კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ უნდა ერიდოთ სოციალური ქსელებით თავმოსაწონებელი ფოტოების გავრცელებას

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ყველას უყვარს თავის მოწონება და ყველაზე კარგად ეს შესაძლებელია სად? – თუ არა სოციალურ ქსელებში... და დებენ თავიანთ, შვილებისა თუ მეუღლეების სურათებს. მაგრამ ასე, საქვეყნოდ გამოფენილ ფოტოებს მხოლოდ ახლობელები ხომ არ ნახულობენ?! - ათასი მოშურნე და ავის მდომელი ათვალიერებს. სად არის გარანტია, რომ ფოტოებს თქვენსავე წინააღმდეგ, გათვალვის ან ჯადოს გასაკეთებლად არ გამოიყენებენ? მაშ რა ვქნათ, აღარ დავდოთ ფოტოები? – სულაც არა, უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ თავი ამ ყველაფრისგან და სწორედ ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ბუხუტი დ.
– ბევრმა არ იცის, რომ პრობლემების მიზეზი შეიძლება სოციალური ქსელიც იყოს. ინტერნეტში საკუთარი ფოტოს ღიად განთავსება გზას უხსნის ყველა არაკონტროლირებად მანიპულაციასა თუ რიტუალს და მერე გიკვირთ: ნეტავ ვინ გამთვალა ან დამთარსაო. ნებისმიერს შეეძლო ეს გაეკეთებინა, თქვენი ფოტოები ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომია. „კეთილისმყოფელებს“ კი რა დალევს ამქვეყნად? იმათზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვისაც ფული ასესხეთ, ან უბრალოდ, შურს თქვენი.
– მაგრამ, ზოგს პროფესია ავალდებულებს, რომ საკუთარი ფოტო ინტერნეტში განათავსოს – ჟურნალისტს, მომღერალს, მსახიობს...
– ამიტომაც არსებობს არცთუ რთული მანიპულაციები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ჯადოს, გათვალვისა თუ სხვა სახიფათო, მაგიური ზეგავლენისგან თავის დაცვა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ერთ მაგალითს გავიხსენებ. ცნობილია, რომ სტალინი საკუთარ ფოტოს უცხოელ „პარტნიორებს“, მაგიის გავლენისგან დაცვის გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ აჩუქებდა. ფოტოზე ბელადი ყოველთვის თავისი ცნობილი ჩიბუხით გახლდათ აღბეჭდილი: თავდახრილი რომ დაჰყურებს ყალიონს, წინ კი სანთებლის მკვეთრი ალი ჩანს. ანუ, ფოტოზე სტალინს თვალები არ უჩანს და მთელ ფიგურას ცეცხლის ალი ფარავს. ნებისმიერი ოკულტისტი გეტყვით, რომ ასეთ ფოტოს ჯადოს გასაკეთებლად ვერ გამოიყენებ. ახლა კი აგიხსნით, როგორ დაიცვათ თავი ხიფათისგან, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებული თქვენი ან ახლობელთა სურათების გამო გემუქრებათ. რიტუალისთვის დაგჭირდებათ: სანთელი, ნემსები ან ჭიკარტები, ფოტო, სურვილი ამისთვის და ყველაფრის ისე შესრულება, როგორც გეტყვით. გაგანდობთ ორ უბრალო, მაგრამ ძალიან ეფექტურ ხერხს. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრად რთული საშუალებებიც, მაგრამ, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ოციდან თვრამეტ შემთხვევაში, ამ იოლი რიტუალითაც დაიცავთ თავს ჯადოს, შურისა და გათვალვისგან. აანთეთ სანთელი აუცილებლად ასანთით, თუმცა სანთლის გარეშეც არაფერი დაშავდება, მთავარია, სწორად შეარჩიოთ თქვენი ან იმის ფოტო, ვისი დაცვაც გინდათ. ფოტოზე დაცვის ობიექტი აუცილებელია, სრულად – თავიდან ფეხებამდე უნდა ჩანდეს და გადაღებისას გვერდით არავინ ედგეს. ფოტოზე სხვა ენერგეტიკა არ უნდა იყოს, ანუ – თქვენ გარდა, იქ არავინ ჭაჭანებდეს.
– ეს რიტუალი ყოველი ფოტოს გავრცელებისას უნდა ჩავატაროთ?
