კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№5 როგორ ხვდება ერთი შეხედვით ქალის სხეულის ყველა საიდუმლოს შალი ხიმშიაშვილი და რის მერე გახდა ის მილიონერი ქალბატონების მეგობარი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სტამბოლში საკმაოდ ცნობილია 34 წლის ქართველი დიზაინერის, შალი ხიმშიაშვილის ატელიე. მას ხშირად სტუმრობენ გემოვნებიანი, „ფეშენ“, მაღალი დონის ქალბატონები. შალის გემოვნებას თვალდახუჭული ენდობიან და მიაჩნიათ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ქალის სხეულის ყველა დეტალის საიდუმლოს ხედავს და იცის, როგორ შექმნას ტანზე მორგებული და თვალისმომჭრელი მოდელი, რომლის წყალობითაც ყველგან ყურადღების ცენტრში ხვდები.
  შალი ხიმშიაშვილი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მიყვარდა კერვა. სადღაც 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა თოჯინებისთვის კაბების შეკერვა დავიწყე. სკოლის პერიოდში ბევრი მეგობარი გოგონა მყავდა და ხშირად მეკითხებოდნენ აზრს ჩაცმაზე. მეც ვურჩევდი და ისინიც ჩემს გემოვნებას ენდობოდნენ. სხვა პროფესიაზე არც მიოცნებია. მინდოდა, დიზაინერი ვყოფილიყავი და ქალბატონებისთვის ბევრი ლამაზი ტანსაცმელი შემეკერა.
– დღეს თურქეთში ცნობილი დიზაინერი ხარ და ბევრი ქალბატონი, სწორედ შენ მიერ შექმნილ გამოსასვლელ კაბებში იწონებს თავს წვეულებებზე. როდის გადაწყვიტე თურქეთში წასვლა და იქ დიზაინერად მუშაობა? ეს რთული არ იყო?
– წლების წინ, ყველაფერი დავტოვე და უცხო მხარეში, თურქეთში წამოვედი. თავიდან რთული იყო, თუმცა ეს გააზრებული მქონდა და ვიცოდი, დიდხანს მომიწევდა შრომა, რომ რამისთვის მიმეღწია. კერვა პროფესიონალურ დონეზე შევისწავლე და დავიწყე ჩემის სტილის დიზაინით კაბების შექმნა. დავდიოდი ფაბრიკებში და ვთავაზობდი ჩემს თავს და ნამუშევრებს. ყველა უარს მეუბნებოდა. დიდი კონკურენციაა და არც იმ საქმეში გახედებენ, სადაც მათზე მეტის გაკეთება შეგიძლია.
– როდის გაგიღიმა ბედმა და როდის გახდა ბრენდი „შალი“ მოთხოვნადი? როგორ გგონია, რატომ ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ბიჭის შექმნილ
მოდელებს უცხოელები?
– 6-7 თვე ვიარე და ბოლოს, შემთხვევით, ინტერნეტში წავაწყდი სასწავლებელს, სადაც სწრაფად ასწავლიდნენ კერვას, თარგის გაკეთებას, დიზაინის შექმნას. მოკლედ, მივედი, მაგრამ რადგან იმ პერიოდში არალეგალურად ვიყავი და ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ მქონდა, არ მიღებდნენ. თუმცა ისე დაჟინებით მოვითხოვე გამონაკლისის გაკეთება, დამთანხმდნენ (იცინის). ერთი წელი ვისწავლე და დღეს თურქეთში ჩემი ატელიე მაქვს, შოუ-რუმში – მაღაზია, სადაც წარმატებულად იყიდება ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსი. ჩემი ნამუშევრების 60-70 პროცენტი არაბულ და ევროპულ ქვეყნებში გადის
და იყიდება. დღეს თუ სახელი „შალი“, წარმატებულად ჟღერს, ამის მიღმა თავდაუზოგავი შრომა და უძილო ღამეებია. თავს არ ვზოგავდი, დღე და ღამე ვმუშაობდი, რომ ის შედეგი მიმეღი, რაც მაქვს, ის ხარისხი დამედო, რაც მომიტანდა პოპულარობას უცხოეთში და ის გემოვნება, რასაც ბევრი მანდილოსანი გაითავისებდა. ვფიქრობ, გამომივიდა. ახლა, რომ ვიაზრებ, რა გზაც გავიარე, გახსენებაც არ მინდა. თუმცა, ალბათ, წარსულში რომ დამაბრუნოთ, იმავეს გავრისკავდი: ჩავიდოდი უცხო მხარეში და ავიტანდი ყველა განცდას და წარუმატებლობას. თურქეთში, პოდიუმზე ხშირად ირგებენ მოდელები ჩემს სამოსს. ახლახან კი ჩვენება საქართველოშიც ჩატარდა.
– სტამბოლი, ჩაცმის მხრივ, ცოტა პრეტენზიული ქალაქია. რა სტილში მუშაობ და როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რა იზიდავთ ევროპელ და არაბ ქალებს შენს გემოვნებაში?
