კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ ვერ იღებენ თანამდებობის პირები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და როგორ შეუწყვეს ხელი ქალებმა პარაზიტი მამაკაცებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე საიმედო და სარფიანი ბიზნესი პოლიტიკაა. იმდენად, რომ თვით ბიზნესმენებიც კი პოლიტიკოსის მანტიას აფარებენ თავს თავიანთი ბიზნესის დასაცავად. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ სწორედ კერძო კაპიტალის, ქონების დაცვამ აიძულა ევროპელები, შეექმნათ სამართლიანი კანონები და ეზრუნათ ადამიანის უფლებებზე, ვინაიდან, თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის უფსკრული გაჩნდებოდა, მდიდრებს ღარიბებისგან ვეღარაფერი დაიცავდათ. როგორ მოახერხეს დასავლეთში ამ სახადის მოხდა (ან მოიხადეს კი?!) და გვაქვს თუ არა ჩვენ პერსპექტივა, რომ ოდესმე ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა არ იქნება ფულის საჭრელი მანქანა? – ამ საკითხს ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ჩვენთან პოლიტიკა და ბიზნესი და გვაქვს თუ არა შანსი, რომ აქედან თავი დავიძვრინოთ?
– ეს არის ცენტრალური პრობლემა ქვეყანაში, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ. საქმე ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლა და, საერთოდ, მაღალ თანამდებობაზე ყოფნა ბიზნესად და საკუთარ კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებად იქცა, მეორე მხრივ კი, საქართველოში კიდევ უფრო საშიში პროცესია, ბიზნესი გახდა ხელისუფლების ორგანული ნაწილი. შეიძლება, თვითონ არ იყოს პოლიტიკაში, არც თანამდებობაზე, მაგრამ, რაც აქვს, ხელისუფლებისგან აქვს. თქვენ ვერ ნახავთ ინოვაციურ წარმატებულ ფირმებს, ყველა, ეგრეთ წოდებული, ქართული ბიზნესი მოდის შევარდნაძის ეპოქიდან, იმ სამოქალაქო ომის შემდეგ დაწყებული ხელისუფლების ხელშეწყობით, ლობირებით, მახინჯი კანონმდებლობის მიღებით, ვგულისხმობ, საბანკო სექტორსაც. რის შედეგადაც ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღეთ ოლიგოპოლიები შერწყმული ხელისუფლებასთან და მოხდა ის, რასაც თავისუფალი, ღია საზოგადოების იდეის ავტორი და ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი იკაუ პოტერი დაუშვებლად მიიჩნევს: არასდროს უნდა მიაკარო საქმიანი წრეები ხელისუფლებას. ის გამოჰყოფს ოთხი სახეობის ძალაუფლებას, რაც საქართველოში გაგებული არ არის. პირველი ძალაუფლება, ეს არის ხელისუფლება, თავისი სამივე შტოთი, მეორე ძალაუფლება არის ფინანსური-სამეურნეო ჯგუფები, მესამე ძალაუფლება ეს არის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეოთხე ძალაუფლება ეს არის თავისუფალი მედია, რომელიც ამ სამ ძალაუფლებას არ აძლევს საშუალებას, ერთმანეთს შეერწყან.
– ჩვენთან მედია შერწყმულია სამივესთან.
– დიახ. არაერთ ჟურნალისტს დავუსვი შეკითხვა, რატომ ხართ მეოთხე ხელისუფლება და ვერც ერთმა ვერ მიპასუხა სწორად. ეს პრინციპული შეცდომაა, რადგან, თუ ჟურნალისტებს არ ესმით თავიანთი ფუნქცია, არასდროს ექნებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. საქმე ის არის, რომ, როგორც კი საზოგადოება ამ სამი ძალაუფლებიდან რომელიმეს ვერ აკონტროლებს, ეს საშიშია. პარტიები და ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ასევე, საშიშნი არიან და ჩვენ საქართველოში ვიცით უკვე, რას ნიშნავს, როდესაც ისინი კონტროლიდან გადიან, დემაგოგიას იწყებენ და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შემადგენელნი ხდებიან. საქართველოში ფუნდამენტურად ირღვევა თავისუფალი საზოგადოების პრინციპები, ყველაფერი ერთმანეთსაა შერწყმული. პრესა არის პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი. ბიზნესი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე არ არსებობს, ამიტომაც არ არის აქ ინოვაციები, დამოუკიდებელი წარმატებული მილიონერი ფირმები – მათ არსებობას შეუძლებელს ხდის ოლიგოპოლიური ჯგუფები, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ. ისინი სხედან სახელმწიფო შესყიდვებზე. მათ აქვთ უდიდესი პრივილეგიები, ვიწრო წრისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციები. ჩვენ ვხედავთ, როგორ დადიან პრემიერ-მინისტრები ეგრეთ წოდებულ პრივილეგებულ ბიზნესასოციაციებში და ეკითხებიან, რა გავაკეთოთო. ეს გაუგონარი პოლიტიკური სიბეცეა, იმიტომ რომ ხელისუფლებაში როცა ხარ, ბრწყინვალედ უნდა იცოდე, რომ ბიზნესი ახლოს არ უნდა გააკარო გადაწყვეტილების მიღებას. როგორი უნდა იყოს ეკონომიკა, რომ ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს, ეს არის პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი, რომ გამოიყენო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ასეთი სისტემის აწყობა შეუძლიათ. ბიზნესმენების აზრი აბსოლუტურად არავის სჭირდება და იცით, რატომ?! ბიზნესჯგუფი არის ერთი ინტერესჯგუფი და როდესაც შენ მას უსმენ და რაც უნდა, იმას უკეთებ, ამას სხვა ჯგუფების ხარჯზე აკეთებ. ეს პოლიტიკურად დაუშვებელია.
