კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№5 როგორ უსმენდა ლავრენტი ბერია ნახევარ მსოფლიოს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერია, ისევე როგორც დიდი ძალაუფლების მქონე ყველა ადამიანი, ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი ისეთი ინფორმაცია ჰქონოდა, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი... ისტორიკოსი ევგენი საველიევი წერს: „ზუსტი ინფორმაციის ფლობა, სამხედრო და ფინანსურ სიძლიერესთან ერთად, აბსოლუტური ძალაუფლების მყარი საყრდენია. ბერია კი, საბჭოთა კავშირში, სტალინის შემდეგ, ყველაზე დიდ ძალაუფლებას ფლობდა და ამაში მას ინფორმირებულობა ეხმარებოდა. ლავრენტი ბერიამ იცოდა, თუ ვინ რას ფიქრობდა და რას აპირებდა, რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოში, შემდგომ კი უკვე საბჭოთა კავშირსა თუ თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით... გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ბუნებრივად ბოძებული ანალიტიკოსის ჭკუასთან ერთად, ლავრენტი ბერია დიდი ორგანიზატორი იყო. სწორედ ამ უნარის მეშვეობით მოახერხა მან (ბერიამ) გლობალური ჯაშუშური ქსელის შექმნა და თითქმის ყველა სტრატეგიულ ადგილში (ლამის ქუჩებშიც) იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე მოსასმენი ელექტრომოწყობილობების დამონტაჟება. ამგვარად, მას დაფარული ინფორმაციები უამრავი წყაროდან მისდიოდა და ამა თუ იმ სიტუაციაში, სწორედ, ამის მიხედვით მოქმედებდა. ერთ-ერთმა მისმა ადიუტანტმა, რომელსაც ბერიას მკვლელობის შემდეგ ვლადიმირის მკაცრი რეჟიმის ციხეში შევხვდი, მითხრა: „საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ბერია საქართველოს თითქმის ყველა მცხოვრებს უსმენდა და კარგად იცოდა, თუ რას ლაპარაკობდნენ და ფიქრობდნენ“. ეს კაცი ბერიას მოსკოვში არ გამოჰყოლია. თბილისში პარტიულ სამუშაოზე დარჩა და ბერიასთან ახლო კონტაქტი იშვიათად ჰქონდა. ამიტომ ბერიას შემდგომი საქმიანობის დეტალები არ იცოდა. მე ამას მივხვდი. გამეცინა და ვუთხარი: ეს საქართველოში უსმენდა ბერია მთელ საქართველოს. მოსკოვში მუშაობისას კი – მთელ საბჭოთა კავშირსა და ლამის მთელ მსოფლიოს-მეთქი. და, ეს აბსოლუტური სიმართლე იყო. მე ერთი მისხალითაც კი არაფერს ვაჭარბებდი...“
  ბერიამ, ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ უფროსობის პერიოდში, სტალინთან შეთანხმებით, გააძლიერა უშიშროების ტექნიკური განყოფილება. უფრო სწორად კი, ბერიამ, ფაქტობრივად, ახალი განყოფილება შექმნა. მისი მიზანი იყო აუდიო და ვიზუალური ინფორმაციების მოპოვება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. განყოფილებაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორები და ფოტოგრაფები მუშაობდნენ. მათ იმ პერიოდისთვის უახლესი სპეცტექნიკა ჰქონდათ და ვირტუოზულად ფლობდნენ საიდუმლო გადაღების ხელოვნებას. ამ განყოფილების მთავარი ქვედანაყოფი კი იყო მოსმენების სამსახური, რომლითაც ლავრენტი ბერია სამართლიანად ამაყობდა. ეს მინიუწყება ღრმად კონსპირირებული იყო. მის შესახებ იცოდნენ მხოლოდ ბერიამ, გენერალმა სერგო გოგოლაძემ, მოსმენების სამსახურის უფროსმა ოთარ როგავამ (სინამდვილეში გერმანელმა ოტო რინგერმა) და მისმა ოცმა ხელქვეითმა. შენობა, სადაც ეს სამსახური იყო განთავსებული, ფუნიკულიორზე, დღევანდელი სატელეფონო ანძის სიახლოვეს მდებარეობდა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ფუნქციონირებდა.
