დარდს, რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ;
* საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები ცდილობენ, იზოლირებულები იყვნენ პარტნიორისგან. ასე კი გრძნობა შეიძლება, იმდენად გაცივდეს, რომ პარტნიორი და მასთან სასიყვარულო კავშირი ძალიან უმნიშვნელო გახდეს;
* არსებობს შიშით სავსე ურთიერთობა – ასეთ დროს  ადამიანებს სტანჯავთ ორი სახის შიში: 1 – რომ პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებული იქნება და მის გარეშე ვერ ისუნთქებს და 2 – იმის შიში, რომ პარტნიორისგან ძალიან დაშორებული იქნება და არ ექნება სიახლოვე. ასეთი ადამიანები ძალიან ემოციურები და არაპროგნოზირებადები არიან.
საბოლოო ჯამში, ამ ოთხ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ვერ აღწევენ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატებას, რაშიც პირველ რიგში, დამნაშავე სწორედ მათი  ხასიათია.


скачать dle 11.3