კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 „ჰე, ჩემო, ესე უსტარი...“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვის უთამაშებს მარჯვენა თვალი


  მიუხედავად ჩემი ურყევი პროდასავლური ორიენტაციისა, უნდა ვაღიარო, რომ ამ ბოლო დროს გახშირებული წერილების (მოგეხსენებათ, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოების წევრები ეპისტოლურ ჟანრს დაეწაფნენ) ამბავი უფრო და უფრო მიმძაფრებს უსიამოვნო ასოციაციებს (სხვა თუ არაფერი, „ბაში-აჩუკი“ მაინც მახსენდება, რუსთა და სპარსთა ხელმწიფეებისგან გამოგზავნილი წერილებით).
  თუმცა, რაკი უცხო და, მით უფრო, დასავლური, ხომ საერთოდაც, სა-უცხო-ოა, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა, ვინმე რობინ შეპარდმა განგვიმარტა, რომ ამ წერილებით საქართველო გააფრთხილეს და დასძინა, რომ კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.
  უფრო მეტიც, პოპულარულად აგვიხსნა, რომ (მომყავს ციტატა) „მსოფლიო ვერ წამოხტება ერთ დღეს და საქართველოს ყველა პრობლემას ვერ მოუგვარებს, მაგრამ ხალხი საქართველოზე ფიქრობს და მას აკვირდება. ეს კარგის ნიშანია (და რაკი არც მე მითამაშებს მარჯვენა თვალი, თავი ქუდში გვქონია!).”
  მეორე მხრივ (ვინც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფალი), ამერიკელი კანონმდებელი (4 ან 5, თუნდაც, 10) ასე რომ ჩამოლაბორანტდება, არაა ლამაზი. რადგან, თუ ბიჭი ხარ, პუტინს გაებრიქე, იქით – როუჰანს, ორჯერ რომ გადაყლაპე შენი ბაზის დაბომბვა და არც ერდოღანი დაგავიწყდეს, ვითომც არაფერიო, ლაზათიანად რომ შეისყიდა რფ-ისგან „ეს 400-ები“.
  და ბარემ, აქვე შეგახსენებ, რომ გასულ კვირას ევროსაბჭოს ასამბლეამ სრულად აღუდგინა რუსეთს თავისი უფლებამოსილება, ოღონდ, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ამ ფაქტს აშშ-ელი კონგრესმენ-სენატორები არც კი გამოხმაურებიან (ერთი წერილი რაა, ისიც კი არ მიუწერიათ, ეს რა ჩაიდინეთო).
მოკლედ  – ამ დემოკრატიით გაბრწყინებულ სამყაროშიც კი ყველა იმას ებრძვის, ვისი მორევის შნო და იმედი აქვს.



скачать dle 11.3