– ხშირად მიფიქრია ამ თემაზე: ავიღოთ მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, პარლამენტის თავმჯდომარეები, დეპუტატები თუ მინისტრები ერთ მხარეს და მეორე მხარეს – ბიზნესმენები. როდესაც ბიზნესმენი გაცილებით მდიდარია პირველ ჯგუფში შემავალ პერსონებზე, მიუხედავად ჩინოვნიკების მაღალი ხელფასისა, ეს მორალურ-ფსიქოლოგიურ უპირატესობას არ აძლევს მსხვილ ბიზნესჯგუფებს?
– სისტემა აგებულია ბელადებზე და 30 წელია, ჩვენ 4 ბელადი გამოვიცვალეთ. არც ერთი ყოფილა ლიდერი, პოლიტიკური, ცივი გონების ადამიანი. ერთადერთი შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მას ფერი ეცვალა და იგი გახდა იმ უბედურებების მიზეზი, რაც მოხდა ქვეყანაში და დღესაც შევარდნაძის ეპოქა გრძელდება. როდესაც უამრავი შემთხვევითი ადამიანია მაღალ თანამდებობაზე. ისინი მოსწრებაზე არიან და გაწეული სამსახურის ნაცვლად ბიზნესისგან იღებენ ეგრეთ წოდებულ „ატკატებს“, წილებს, ფარულ შემოსავლებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რამდენიმემილიარდიანი სახელმწიფო შესყიდვები ბნელი სფეროა ქვეყანაში, რაც ხელში აქვს ჩაგდებული მცირერიცხოვან ჯგუფს. ეს არის ეკონომიკაზე ზემოქმედების უზარმაზარი ბერკეტი და ეკონომიკის განვითარების ნაცვლად ვიღებთ, რასაც ვიღებთ. ჩვენ გვაქვს ეროვნული ბანკი, რომელიც კატასტროფული სიმახინჯის განსახიერება და ვიღაცის მომსახურეა, იმიტომ რომ ვერანაირი ეკონომიკა ვერ გაძლებს ვერანაირ ქვეყანაში იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ეროვნული ბანკი ამყოფებს ლარის კურსს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, არის ჩამოყალიბებული კრეტინი. მან არ იცის ეკონომიკის ანბანი და რაკი უცოდინარია, აგრესიულია. ზუსტად ამას აკეთებს ეროვნული ბანკი და მიზანმიმართულად ნიღბავს ძალიან სულელურ მოქმედებას.
– ფიქრობთ, რომ ეს უცოდინრობით მოსდის ეროვნულ ბანკს? რამდენიმე მსხვილი კომპანია რომ გაერთიანდეს და ჩაიფიქროს, ლარსაც ჩამოაქცევენ და ეკონომიკასაც, ანუ სახელმწიფოს.
– ეს კომპანიები სწორედ საკუთარი ინტერესებით ამუშავებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმიტომ რომ არაფორმალური მმართველობა, როდესაც დეიდაშვილის ინსტიტუტი მართავს სამინისტროებს, გამორიცხავს სახელმწიფო ინსტიტუტის როლს. თანამდებობის პირები ნომინალური პირები არიან და ისინი არაფერს წყვეტენ. არაფორმალური მმართველობა კი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს და არანაირი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესი არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება იმდენად მიამიტია, რომ, სანამ ბოლომდე არ გაფუჭდება ყველაფერი, არაფრის დაჯერება არ უნდა და 30 წელია, ქართველი ხალხი იმკის თავის დაუდევრობისა და საკუთარი მომავლისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგს.
– ხალხის როლიც ვახსენოთ, ბატონო დემურ. ხალხი, რომელსაც ურჩევნია, აიღოს სოციალური დახმარება, ოღონდ არ იმუშაოს შედარებით დაბალი ანაზღაურებით... საკუთარი სახლ-კარი მიატოვოს, რომ უცხო ქვეყანაში დილის ექვს საათზე ადგეს და ქანცგაწყვეტამდე იშრომოს, არადა აქაც თუ იმუშავებს ქანცგაწყვეტამდე, უფრო ღირსეულად იცხოვრებს. ყველა რომ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში პარაზიტობს, ამის თქმა მინდა.