– ეთრჯერადი რიტუალიც საკმარისია ყველა ფოტოს დასაცავად. ახლა, რაც შეეხება ფოტოს, ის შეიძლება იყოს ჩვეულებრივი (ფოტოქაღალდზე) და ფერად პრინტერზე ამობეჭდილი. შემდეგ იღებთ ქინძისთავებს და ფოტოს უკანა მხრიდან, სათითაოდ ისე ჩაარჭობთ ოთხივე კუთხეში, რომ წვეტი გამოსახულების მხარეს იყოს ამოშვერილი. თუმცა სურვილისამებრ, შეიძლება კუთხეებშორის კიდევ რამდენიმე ჩაამატოთ. უფრო კომფორტულია, თუ ამისთვის ჭიკარტებს გამოიყენებთ, რადგან ფოტოზე ამოშვერილი წვეტი მყარად იდგება, როცა ქინძისთავი ან საკერავი ნემსი შეიძლება დროთა განმავლობაში გადაიხაროს. პროცესის მიმდინარეობისას წარმოთქვით შელოცვა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან პრაქტიკამ მიჩვენა, რიტუალის შემსრულებელი ჩემს ნაკარნახევს ბოლომდე ვერ ითავისებს და სიტყვებს გაუაზრებლად, ემოციის გარეშე, თუთიყუშივით იმეორებს. ამ დროს, როცა ადამიანი ტექსტს თავისი სიტყვებით აყალიბებს, მას საკუთარი ენერგეტიკითაც აძლიერებს და ეფექტი გაცილებით მასშტაბურია. მთელი გულითა და სულით წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ენერგეტიკულ წონას სძენთ, რაც თქვენს დასაცავად სამყაროსგან წამოსული ძალაა.
– რა შინაარსისაა შელოცვა?
– დაახლოებით ასეთი: ჩემი ფოტო ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებასა თუ სოციალურ ქსელში, დილით, დღისით, საღამოს თუ ღამით, ყოველთვის დაცულია ბოროტი თვალისგან, სიტყვისგან, ადამიანისგან და შეგიძლიათ, გააგრძელოთ მსგავსად, რაც სულაც არ გახლავთ რთული. მეტსაც გეტყვით, სათქმელზე ფიქრისასაც კი, გარკვეულ ენერგეტიკას გენერირებთ, რაც თუნდაც ცნობილი პროფესიონალის მიერ დაწერილი ზუსტი ტექსტის თუთიყუშივით გამეორებისას, ნაკლებადაა შესაძლებელი. ეს დაცვის ყველაზე იოლი ხერხია, თუმცა არის მეორეც – გაცილებოთ ეფექტური და ძლიერი. დაგჭირდებათ ისეთივე ფოტო, როგორიც – პირველ ვარიანტში. მონიშნეთ მასზე ცენტრი, არა ფოტოსი, არამედ ზედ გამოსახული ფიგურისა და ამ წერტილიდან მოახდინეთ ცირკულაცია, ანუ ფარგლით შემოხაზეთ ორი წრე – ერთმა სხეულის კონტურები უნდა შემოფარგლოს, მეორემ კი – მცირედი დაცილებით, პირველის გარშემოწერილობა. შემდეგ შიგ ჩახაზეთ ხუთქიმიანი ორი ვარსკვლავი, ანუ პენტაგრამა, რომელთაგან გარეთა ვარსკვლავის ხუთივე ქიმის წვერო მოექცევა გარე წრის შიგნით, ხოლო შიდა პენტაგრამისა – შიდა წრის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული, თქვენსავე აურასთან ერთად, დაცულია პენტაგარამებით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: ისევ იღებთ ქინძისთავებს, ან უმჯობესია, ჭიკარტებს და როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც, ფოტოს შიდა მხრიდან სათითაოდ არჭობთ კუთხეებში, დამატებით კი – შიდა პენტაგრამის ხუთივე ქიმის წვეროზე (ჯამში – 9 ცალია). ასე, ყველანაირი მაგიური ენერგია, რაც კი ფოტოსკენ წინა მხრიდან მოემართება და უნდა აღვნიშნო, რომ ყველა სიმპათიკური კავშირი ამ მხიდან მყარდება, წააწყდება რამდენიმეშრიან დაცვას: ჭიკარტის მახვილ, მჩხვლეტავ წვეროებს, წრეებისა და პენტაგრამთა ზღუდეებს, რის გარღვევასაც ნამდვილად ვეღარ შეძლებს. სიმბოლურია 9 წვეროც, რადგან ციფრი „9“ სულებს განაგებს. აი, ასეთი, არცთუ რთული რიტუალით 90-95 პროცენტით დაიცავთ თქვენსა თუ თქვენი ახლობლების ფოტოებს, ოღონდ გახსოვდეთ, ფოტოზე გამოსახული სხეულის კონტურები არ უნდა სცილდებოდეს შიდა პენტაგრამის ფარგლებს. სულ ეს არის და მხოლოდ ერთი ასეთი „დამცავი ფარიც“ საკმარისია სრული ფოტოკოლექციისთვის.

скачать dle 11.3