კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა ანგრევს ყველაზე ხშირად ისეთ ოჯახს, სადაც ცოლსა და ქმარს ერთმანეთი უყვართ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ოჯახურ დაპირისპირებასა და წყვილის ურთიერთობაში უსიამოვნებას უამრავი მიზეზი აქვს. გადის დრო  და ერთმანეთზე შეყვარებული ცოლ-ქმარი გაოცებულია. ისინი ვერ   ხვდებიან, რა მოხდა. რამ მიიყვანა ისინი აქამდე.   ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე „ვერაგი“ მიზეზები ხშირად შეუმჩნეველია. ისინი ისე ნელ-ნელა და შეუმჩნევლად შლიან ურთიერთობას, საბოლოო მძიმე შედეგი, თითქოს, მოულოდნელად დგება. გავრცელებული მოსაზრება, რომ  ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი წყვილებს შორის განელებული ან, თუნდაც, საერთოდ გამქრალი სიყვარულია, სიმართლეს იშვიათად შეესაბამება. წყვილების თერაპიაზე მომუშავე ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. მათი აზრით, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები. ამ პრობლემებს ვერც ამჩნევენ, მათზე თითქმის არ საუბრობენ და წყვილები ისე შორდებიან, რომ რეალურად ვერც იაზრებენ, რა მოხდა მათ შორის.
  თაკო (34 წლის): ლამის დავანგრიე ოჯახი და რომ გეკითხათ, რა იყო ამისი მიზეზი, ბოლო წუთამდე ვერ გიპასუხებდით. გავთხოვდი სიყვარულით 29 წლის ასაკში. მასში ყველაფერი მომწონდა. რომ გეკითხათ, რაზე დაგჭირდება თვალის დახუჭვა, როცა მასთან ერთ ჭერქვეშ დაიწყებ ცხოვრებასო, გეტყოდით, უნაკლოა-მეთქი და ამის დამტკიცებას დავიწყებდი. პირველ წელს და მეორე წლის ნახევარშიც ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. ეიფორია გრძელდებოდა.
– ეიფორიას რას ეძახით?
– სიყვარულის ტყვეობაში ყოფნას და რეალობის ვერ აღქმას. მგონი, ეს ყველა იმ ადამიანს გამოუცდია, ვისაც ოჯახი სიყვარულით აქვს შექმნილი. დაფიქრდით და გაიხსენეთ, როგორ მშვიდად იღებდით იმ ყველაფერს, რაც მერე ქორწინებაში პრობლემად გადაიქცევა. მაგალითად, სანამ ცოლად გაჰყვებოდით, მის მეგობრებთან გატარებული დრო, მძიმე ტვირთად ხომ არ გაწვებოდათ? მერე უკვე თქვენს ცხოვრებაში მათი დიდი დოზით ყოფნა  ჭკუიდან შემშლელია. როცა ქმარი დროის უდიდეს ნაწილს  მეგობრებთან ერთად ატარებს, ეს ნელ-ნელა ისე გიშლის ნერვებს, როგორ მიხვალ ჩხუბამდე, ვერც მიხვდები. ცხადია, მეგობრებთან  ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყოველთვის და არა დიდი დოზით. რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ნებისმიერი ცოლისთვის მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება.  როცა ამას მიხვდები, ალბათ, აჯობებს, ქმარს მაშინვე დაელაპარაკო. მაგრამ ამას გვიან ხვდები. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ აუცილებელია, ადამიანის ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს, რათა არ გადაიღალოს რუტინული ყოველდღიურობით. როგორც კი გადაიღლები, მაშინვე დაეტყობა ურთიერთობას. პრობლემაა მოფერების დეფიციტიც. ნებისმიერ ქალს ჰკითხეთ, ბოლოს როდის ჩაეხუტა ქმარს და მოეფერა. არადა, მოფერება უმნიშვნელოვანესია. თუ ეს იშვიათი ხდება, ესე იგი, მათ უკვე  ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
– მე ექსპერტი არ ვარ. მაგრამ რაღაც დასკვნამდე მივედი. ყოველდღიურობა, საფიქრალ-საზრუნავი გვავიწყებს, რომ ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ. ხანდახან საყვარელ მეუღლესთან ჩახუტება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გაუთოებელი პერანგი. შესაძლოა, ურთიერთობა მსუბუქმა მოფერებამაც კი იხსნას დანგრევისგან. ეს ხომ თანაგრძნობას, მხარდაჭერასა და მზრუნველობას ყველაზე კარგად გამოხატავს. თქვენი მეუღლე იგრძნობს, რომ ის კვლავ სასურველია თქვენთვის და ნეგატიური ემოციებიც  გაქრება.