– ამ უკანასკნელ წლებში მიგრაცია ძალიან მაღალია. ადამიანები ოჯახების გამოსაკვებად გადიან უცხოეთში და მათ შორის სჭარბობენ ქალები, საქართველოს ისტორიაში პირველად თითქმის  800 000 ქალია გასული და ამან შვა პარაზიტიზმი. პარაზიტიზმი მათი ქმრებისა და შვილებისა, რომლებიც დედის, ცოლის მიერ გამოგზავნილი ფულებით გარანტირებულად არიან დანაყრებულები, მანქანებსაც ყიდულობენ, საყვარლებსაც არჩენენ და ცხადია, თუკი სოციალურ შემწეობასაც დაიმატებენ, ერთი-ორი დღის ბენზინის ფულიც ექნებათ დამატებით და მოხდა ფსიქოლოგიური დეგრადაცია. მენტალობა, ღირსება უკიდურესად დაეცა, ქართველმა მამაკაცმა აჩვენა, რომ იგი სუსტი არსებაა. მან ვერ გაუძლო იმ უდიდეს გარდაქმნებს. ქართული სინამდვილე, ფაქტობრივად, ქართველმა ქალმა გადაარჩინა, მის შრომაზეა დაფუძნებული და მათი შრომის ხარჯზე, მათ მიერ გადმორიცხვების ხარჯზე არ ღაფავს ქართული ლარი სულს. როდესაც ქვეყანაში წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი ფული ირიცხება, გასაგებია, რომ ეს იგივე ხელფასებია. არავის უნდა გაუკვირდეს, თბილისში რატომაა ამდენი მანქანა. არის ძალიან დიდი ჩრდილოვანი, ანუ აღურიცხავი ეკონომიკა, ჩრდილოვანში მე არ ვგულისხმობ კრიმინალურ ეკონომიკას. ლეგალური ეკონომიკური სუბიექტები აღურიცხავად საქმიანობენ და ეს არის მასობრივი, ხელფასები არ არის გათეთრებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული ეკონომიკის ნახევარი ჩრდილშია.
– განვუმარტოთ მკითხველს, რომ ვგულისხმობთ ხელფასების, შემოსავლის დაბეგვრას 20 პროცენტით, რაც უნდა შედიოდეს ბიუჯეტში.
– დიახ, დამქირავებელს ურჩევნია, არ აჩვენოს ხელფასი, ქართველის საკანონმდებლო კულტურა ნულის დონეზეა. მას არ აინტერესებს, რომ კანონი მას საშემოსავლო გადასახადით ბეგრავს, მას არ აინტერესებს გადასახადები და ეუბნება, მომეცი ამდენი ფული და შენ რაც გინდა, ის გააკეთე. დამქირავებელი კი, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერი არ უჩვენოს, ცხადია, ქეშად აძლევს ხელფასს, რაც არ იბეგრება. საქართველოში ეს ყველაფერი ინსტიტუზებულია და ფაქტობრივად, სახელმწიფოს ძარცვაა ინსტიტუზებული და ჩვენ გვაქვს განუვითარებლობის სრული პაკეტი. ასეთ სიტუაცაში კი სახელმწიფო მუდმივად სულის ღაფვის პროცესში იქნება და ვერასდროს გახდება წარმატებული. როდესაც შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტი იხდის ქონების გადსახადს, ანუ ერთობლივი შემოსავალი ოჯახების 40 000 ლარზე მეტი აქვს საზოგადოების მხოლოდ 5 პროცენტს, ესე იგი, ქვეყანაში არის სოციალური გაჭირვება და ღარიბები ძალიან ბევრნი არიან. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ საქართველო არის კლასიკური უსამართლო ქვეყანა. ვიღაც ცხოვრობს ძალიან კარგად, ძალიან ცოტა, დაახლოებით 86 პროცენტი კი მძიმე მდგომარეობაშია, არსებობენ მხოლოდ იმის გამო, რომ აქვთ ის შემოსავლები, რომლებზეც ზემოთ გითხარით.
– უცხოეთში ბიზნესჯგუფებს ჰყავთ ლობი და ოფიციალურად უხდიან მათ ფულს. თან, ყველაზე მეტი მილიარდერი არის აშშ-ში და იქ პოლიტიკოსი რომ შეძლებული უნდა იყოს, აუცილებელი პირობაა. ჩვენ როდის მივალთ იქამდე?
– ჩვენ უკვე ვიქნებოდით იქ, ასეთი ამოცანა რომ გვედგას. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ შექმნას საერთო თამაშის წესი. სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა თავისი დაუღალავი შრომით გაზარდოს თავისი კეთილდღეობა. მაგრამ ეს ქვეყანა ისეა აწყობილი, რომ ხელისუფლება და მასთან ასოცირებულები ძალიან სერიოზულ ფულს შოულობენ და აქ ეკონომიკური წარმატებები საჭირო არ არის.

скачать dle 11.3