  ძალიან საინტერესო, დეტექტიური ისტორია აქვს ამ ქვედანაყოფის შექმნას, რომლის შესახებაც გენერალი პავლე სუდოპლატოვი მოგვითხრობს: „ლავრენტი ბერია პირადად 1938 წელს გავიცანი, მას მერე, რაც ის სტალინმა მოსკოვში გადმოიყვანა. თუმცა მასთან შეხება 10 წლით ადრე, 1928 წელს მქონდა, როდესაც ის (ბერია) საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. საქმის ვითარება კი იმაში მდგომარეობდა (იმ წლებში მე, ძირითადად, გერმანიაში ვმუშაობდი), რომ ცენტრის დავალებით, ჩემს არალეგალურ ჯგუფთან ერთად უნდა გამეტაცებინა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი გერმანული ელექტრონული ფირმის ახალგაზრდა ინჟინერი ოტო რინგერი და ის, თურქეთის გავლით, თბილისში ჩამომეყვანა. დავალება წარმატებით შევასრულე და რინგერი მშვიდობიანად ჩავიყვანე საქართველოს დედაქალაქში, თუმცა მიზანი არ ვიცოდი. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, რინგერმა თბილისში მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა და მას მერე, რაც მას ბერია პირადად ესაუბრა 2 საათის განმავლობაში, „ჩეკას“ საიდუმლო განყოფილების უფროსი გახდა“.
  ოტო რინგერი ლავრენტი ბერიას თანატოლი იყო. იგი პოლკოვნიკის ჩინითა და ოთარ როგავას გვარით, 1979 წელს, მოსკოვში გარდაიცვალა. მისი გატაცების შემდეგ „ჩეკამ“ ხმა გაავრცელა, რომ რინგერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა ბალტიის ზღვის მიდამოებში. რინგერი ჰაერნაოსნობით იყო გატაცებული და ხშირად დაფრინავდა ხოლმე მცირელიტრაჟიანი სპორტული თვითმფრინავებით. სწორედ მისი ეს გატაცება გამოიყენეს საბჭოთა მზვერავებმა და რინგერის გატაცება ამგვარად შეფუთეს. ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ლავრენტი ბერიას დამსახურებით, საქართველოში უახლესი საიდუმლო-ტექნიკური სამსახური გაჩნდა და როგორც კი რინგერმა თბილისში ეს საქმე ააწყო, ორი თვის მერე უკვე მოსკოვმაც მიიღო ანალოგიური სამსახური. სწორედ მაშინ სურდათ გერმანელი ინჟინრის მოსკოვში გადაყვანა, მაგრამ ბერიამ იმდენი მოახერხა, რომ ის თავისთან დაიტოვა და მოსკოვში სხვა ხელმძღვანელი აირჩიეს. მოგვიანებით, ოტო რინგერმა თავისი საქმიანობა საგრძნობლად გააფართოვა და მართალია, მთავარი მოსასმენი ცენტრი კვლავ ფუნიკულიორზე მდებარეობდა, მაგრამ მძლავრი საიდუმლო მოსასმენი სადგური მან ავლაბარში დაამონტაჟა. კომუნისტების დროს ის მეტროსადგურ „26 კომისრებში“ („ავლაბარში“) მდებარეობდა და სავარაუდოდ, დღესაც ფუნქციონირებს. ხოლო ფუნიკულიორზე კი ეს სადგური დაშალეს და მოსკოვში გადაიტანეს. ბერია რომ მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ, რინგერი თბილისში დარჩა და საქართველოში განაგრძობდა საქმიანობას. ხოლო, როდესაც ბერია სტალინმა კავკასიის დასაცავად გამოგზავნა, ოტო რინგერი მას ფაშისტების რადიოსიგნალების დაჭერა-მოსმენაში ეხმარებოდა, რამაც დიდი როლი შეასრულა კავკასიიდან ჰიტლერელების განდევნაში“.

скачать dle 11.3