კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 „გემრიელი“ ხასიათი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ თქვენი ხასიათის თავისებურებები, ეს მარტივი ტესტი გაიარეთ. უბრალოდ, უნდა აღნიშნოთ, რომელ ხილს ან ბოსტნეულს ანიჭებთ უპირატესობას, მერე კი ნახოთ შედეგები. შესაძლოა, ცოტათი გაკვირვებულიც დარჩეთ,   მაგრამ  სიმართლის მარცვლები ამაში ნამდვილად არის.   მოკლედ, კონკრეტული ორი კომბინაციიდან უნდა აარჩიოთ  ერთი.
 * თუ ნესვი და პომიდორი უფრო გიყვართ, გაწონასწორებული, ტაქტიანი, მშვიდი და მიზანდასახული ადამიანი ხართ. კარგი გემოვნებით გამოირჩევით.  გიყვართ თანამედროვედ და მოდურად ჩაცმა. ნესვისა და პომიდვრის მოყვარული ქალები მოსიყვარულე და კარგი ცოლები არიან, ასევე, ერთგული და ვნებიანი საყვარლები.
 რაც შეეხება პროდუქტების ამ კომბინაციის მოყვარულ მამაკაცებს, როგორც წესი, ისინი თბილები და ალერსიანები არიან,  რისთვისაც მათ ბევრ ქალურ თვისებას მიაწერენ ხოლმე და უნებისყოფოებად მიიჩნევენ. თუმცა ხშირად ამ ტიპის მამაკაცები  ძალიან შემოქმედებითები არიან, ხშირად ეგოცენტრიზმითაც გამოირჩევიან.
 * კიტრი და საზამთრო –  ამ ტიპის ქალები ხშირად დგამენ რადიკალურ ნაბიჯს და ემოციებსაც ვერ აკონტროლებენ. გაცხარებულ გულზე, შესაძლოა, მათ მთელი ჭურჭელიც კი   დალეწონ.  ფრთხილად იყავით, ასეთი ქალები დიდხანს ინახავენ წყენას გულში, ერთ დღეს კი ამოანთხევენ ხოლმე და რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად გვერდით მყოფ ადამიანზე.
იმ მამაკაცებზე, რომლებიც კიტრსა და საზამთროს ანიჭებენ უპირატესობას, ამბობენ, რომ მხოლოდ გარეგნულად არიან მშვიდები და მათ ფეთქებად ხასიათს ერთი შეხედვით ვერ ამოიცნობთ.  ეს ყველაზე შემოქმედებითი ადამიანის ტიპია.
კიტრისა და საზამთროს მოყვარულ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან გამომგონებლები და მეცნიერები.
* პომიდორი და საზამთრო – ამ კომბინაციის მოყვარული ადამიანები კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან.  მათზე  ამბობენ, რომ იციან ცხოვრების ფასი. აქტიურები და მხიარულები არიან.  
საზამთრო-პომიდვრის მოყვარული ქალებისთვის აუცილებელია ოჯახური სიმყუდროვე. მოსწონთ დიასახლისობა და შესაბამისად, გამორჩეული  მეოჯახეები არიან. ამ ტიპის ადამიანები ვერ იტანენ ტყუილსა და ღალატს. ინტრიგების ხლართვა ხომ მათგან ძალიან შორსაა. ხშირად საზოგადოებისგან ბევრ გულისტკენას იღებენ.
მამაკაცებს კი, რომლებიც საზამთრო-პომიდორს ანიჭებენ უპირატესობას ახასიათებთ სიზარმაცე. ძალიან  უყვართ გემრიელად ჭამა, ძვირფასი ავტომობილები და კარგი სექსი.
 * კიტრი და ნესვი – ამ კომბინაციას  უპირატესობას უფრო ხშირად  მამაკაცები ანიჭებენ. ისინი განსაკუთრებული სერიოზულობითა და მამაკაცურობით გამოირჩევიან. მარტივად აღწევენ მიზნებს და პასუხისმგებლობით სავსე საიმედო პარტნიორები არიან.
კიტრისა და ნესვის მოყვარულ ქალებს ახასიათებთ ხისტი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, მათგან  კარგი ხელმძღვანელები გამოდიან, დიასახლისებად კი დიდად არ „ბრწყინავენ “ – არ უყვართ რეცხვა, საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება. სამაგიეროდ, ერთგული მეგობრები და კარგი მრჩეველები არიან. დააფასეთ ასეთი ქალები, მათ ნამდვილად იციან როგორი შესანიშნავია ცხოვრება.

скачать dle 11.3