კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№4 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ზოგადად, არ მაქვს ცუდი ხარისხის თმა და ვუვლი კიდეც. თუმცა, როგორც კი ცივი სეზონი იწყება, თმის ცვენა მეწყება. დავაკვირდი, რომ ეს პროცესი მშობიარობის შემდეგ დამეწყო. რა გავაკეთო, რომ შევაჩერო?
პასუხი: ზოგადად, ზამთარი უარყოფითად მოქმედებს თმის ღერის სტრუქტურაზე. თმის ცვენა ორსულობის შემდგომ პერიოდშიც იცის. გირჩევთ, თმის სწრაფად მოქმედი ნიღბის რეცეპტს, რომლის მომზადებას თავადაც შეძლებთ. საჭირო ინგრედიენტებია: 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი (გახეხეთ და შემდეგ გაწურეთ), 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ოროვანდის ზეთი, რომელიც იყიდება აფთიაქში. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. მიღებული თხევადი მასა შეიზილეთ თმის ძირებში. რაც დარჩება, მთელ თმაზე წაისვით. დაიხურეთ თავზე შხაპის ქუდი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. ერთი საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თავიდან კვირაში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში გააკეთეთ, შემდეგ კი – კვირაში ერთხელ.  კურსის ხანგრძლივობა  2 თვეა.
კითხვა: გადატვირთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, სათანადოდ ვერ ვიცლი თავის მოსავლელად. ყოველდღიურად არც მაკიაჟს ვიყენებ. სტრესმა და უძილობამ თვალის გარშემო შავი რგოლები და ნაოჭები გამიჩინა, რაც საკმაოდ ცუდი შესახედია, მით უმეტეს, როცა მას მაკიაჟით არ ვმალავ. თუ არის მარტივი და ნაცადი საშუალება, რომლის მომზადებასაც თავად შევძლებ და არც ძვირი დამიჯდება?
პასუხი: თვალის ირგვლივ კანისთვის არსებობს ნიღაბი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია. მას მხოლოდ 2 ინგრედიენტი – ოხრახუში და არაჟანი სჭირდება. ის ატენიანებს კანს თვალების ირგვლივ და ასწორებს ნაოჭებს. ოხრახუში გარეცხეთ, მოაჭერით ღეროები და დასრისეთ. 1 ჩაის კოვზ მასას, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით თვალების ირგვლივ, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ, წყალში დასველებული ბამბით ფრთხილად მოიშორეთ. პროცედურა კვირაში რამდენიმეჯერ უნდა ჩაიტაროთ.


скачать dle 11.3