კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რატომ გააგდო სტალინმა ჟუკოვი მნიშვნელოვანი თათბირიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული საბჭოთა სამხედრო სარდლობის მიმართ და ისინი დიადი გამარჯვების სულისჩამდგმელებად მიაჩნდა. თუმცა, საკმარისი იყო ნებისმიერ მათგანს ოდნავ მრუდე ნაბიჯი გადაედგა, უმალვე საბჭოთა ბელადის რისხვის საგანი ხდებოდა... სამხედრო ისტორიკოსი, პროფესორი გავრილ პოტაპოვი წერს: „სტალინის რისხვის გამოწვევა იმას ნიშნავდა, რომ მძლავრი ქარიშხალი გამოგეწვია, რომელიც ისე წაგლეკავს, შენგან სველი ადგილიც კი არ დარჩება... ნიშანდობლივია ის, რომ საბჭოთა ბელადი იშვიათად უნახავთ განრისხებული და თუკი ასე იქცეოდა, საამისოდ მყარი მიზეზი ჰქონდა. სტალინი უდიდეს პატივს სცემდა საბჭოთა მხედართმთავრებს. ამასთანავე, მათ მიმართ განსაკუთრებულად მომთხოვნი იყო და რაც უფრო დიდი რანგის იყო სამხედრო, მით უფრო მკაცრად სთხოვდა პასუხს შეცდომებზე, მცირედზედაც კი. ცნობილია, თუ რა პატივისცემით ეპყრობოდა სტალინი მარშალ ჟუკოვს, მაგრამ გადახრები არც მას აპატია და ეგრეთ წოდებულმა, „გამარჯვების მარშალმა“ (ჟუკოვი) ლამის თავიც კი დაკარგა... სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „გიორგი კონსტანტინეს ძე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საბჭოთა ხელმძღვანელობაში, განსაკუთრებით სამამულო ომის დროს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად, მარშალი ჟუკოვი გადაჭარბებულად აფასებდა საკუთარ თავს. მიაჩნდა, რომ სხვა მარშალ კოლეგებზე ბევრად მაღლა იდგა. თუმცა, პროფესიონალიზმსა და დიადი გამარჯვების წვლილში მას არც როკოსოვსკი, კონევი და სხვა მარშლები ჩამოუვარდებოდნენ. სტალინი, გარდა იმისა, რომ ყველაზე ინფორმირებული ადამიანი იყო მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ზუსტად უწყოდა, რით „სუნთქავდნენ“ მისი ქვეშევრდომები, ადამიანებშიც უშეცდომოდ ერკვეოდა. ბელადს არც ჟუკოვის ამბიციები გამოჰპარვია და ყოველთვის „თავის ადგილზე“ აყენებდა ხოლმე მას, თანაც, ყველაფერს ისე გასაგებად განუმარტავდა ხოლმე, რომ ამ უკანასკნელს (ჟუკოვს) კითხვებიც კი არ რჩებოდა. 1941 წლის 29 ივლისს, კრემლში სტალინთან თათბირის დროს ჟუკოვმა ულტიმატუმის კილოთი განაცხადა – „კიევი უნდა ჩავაბაროთ!“ სტალინი აღშფოთდა და უთხრა, – ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდა, მტერს კიევი როგორ უნდა ჩააბაროო. ჟუკოვი გაცხარდა და სტალინს უთხრა: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გენერალური შტაბის უფროსი (ჟუკოვი) სისულელეს ლაპარაკობს, მაშინ გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და წინა ხაზზე გამიშვათ, სადაც სამშობლოს მეტ სარგებელს მოვუტანო. სტალინმა  ურჩია, დამცხრალიყო და დაამატა: „ჩვენ ლენინის გარეშე გავძელით, მით უმეტეს, თქვენ გარეშეც გავძლებთ. წადით და იმუშავეთ. მოვითათბირებთ და გადავწყვეთ, თუ სად გაგამწესოთ...“ ამგვარად, სტალინმა ჟუკოვი მნიშვნელოვანი თათბირიდან გააძევა. რა თქმა უნდა, ესეც არ აკმარა და სარეზერვო ფრონტის სარდლად გადაიყვანა. მის ადგილზე დანიშნულმა სარდალმა ჟუკოვზე არანაკლები წარმატებით იმუშავა. სტალინს არასოდეს არაფერი ავიწყდებოდა. ჟუკოვის არც ასეთი თავაშვებულება დავიწყებია ბოლომდე და მხოლოდ დროებით მიივიწყა...“
  ჟუკოვი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სტალინმა ეს კარგად იცოდა და მომავალი მარშალი იმ მომენტში არასწორი პოზიციის გამო არ გასწირა. თუმცა, მომავალ გენერალისიმუსს ყოველთვის ახსოვდა ჟუკოვის გამოხდომები თუ საკუთარი პერსონის გადაჭარბებული თვითშეფასება და ყოველივე აქედან სათანადო დასკვნებიც გამოჰქონდა. მეტიც, ბელადმა ბერიას საიდუმლო განკარგულება მისცა, რომ მის უწყებას („ენკავედეს“) თვალ-ყური სჭეროდა ყოყოჩა ჟუკოვზე და ყველაფერი პირადად მისთვის მოეხსენებინათ. დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინის მითითება ბერიასადმი ასეთი იყო: მხოლოდ თვალყური ადევნეთ და ყველაფერი პირადად მომახსენეთ.  რაც უნდა მოხდეს, ჩემი ნებართვის გარეშე არანაირი ზომები არ მიიღოთო. ფაქტია, რომ სტალინი ჟუკოვზე კომპრომატს აგროვებდა, მაგრამ ამას აკეთებდა არა ჟუკოვის განადგურების, არამედ მისი მოთოკვის მიზნით“.
