კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ არ შეიძლება, ჩვენი მოსაზრებანი რწმენას შევუთავსოთ

  არ არის ცოდვა, რწმენის საგანში ღრმად ჩაწვდომისა და მისი ნათელყოფისათვის გონებით გამოიძიო ზოგიერთი რამ, ამას არც თუ ისე იშვიათად წმიდა მამებიც იქმოდნენ, თუმცა, როდესაც რწმენის საგნებთან დაკავშირებით გონებაში ლაგდება გონებრივი მოსაზრებანი, მაშინ, უმეტესწილად, ეს იწვევს შეცბუნებას, რაც არყევს რწმენას. მართალია, ეს შეიპარება ხოლმე ბავშვურად მორწმუნე სულშიც, მაგრამ აქ მას გასაქანს არ აძლევენ, უმალვე განაგდებენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ ეს არ არის სწორი. ასევე უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც არ კმაყოფილდებიან და არ იციან მარტივი რწმენით დაკმაყოფილება. ასე უნდა მოვიქცეთ: რაღაცამ შეგაცბუნა? გულთან არ მიუშვა და არ შეიშფოთო მით რწმენის სიმშვიდე – განაგდე ის, გულით დადექი სარწმუნოების მხარეზე. ამის შემდეგ კი ეძებე მისი განმარტება. გამოჩნდება მისი განმარტება – ხომ კარგი, არ გამოჩნდება – არც ეს არის დიდი უბედურება. დაცულია სიმშვიდე რწმენისა – არა ბრმა რწმენისა, არამედ იმისა, რომელიც ხედავს და იცის, თუ როგორ ბრძანა უფალმა, ბრძანებს არა ცრუ ღმერთი, შეცბუნება კი ჭრიჭინებს ჩვენს ტვინში – მგზნებარეა, მაგრამ ბრმა.
  ჩვენს ბრძნობას არაფერი სიკეთე არ მოაქვს, მხოლოდ მზვაობრობას ნერგავს და ხელსა და ფეხს გვიდუნებს სიკეთის საკეთებლად და ბოროტებისგან გასაქცევად. უარი ვთქვათ მასზე, თორემ სიკეთეს არ დაგვაყრის. ჩვენს ბრძნობას ყველაფერი მეტად სუფთად და ფართოდ ესახება. იცხოვრე, როგორც გენებოს: ბუნების კანონია – მოკვდები, – ღმერთი მოწყალეა! თუ მოგხვდა კიდეც, არაფერია, გაივლის. შენს პირს შაქარი. იქ კი, როცა მოკვდები, შეგიპყრობენ ბატონები, ჩაგაგდებენ „თბილ“ ადგილას და ჩაგკეტავენ მტკიცე ურდულებით. გინდ იყვირე, გინდ ნუ იყვირებ – ყურადღებას მაინც არავინ მოგაქცევს. ისინი უკვე თავ-თავიანთ ადგილებზე არიან განწესებულნი. ჰოდა, იქ დარჩები მარადიულად. ესეც შენი ბრძნობა. განვაგდოთ ეს ბრძნობა და მთელი გულით მარტივ რწმენას დავემორჩილოთ.
თეოფანე დაყუდებული
скачать dle 11.3