კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რა სტერეოტიპის დამსხვრევას აპირებს ვერა მურღულია საქართველოში და რატომ გზავნის ის საფრანგეთიდან ანტიკვარულ მანქანებს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ვერა მურღულია პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მაროკოს უდაბნოს Gazelle-ის ქალთა რალი რეიდში  მიიღო მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, ვერა მამისა და ძმის (გია და გიგა მურღულიები) კვალს გაჰყვა და ავტოსპორტში ჩაერთო. გასულ წელს, მისი ინიციატივით, საქართველოში პირველად ჩატარდა ქალთა სათავგადასავლო რალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უფრო კონკრეტულად მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ვერა მურღულია: 35 წლის ვარ, თბილისში დაბადებული და გაზრდილი. ამჟამად, ჩემს შვილებთან ერთად, სამხრეთ საფრანგეთში ვცხოვრობ. ჩემი სახლი ნიცასა და მარსელს შორისაა. აქვე მაქვს Guest house-ები და ვმასპინძლობ უცხოელ ტურისტებს. საფრანგეთში 2005 წელს ჩამოვედი უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სასწავლებლად. მალევე შემიყვარდა სიმპათიური ფრანგი, რომელთანაც თითქმის 12 წელი გავატარე და მეყოლა 3 შვილი.
– რატომ დაინტერესდით ავტოსპორტით და როდის გადაიზარდა ეს ინტერესი პროფესიაში?
– ავტომობილები ბავშვობიდან მიყვარდა. ალბათ, ქვეცნობიერად, მამის, გია მურღულიას გავლენაა, რომელიც ახალგაზრდობაში, ასევე, რალისტი იყო და საბჭოთა კავშირის პერიოდში არა ერთი თასის მფლობელი. უგზოობაზე მართვის გატაცება კი ჩემი ძმის, გიგა მურღულიას გავლენაა. რალის და უგზოობაზე მართვის შეჯამება კი იძლევა რალი რეიდს. რალი რეიდი არის ავტორბოლა, რომელიც საშუალოდ, ერთი კვირა გრძელდება და სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა ხანგრძლივობის ეტაპებისგან შედგება. ქაღალდის რუკებისა და ნავიგაციის სისტემის გამოყენებით, მონაწილეებმა რაც შეიძლება მცირე დისტანციის გავლით უნდა იპოვონ საკონტროლო პუნქტები. მცირე დისტანცია კი რთულ გზასთან არის ასოცირებული. რალი რეიდით 2 წლის წინ, ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად დავინტერესდი, როდესაც აზრების შესაცვლელად ცხოვრებაში სიახლეს ვეძებდი. მალევე ჩავეწერე მაროკოს უდაბნოს Gazelle-ის ქალთა რალი რეიდში მონაწილეობის მისაღებად. გავიარე უგზოობაზე მართვისა და ნავიგაციის ტრენინგები, მოვიპოვე ოცდაათამდე სპონსორი, რადგან მონაწილეობა დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული და ორწლიანი მზადების შემდეგ მაროკოს უდაბნოში სიამაყოთ ავაფრიალე საქართველოს დროშა.
– გასულ წელს საქართველოში ქალთა სათავგადასავლო რალი ჩაატარეთ, იდეა თქვენი იყო? როგორ ჩაიარა?
– გადავწყვიტე, საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის, Xtreme Off-Road Club-ის და ჩემი ძმის მხარდაჭერით, დამეარსებინა პირველი რალი რეიდი ჩემს სამშობლოში – Rally Adventure Georgia – სათავგადასავლო რალი საქართველო. ჩვენს ქვეყანაში ასეთი სახის ავტორბოლა მანამდე არ ყოფილა. Rally Adventure Georgia ამ ეტაპზე, ძირითადად, ქალებისთვისაა განკუთვნილი, რადგან მსურს დავამსხვრიოთ სტერეოტიპი და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ უგზოობაზე მართვა ქალბატონების გატაცებაც შეიძლება იყოს. მოთხოვნის შესაბამისად, გეგმაში გვაქვს, მომავალში მამაკაცთა ეკიპაჟებიც დავუშვათ.
