კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 მსგავსება და განსხვავება

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება რომ არსებობს, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ მათ შორის მსგავსებაც ბევრია.  დღეს, თანამედროვე ხედვების პირობებში, ქალებსა და კაცებს შედარებით უკეთ ესმით ერთმანეთის. თუმცა, არის განსხვავებები, რომლებიც ქალებს მამაკაცებში ამოუცნობად ეჩვენებათ და მამაკაცებსაც ბევრი რამ აოცებთ ქალბატონებში.
  ხომ იცით, რომ ქალებს ყოველთვის აინტერესებთ,  რას ფიქრობენ მამაკაცები მათ შესახებ. გთავაზობთ მამაკაცის „სტანდარტულ“ ფიქრებს ქალებზე.  
 * ზოგადად, კაცი ფიქრობს, რომ მას ქალების იმაზე ნაკლებად ესმის, ვიდრე თავად ქალს ეს სურს. რეალურად, კაცი დარწმუნებულია, რომ ქალების ბოლომდე გაგება შეუძლებელია;
 * მამაკაცებს ძალიანაც უყვართ კომპლიმენტები. განსაკუთრებით თუ ეს მის გარეგნობას ეხება. მაგალითად,  თუ ქალი  ეტყვის, რომ კონკრეტული პიჯაკი ძალიან უხდება, ის ამ პიჯაკს ყოველ დღე ჩაიცვამს;
 * ყველა კაცს სილამაზის შეფასების საკუთარი სტანდარტი აქვს. მით უფრო,  როცა საქმე ქალის სილამაზეს ეხება. ქალებსაც ხომ  აქვთ განსხვავებული გემოვნება და კრიტერიუმები მამაკაცის შეფასებისას. კაცების დიდ ნაწილს მოსწონს ქალები მრგვალი ფორმებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ ოცნებობენ ქალებზე, პარამეტრებით – 90/60/90.
 * რაზე არ საუბრობენ კაცები?  მათ ხშირად  აწუხებთ შფოთვა და დეპრესია.  სჭირდებათ დრო, რომ პრობლემებს გაუმკლავდნენ. ბევრ ქალს ეს არ ესმის და მამაკაცთან ურთიერთობაში პრობლემებს იქმნის. ქალები ხედავენ  კაცების ნაკლოვანებებს, მაგრამ მისგან მაინც ითხოვენ სრულყოფილებას. არადა,  მამაკაცს ძალიან უნდა ქალისგან გაიგონოს – შენი ნაკლოვანებებით მიყვარხარ!
 * მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ ქალები ჩაცმის  განსაკუთრებულ სტილს სხვა ქალების დასანახავად და გასაღიზიანებლად ქმნიან. რადგანაც თავად მამაკაცებს საერთოდ არ აღელვებთ, თუ როგორი სტილის სამოსი აცვია ქალს.
 * ყველა ნორმალურ მამაკაცს აქვს სურვილი, აფიქრებინოს საყვარელ ქალს,  რა კარგი მამაკაცი პყავს გვერდით.  დიახ, მათ ბუნებრივი სილამაზე ურჩევნიათ, მაგრამ  თავი ამაყად უჭირავთ, როცა მისი პარტნიორი ქალი მოვლილია და ეფექტურად გამოიყურება.  
 * ხანდახან კაცს უნდა, რომ  ქალი, უბრალოდ, გაჩუმდეს. დიახ, კაცებს სიჩუმე სჭირდებათ.  ხანდახან იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ქალი თავის გონებაში „ხარშავს“ ძალიან დამღლელია, განსაკუთრებით, სამუშაო დღის შემდეგ.
 * „ყველაფერი კარგადაა, საყვარელო,  ისეთივე მომხიბვლელი ხარ, როგორიც ათი წლის წინ იყავი“, – ეს შეყვარებული მამაკაცის ფიქრებია. თუ კაცს ნამდვილად უყვარხარ, ზედმეტ კილოგრამებსაც ვერ შეამჩნევს.
 * ნუ ელოდებით მამაკაცისგან, რომ თქვენს სურვილებს გამოიცნობს. მას ეს, უბრალოდ, არ შეუძლია.
P.S. კაცებს   უყვართ   „არაფერზე ფიქრი“  და მათ სჭირდებათ პირადი სივრცე. ზოგჯერ მაინც მიეცით ცოტაოდენი დრო საკუთარი თავისთვის.