– თქვენ რომ მიხვდით ამას, რამე შეცვალეთ ურთიერთობაში?
– მე ბევრი სხვა რამის შეცვლაც დამჭირდა, ოჯახი რომ არ დანგრეულიყო. საქმე ისაა, რომ პრობლემად იქცა მეუღლის რამდენიმე მეგობარი, ასევე, მათი ცოლები, რომლებიც დამიახლოვდნენ. ოჯახებში მიმოსვლაც გვქონდა და მოკლედ, როგორც იტყვიან, ახლოს ვიყავით. ვიცი,  რასაც ფიქრობთ, რომ  ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ ეს წყვილები ხშირად წუწუნებენ საკუთარ ურთიერთობებზე, თანაც   თქვენი და თქვენი ქმრის თანდასწრებით მეუღლეებს ლანძღავენ ან  სხვებს ეფლირტავებიან და შენ გიყვებიან, მაშინ, დამიჯერეთ, თქვენი ურთიერთობა საფრთხეშია. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს თქვენს პირად ურთიერთობებზეც, თანაც, ისე, რომ ამას ვერც აანალიზებთ. მუდმივი ნეგატივი ძალიან ცუდი რამეა.  იმიტომ,  რომ ნელ-ნელა იმავე კრიტერიუმებით შეაფასებთ  ქმარს.
– კიდევ რას აბრალებთ თქვენი ოჯახური ურთიერთობების დაძაბვას, რადგან ამბობთ, რომ სხვა ქალი თქვენ შორის არ ყოფილა.
– ოჯახში საქმის არაკეთილსინდისიერ გადანაწილებას. თქვენ, ალბათ, ვერ ხვდებით, როგორი მძიმე შედეგების  მოტანა შეუძლია ამას.  იტყვით, რომ ჩვენში ეს ფაქტორი არ მოქმედებს და ქართულ ოჯახებში წყვილებს საოჯახო საქმეები და როლები ისე აქვთ გადანაწილებული, რომ პრობლემა საერთოდ არ იქნება. მაგრამ  ყველამ გულში ჩაიხედეთ, დაფიქრდით და ისე თქვით, მართლა გეხალისებათ წლობით თეფშების რეცხვა, სანამ თქვენი ქმარი  ტელევიზორს წამოგორებული უყურებს? მერე სად მიდის ეს დაგროვილი უკმაყოფილება და აგრესია? ბუნებრივია, ამოიფრქვევა, ძირითადად,  სხვა მოტივით. და ასეთი რამდენი ფაქტორია, ნელ-ნელა რომ იწვევს აგრესიას. ურთიერთობის დასაწყისში, ანუ  თავიდან, როცა ერთად ცხოვრება ახალი დაწყებული  გექნებათ, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციოთ იმას, თუ ვინ ალაგებს სახლს ან რეცხავს ჭურჭელს, მაგრამ დროთა განმავლობაში კატასტროფამდე მიჰყავხართ. ჩვენ ბოლოს უკვე ვხოცავდით ერთმანეთს.
– გამოსავალს რაში ხედავთ?
– ახლა უკვე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. თუ ქმართან არასდროს საუბრობთ, არასწორად იქცევით. ჯობია ხმამაღლა იკამათოთ, იჩხუბოთ, მაგრამ ჩუმად არ იყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ლაპარაკი აუცილებელია. სწორედ, ამან გადაარჩინა დანგრევას ჩემი ოჯახი.



скачать dle 11.3