კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 გამრღვევი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                                               ანუ გადასაყიდები

  თუკი საკუთრივ თბილისში, როდესაც ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავს აღნიშნავდნენ საკრებულოში, მერიასთან საპროტესტო აქცია იმართებოდა (ქართული პოლიტკულტურა ვერა და ვერ მომწიფდა რაციონალიზმისთვის, იმიტომ რომ შეუიარაღებელ თვალს მოეჩვენებოდა, რომ ჩვენებურები ჰოლოკოსტის აღნიშვნას აპროტესტებდნენ), პრ. პუტინი ისრაელს ეწვია, ისევე, როგორც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პენსი.
ცხადია, ერთმანეთსაც გაესაუბრნენ და უფრო მეტიც, რფ-ის ლამის გაბრეჟნევებული თავკაცი პალესტინის თავკაც აბასსაც შეხვდა.
  სამიოდ დღეში ისრაელის თავკაცი (ნეთანიაჰუ) ვაშინგტონში ჩავიდა, იქიდან კი – მოსკოვში.
ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, რა ამბები მიჰქონდ-მოჰქონდა ბ-ნ ნეთანიაჰუს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩაჰქონდ-ჩამოჰქონდა და ისიც თვალში მოსახვედრია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ამბებში რფ-ის თავკაციც აქტიურადაა ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური იზოლაცია კაი ხნის დამთავრებულია (ან, უკეთეს შემთხვევაში, ფინალისკენ მიდის).
  ხოლო, თუ დამთავრებულია (ან ფინალი ახლოსაა), რაღაც მომენტში (თუ უკვე არა) ჩვენი გადაყიდვის ამბავიც გაირკვევა, თუ, რასაკვირველია, მანამდე კორონავირუსზე ჩვეულად გადაჭარბებულმა შფოთვამ არ მოგვიღო ბოლო. ამიტომაც ნაკლები ვინერვიულოთ, საკუთარ თავებს თუ არ ვჩივით, ამ პატივცემულებს რომ ამაგი წყალში არ ჩავუყაროთ (ბოლოს და ბოლოს, ამდენი უვაჭრიათ?!).

скачать dle 11.3