ყველა  კაცი
ერთნაირია

  „ყველა კაცი ერთნაირია“ – ამას ამტკიცებენ ქალები.   კაცებმა საკმაოდ გაიტეხეს სახელი. მათ არ შეუძლიათ ერთგულება, ღალატობენ ყველაზე ღირსეულ ქალებსაც კი, არ გააჩნიათ გრძნობები, არ აინტერესებთ რომანტიკა და პირადულ ურთიერთობებში არ გამოხატავენ ემოციებს, იმიტომ რომ ეს ემოციები  მათ საერთოდ არ აქვთ – აი, ბრალდებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მამაკაცების მისამართით, მაგრამ  რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს? მოსაზრებები, რომლებსაც ზოგჯერ დაუფიქრებლად ვეთანხმებით, რაღაც  მიზეზით არის განპირობებული, ამიტომ, სანამ მამაკაცებს განაჩენს გამოვუტანდეთ და იარლიყების მიწებებას დავიწყებდეთ, უნდა ვნახოთ, სად არის  პრობლემის ფესვები.
  ფაქტი, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ გრძნობები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს გრძნობები საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში,  ისინი  საკმაოდ მგრძნობიარეები არიან. უბრალოდ, უფრო ხშირად საკუთარი გრძნობის გამოსახატავად ირიბ ფორმებს იყენებენ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ აქვთ. ამას, პირობითად, შეიძლება, მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი ვუწოდოთ. როგორ გავტეხოთ ეს კოდი? გთავაზობთ ამ საიდუმლო კოდის გასაღებს.   
  * გარემოს გავლენა
მამაკაცები გაცილებით სოციალური არსებები არიან, მათთვის ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას, სწორედ, სხვისი აღქმიდან ცდილობენ. რა ესმით მათ ბავშვობიდან ყველაზე ხშირად? – რომ ბიჭები არ ტირიან, რომ ზედმეტი მგრძნობელობა არამამაკაცურია, რომ შიშის გამოხატვა კაცისაგან (რაც ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი შეგრძნებაა) სამარცხვინოა. ამ სტერეოტიპული მიდგომების გამო, მამაკაცები პატარაობიდანვე ეჩვევიან ნამდვილი ემოციების დაფარვას, რადგან  ფიქრობენ, რომ  ამით მათ ავტორიტეტს საფრთხე ემუქრება.
  * ვერ ფლობენ საკუთარ ემოციებს
იმის გამო, რომ მამაკაცები საკუთარ თავში ბევრ შეგრძნებასა და ემოციას ახშობენ, შესაბამისად, აქვთ სუსტად განვითარებული უნარი – გაუმკლავდნენ და სწორად მართონ ისინი. საკუთარი ემოციების გამოსახატავად, ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებსა და ფორმებს. ხშირია შემთხვევა, როცა პირად ურთიერთობებში ვერ არიან მოქნილები, ვერ ლავირებენ შესაბამისად და არ შეუძლიათ, იყვნენ თანმიმდევრულნი.
მამაკაცები თავიანთ თავს სრულად მხოლოდ იქ გამოხატავენ, სადაც ამისთვის უსაფრთხო პირობები არსებობს და სადაც მათ გრძნობებს შესაბამისად აღიქვამენ. მაგალითად, კაცებისთვის ჩვეულებრივი ამბავია სპორტულ მოედნებზე უზარმაზარი ტემპერამენტისა და სითბოს გამოვლენა – თამამად ეხუტებიან ერთმანეთს, ულოცავენ წარმატებას, ამხნევებენ. ფეხბურთის, კალათბურთის თუ ჰოკეის მატჩების დროს  ემოციების გამოხატვა ყველაზე დიდი მაჩოსთვისაც კი სრულიად მისაღებია. სხვაგან   შეუძლებელია, ნახო ამდენი მამაკაცი ასე თავისუფლად ავლენდეს სითბოს.
  * ემოციების გარდაქმნა
ხშირად კაცებს ისეთი ემოციები, როგორიცაა სევდა და დაუცველობის შეგრძნება, სიამაყესა და აგრესიაში გადააქვთ, რადგან მიაჩნიათ,  რომ სოციუმისთვის ეს გაცილებით ბუნებრივია. როცა მამაკაცი უჩვეულო აგრესიას გამოხატავს თქვენ მიმართ,  შესაძლოა, უყვარხართ და ამ დრომდე ვერ იპოვა ფორმა, ეს სწორად გამოხატოს.
ქალი შესაძლოა, შოკირებული დარჩეს, თუ მამაკაცმა, რომელიც მისი აზრით, დასაყრდენი უნდა იყოს, შიში გამოხატა. ეს თითქოს  ტრადიციული   ქცევიდან გადახრაა.
  * მამაკაცური კომპლექსები
ყველა კაცისთვის თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღიქვამენ მის საქციელს სხვები, რა შთაბეჭდილებას ახდენს გარშემო მყოფებზე.  მათთვის თვითრეალიზაცია ყველაზე მტკივნეული თემაა. ესაა წინასწარი თავდაცვა და მიგვანიშნებს  იმაზე, რომ ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. აქვს წარმოუდგენელი შიში, რომ ვიღაც მას პატივს აღარ სცემს. სწორედ, ამ შიშის გამო ერიდებიან ზედმეტად ჭკვიან ქალებს.  მათზე ხომ შთაბეჭდილების მოხდება არც ისე მარტივია, შესაბამისად, პატივისცემის მოპოვებაც.


скачать dle 11.3