– მოდას აუწყო ფეხი და თან, პრეტენზიული ქალბატონების გემოვნებაც გაითვალისწინო, რთულია (იცინის). ჩემს ატელიეს ყველანაირი გემოვნების ადამიანი სტუმრობს, ბევრი უცხოელიც და ჯერ უკმაყოფილო არავინ ყოფილა. ძირითადად, გამოსასვლელ კაბებს ვქმნი, სტანდარტულ სამოსს არ ვაკეთებ. მიყვარს ასიმეტრია, არა ზედმეტად დამატებული დეტალები და ხელით მუშაობა. კრეატიული და განსხვავებული მოდელები მოსწონთ და ჩემს გემოვნებასაც თვალდახუჭული ენდობიან (იცინის). ზოგი ისეთი პრეტენზიულია, მოსწონს და მაინც მიზეზს ეძებს. თავს ვიკავებ, რომ წყობიდან არ გამოვიდე. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო (იცინის).
– როგორც ვიცი, შენი ბრენდი საკმაოდ ძვირად ღირებულია. არ არის რთული, კონკურენცია გაუწიო დღეს მომრავლებულ ცნობილ ბრენებსა და დიზაინერებს?
– დიახ, ასეა. ბრენდი „შალი“ საკმაოდ ძვირად ღირებულია, თუმცა, კლიენტები არ აკლია. რაც შეეხება კონკურენციას, რთულია, მაგრამ, როცა კრეატიული იდეები და განსხვავებული ხედვა გაქვს, კონკურენცია არ გაშინებს. ათი ათასს რომ გიხდის კაბაში და მალევე მოდის, რომ მეორე, მესამე და მეოთხე მოდელიც
შეიძინოს, ხვდები, რომ ბრენდი „შალი“ წარმატებულია და მასში ფული არ ენანებათ. სხვათა შორის, თურქ მომღერლებს, მსახიობებსა და ტელეწამყვანებს ხშირად ნახავთ ჩემი ბრენდის სამოსში.
– როცა მომღერალი შენ მიერ შექმნილი კაბით გამოდის სცენაზე, ამ დროს რას აქცევ ყურადღებას – აკვირდები როგორ იხდენს სამოსს თუ მის ნამღერს უსმენ და ამით ტკბები?
– ორივე ერთად (იცინის). არ აქვს მნიშვნელობა, პოდიუმზე ვხვედავ ჩემ მიერ შექმნილ კაბას, სცენაზე თუ ქუჩაში, ერთნაირად მსიამოვნებს. ეს ბიზნესი მხოლოდ შემოსავლის წყარო არაა, ეს სიამოვნებასცაა და სტიმულიც.
– ქალში რას ანიჭებ უპირატესობას და როგორც დიზაინერი, სხეულის რომელ ფორმასა და დეტალზე აკეთებ აქცენტს?
– ბევრი მოდის და თავად მეუბნება, რა უნდა. მე ვაფასებ მის სილუეტს, ვაკვირდები სხეულის დეტალებს და ვურჩევ, მის შესაფერის მოდელს. ფაქტობრივად, ქალების რენტგენი ვარ (იცინის). ქალი სტიმულია. ერთი შეხედვით შემიძლია, ვირტუალურად მოვარგო კაბა ქალის სხეულს და მერე ის თარგზე გადავიტანო, შევკერო და გავიტანო გასაყიდად. ძირითადად, ხელით შექმნილი მოდელები მოსწონთ. გარდა ვიზუალურობისა, ყურადღებას ვაქცევ, ასევე, ადამიანის სტილს, ხასიათს, თმისა და კანის ფერს. არ არის აუცილებელი, მანეკენივით ტანი ჰქონდეს, მიყვარს „გემრიელი“ გარეგნობის ქალები, მათთვის უფრო გულიანად ვმუშაობ (იცინის).
– ამბობენ, მილიონერი თურქი ქალბატონები არა მხოლოდ შენი კლიენტები არიან, არამედ გეპრანჭებიან კიდეც და ძვირად ღირებული საჩუქრებითაც განებივრებენ. ეს მართალია?
– ცნობილი თურქი მილიონერი ქალბატონები თავიდან მხოლოდ მიკვეთავდნენ, ახლა კი დამიმეგობრდნენ და ძვირად ღირებული საჩუქრებითაც მანებივრებენ – სუნამოებით, აქსესუარებით, საათებით... დეფილეებზე, მიღებებზე, საღამოებსა და შეხვედრებზეც მიწვევენ და მათ გვერდით, თავს ნამდვილ მამაკაცად ვგრძნობ (იცინის). ქუჩაშიც მცნობენ, ფოტოებს იღებენ და სოციალურ ქსელში დებენ. იმდენად გადაყოლილი ვარ საქმეზე, პირადი ცხოვრება უკანა პლანზე მაქვს გადაწეული. ზოგადად, სულ ვამბობ, როცა ქალისთვის კაბას ქმნი, სიყვარულიც უნდა ჩააქსოვო. ასე რომ, ყველა ქალი, ვისაც ჩემი დიზაინით შეკერილი კაბა აცვია, ჩემს სიყვარულსაც ატარებს (იცინის). სრულიად მარტომ,  უცხო მხარეში ავისრულე ოცნება, რასაც საქართველოში ვერ ავისრულებდი. თუმცა ვთვლი, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება მელის. მინდა, როგორც ბრენდი, ბევრ ქვეყანაში გავიდე, მათ შორის, საქართველოშიც.

скачать dle 11.3