კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 შთაგონებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

შენ რომ ჯინსები არ გაცვიაო?!

  მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთმა თავკაცმა ასლან ბჟანიამ მოულოდნელად თბილისთან დიალოგის სურვილი გამოთქვა (რაზეც მთლად ოფიციალურ თბილისს არა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილს კი, ჩვეულად, ცოტა არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა), ვერ ვიტყვით, რომ ქართული მედია-სივრცე თემის გაანალიზებას შეუდგა და მოჰკითხა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, თუ აქვთ რამე სამოქმედო გეგმა და ხედვა (გარდა იმ ტრაფარეტული განაცხადისა, რომ დანარჩენი საქართველო თუ განვითარდება, სეპარატისტებს გული მაშინვე ჩვენზე შეუვარდებათ) ან ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებს დაერია, ვიმსჯელოთო.
  სამაგიეროდ, ფართო განხილვისა და „პერფორმანსების“ შთაგონების წყაროდ იქცა ე. წ. დახეული ჯინსების თემა, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი და იუსტიციის მინისტრი შეიბნენ (ჩვენში, რატომღაც, მიღებულია, რომ, რაც დასავლეთისგანაა ხელდასხმული, მიღებულთა აზრით, იმას ენა არ უნდა შეუბრუნო, რაც, სხვათა შორის, ჰომო-სოვეტიკუსის კლასიკური გამოვლინებაა) და გაირკვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ზემონახსენები ე. წ. დახეული ჯინსებით შევიდა (თუმცა ამის გამო ის იქიდან არავის გამოუგდია), ჰოდა, დახეული ჯინსების ჩაცმის უფლების დასაცავად (არადა – ნეტავ, ის აზრი მომწიფებოდა ვინმეს სატელევიზიო ეთერიდან – დევნილების უფლებების დაცვას როგორ აპირებენ ჩვენებური პოლიტიკოსები) ქართული სატელევიზიო „შოუების“ ზოგიერთი წამყვანი სწორედ ასე გამოეწყო და, საბოლოოდ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ჯინსები საბჭოეთთან ბრძოლის სიმბოლოდ შეირაცხა. არადა – უფრო საინტერესოა, ნაზი შამანაურის, საბჭოთა სიმახინჯესთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს, ტრაგედიაზე ბოლოს როდის ისაუბრეს დახეულჯინსიანმა წამყვანებმა?!
  მეორე მხრივ, მე რომ მკითხოთ, შანელის სტილის კაბებში გამოწყობა უფრო ანტისოვეტიკუსურია – იმიტომ რომ, ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა საქართველოში ქვა რომ გესროლა, თავში ჯინსისშარვლიანს მოხვდებოდა. ასე რომ, ვგონებ, ჯინსების გამუზება უფრო მახათების დეფიციტის ამბავია. - ) ...



скачать dle 11.3