 ჟუკოვის მოთოკვაში ვოლკოგონოვი გულისხმობდა მარშლის ბონაპარტისტულ მისწრაფებებს – ანუ ძალაუფლების მიტაცების სურვილს და ამის არა მარტო გასაფიქრებლად, არამედ ამაში დასარწმუნებლად, სტალინს მყარი ფაქტებიც ჰქონდა. დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ფაშიზმის დამარცხების მერე და მოკავშირეებთან მცირეხნიანი თბილი ურთიერთობის პერიოდში მარშალი ჟუკოვი იყო ის ადამიანი, ვინც სტალინის ბრძანებით, ეკონტაქტებოდა ანგლო-ამერიკელებს. სტალინს ბერიამ მიუტანა ჟუკოვის მონტგომერისთან და ეიზენჰაუერთან საუბრის აუდიოჩანაწერები. ჟუკოვს ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგები ხოტბას ასხამენ და საბჭოეთის მომავალ მმართველობას უწინასწარმეტყველებენ, რაზეც ჟუკოვი დუმილით პასუხობდა, თუმცა არაფერს უარყოფდა და სტალინისთვის ეს საკმარისი იყო, რომ ჟუკოვი ბონაპარტისტულ ზრახვებში დაედანაშაულებინა, რაც არც თუ ისე უსაფუძვლო იყო. ამიტომ, სტალინმა ჟუკოვი ჯერ მოსკოვში დააბრუნა, კრემლში დაიბარა და ორი საათი პირისპირ ესაუბრა, შემდეგ სახმელეთო ჯარების სარდლობა დაატოვებინა და ოდესაში გაუშვა სამხედრო ოლქის ხელმძღვანელად“...
  მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ჟუკოვის წინააღმდეგ საკმაო კომპრომატი ჰქონდა და მისი არამცთუ გაციმბირება, არამედ სიკვდილით დასჯაც კი შეეძლო, მან ეს არ გააკეთა და სახელოვანი მარშალი მხოლოდ ხელისუფლებიდან მოკვეთა. ოდესის მერე სტალინმა ჟუკოვი უფრო შორს, ურალში გადახვეწა, სამხედრო ოლქის უფროსად დანიშნა და სიცოცხლის ბოლომდე აღარ სწყალობდა.
  როი მედვედევი წერს: „ჩემი ღრმა რწმენით, სტალინს ეს გულჩვილობით ან ჟუკოვის სიყვარულით არ მოსვლია. ბელადმა ჟუკოვი იმიტომ არ დასაჯა, რომ მარშალს ძალიან დიდი სახელი ჰქონდა ხალხში და მისი დასჯა შესაძლოა, სახალხო მღელვარების საბაბად გადაქცეულიყო, რაც გაგანია „ცივი ომის დროს ნამდვილად შეუშლიდა ხელს“.
  ასე იყო თუ ისე, სტალინი ყველა შემთხვევაში პრაგმატულად მოიქცა. სწორედ, ამაში მდგომარეობდა სტალინური დიპლომატიის არსი – ერთი მხრივ, მან ბონაპარტიზმის საშიშროება აიცილა თავიდან, მეორე მხრივ კი, საკუთარი „რეიტინგი“ შეინარჩუნა.“

скачать dle 11.3