კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ბოლო დროს უფლის სახელს ძალიან ხშირად ახსენებენ პირად საუბრებში, არაეკლესიურ გარემოსა თუ თავყრილობებში. როგორ უყურებს ეკლესია უფლის სახელის ასე ხშირად ხსენებას არაშესაფერის გარემოში?
პასუხი: ზოგადად, რაც უფრო ხშირად მოიხსენიებს ადამიანი უფლის სახელს, მით მეტი მადლი ემატება მას, მაგრამ უფლის ხსენებას თავისი წესი აქვს – თუ ღმერთის მოხსენიება ადამიანს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად სჭირდება და ამას საზოგადოებაზე საკუთარი აზრის თავს მოსახვევად აკეთებს – ეს ცოდვაა. უფალი თავად ბრძანებს: „არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“ – ღმერთის მოხსენიება არ შეიძლება სიყვარულის, მოკრძალებისა და შიშის გარეშე. უფლის სახელი საუბარში მხოლოდ ღვთის სადიდებლად, მისი სახელისა და ნების დასამტკიცებლად უნდა მოვიხსენიოთ.
კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მეორედ მოსვლის წინაპირობების შესახებ, როგორც ამბობენ, უფლის მეორედ მოსვლა მოახლოებულია.
პასუხი: მეორედ მოსვლის წინაპირობების შესახებ თვით ბიბლიაშია აღწერილი. ეს ნიშნები ნაწილობრივ ჩვენ თვალწინ ხორციელდება, ასეთია: ომები, ქარიშხლები, მიწისძვრები, წყალდიდობები და სხვა სტიქიური უბედურებები, ადამიანთა დაუნდობლობა, მკვლელობების გამრავლება, სატანური სექტების საქმიანობა. ასევე, მეორედ მოსვლის ერთ-ერთი აშკარა მოვლენაა ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც შეეცდება, რომ ადამიანები ცრუ ხიბლით აცდუნოს (ეს მოვლენები განსაკუთრებით კარგად არის აღწერილი მარკოზის სახარებაში). არ ცდუნდება მხოლოდ ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და უფალი მთელი გულით უყვარს. თუმცა როდის დადგება მეორედ მოსვლის ჟამი, არავინ უწყის, თვით ანგელოზებმაც კი.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ინდური ფილოსოფიის მოძღვრებას, იოგას მიმდევრების მიერ ჩადენილ სასწაულებს, როგორიცაა, მაგალითად, ცოცხალი ადამიანის დამარხულ მდგომარეობაში ყოფნა, ნაკვერჩხლებზე გავლა და ასე შემდეგ. რა ძალა ეხმარება მათ ამ სასწაულების ჩადენაში?
პასუხი: ამგვარი „სასწაულების“ ჩადენა ნებისმიერი რელიგიის მიმდევარს შეუძლია, თუ ის კარგად ივარჯიშებს და ამ მიმართულებით დახელოვნდება. მაგრამ სასწაული მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა ის გარეგნული ეფექტისთვის კი არ ხდება, არამედ ადამიანის სარგებლობისთვის. ამ თვალსაზრისით, ყველაზე დიდ სასწაულებს თვით უფალი და ეკლესიის მამები აღასრულებენ. ცნობილია, რომ შიო მღვიმელმა ხელისგულზე დაიწყო ნაკვერჩხლები. იოანე ზედაზნელმა ჭიქა ჰაერში გააჩერა. ისე წილკნელმა კი წყალს კვერთხი დაჰკრა და მდინარე აღმართს აუყვა. ამ მაგალითებიდანაც კარგად ჩანს, რომ სულიწმიდა სამყაროს ოთხივე სტიქიას იმორჩილებს: წყალს, ცეცხლს, მიწასა და ჰაერს. მაგრამ ეს ხდება ადამიანის რწმენის განმტკიცებისა და სულისა და ხორცის გადარჩენისთვის. ნებისმიერი სასწაული ამ თვალსაზრისით უნდა შეაფასოთ.
скачать dle 11.3