– საქართველოში ქალს საჭესთან დიდად ვერ მოიაზრებენ ხოლმე, ავტოსპორტში, მით უმეტეს.
– ეს შეიძლება, იმ ფაქტით შეჯამდეს, რომ წლევანდელ Rally Adventure Georgia-ში მხოლოდ ერთი ქართველი ქალი მონაწილეობდა. სხვა ეკიპაჟები კი შედგებოდნენ კანადელი, ფრანგი, ბელგიელი, ალჟირელი, თურქი, ჩეხი, მონღოლი და რუსი ქალებისგან. მხედველობაში მაქვს, რომ არ იქნება ადვილი ჩვენს რალი რეიდში ქართველი ქალების ჩაბმა, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ, რომ მივცეთ მათ მოტივაცია და გაისად ეკიპაჟთა ნახევარი ქართველები იყვნენ.
– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალი, რომ რალი რეიდში მიიღოს მონაწილეობა?
– ქალთა სათავგადასავლო რალიში მონაწილეობისთვის საჭიროა B კატეგორიის მართვის მოწმობა, ავანტიურული სული, მონდომება და დამადაბლებელგადამცემიანი, ორხიდიანი ავტომობილი, უგზოობისთვის შესაბამისი საბურავებით. მონაწილეობისთვის დასარეგისტრირებლად საკმარისია, მსურველებმა შეავსონ ბლანკი ღონისძიების საიტზე (www.rally-adventure.com). უცხოელი მონაწილეებისგან განსხვავებით, ქართველები მონაწილეობის თანხას არ უხდიან ორგანიზატორს, მათ მხოლოდ პირადი ხარჯები უნდა დაფარონ.
– ანუ, აღნიშნულ რალი რეიდს ტურისტული დანიშნულებაც აქვს.
– თავისთავად, ჩვენი საერთაშორისო რალი აქტიურად უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. რალის წყალობით, წელს 9 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ქალებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს. ისინი თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებისას საქართველოს ქებას არ აკლებენ და უხმობენ თავიანთ გარშემო მყოფთ, ჩამოვიდნენ საქართველოს სანახავად.
–  როგორც ვიცი, გარდა ავტოსპორტისა სხვა სტარტაპიც გაქვთ.
– დიახ, ეს არის Cool&Vintage France, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთიდან საქართველოში ვგზავნი სარესტავრაციო ანტიკვარულ მანქანებს. ბოლოს ორი მანქანა გამოვგზავნე, რომელთა რესტავრაცია თბილისში მიმდინარეობს და ადგილზე ჩემი ძმა კურირებს. როგორც კი მზად იქნება, გასაყიდად საფრანგეთში დავაბრუნებთ და სარესტავრაციოდ სხვა მანქანებს გამოვუშვებთ.
მიკა ჰაკინენის მოსწავლე იყავით. როგორ მოხვდით მასთან?
– მაროკოს რალისთვის 30-მდე სპონსორი მყავდა – სხვადასხვა ევროპული ფირმა. ყველაზე დიდი სპონსორი კი ფინური საბურავების ფირმა Nokian Tyres იყო. როდესაც მაროკოს რალიდან დავბრუნდი, Nokian Tyres-მა შემომთავაზა ფინეთში, კერძოდ ქალაქ ნოკიაში წაყვანა, რათა მიკა ჰაკინენთან გამევლო მართვის ტრენინგი. მიკა ჰაკინენი Nokian Tyres-ის ფირმის სარეკლამო სახეა. მე კი – Nokian Tyres-ის სარეკლამო სახე საფრანგეთში და ასევე, პირველი წარმომადგენელი მაროკოს Gazelle-ების რალიზე. მიკა სპორტულ ტრასაზე ერთი კვირის განმავლობაში მასწავლიდა მართვას.

скачать dle 11.3