კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რატომ არის ყველა ქალის ცხოვრება სავსე მოულოდნელობებითა და იმედგაცრუებებით

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ყველა ქალის ოცნებაა, რომ ქმრისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი იყოს. გათხოვება ამის გარეშე ვერავის წარმოუდგენია, მაგრამ  ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და იმედგაცრუებებით. ოცნებები ყოველთვის არ იქცევა რეალობად და სამწუხაროდ, ხშირად იმსხვრევა. საყვარელი ქმარი არ აღმოჩნდება ხოლმე ისეთი ერთგული, როგორსაც ქალბატონები წარმოიდგენენ.  მამაკაცს ღალატისთვის არაერთი  მიზეზი  შეიძლება, ჰქონდეს: უბრალო გატაცება, მოწყენილობა, ძიება რაღაც ისეთის, რის დეფიციტსაც ცოლთან განიცდის. ასევე ახალი შეგრძნებებისკენ ლტოლვა და არცთუ იშვიათად, ეს სრულიად გაუცნობიერებლად ხდება. თუმცა, უსიამოვნო სიტუაციიდან, როგორი მძიმეც უნდა იყოს ის, თავის დაღწევის  გზები არსებობს. უფრო ხშირად  ღალატის მსხვერპლს თავად უწევს გამოსავლის პოვნა.
  მარიტა (32 წლის): ნეტავი არსებობდეს რეცეპტი, როგორ გადავურჩეთ ღალატს. მაშინ ცხოვრება ძალიან მარტივი და ლამაზი იქნებოდა. არადა, ამისგან არავინ არის დაზღვეული, არცერთი ქალი. რომელი ქმარია ერთგულების ნიმუში; რომელს დაეფიცება, რომ არასდროს სხვა ქალისკენ არ გაიხედავს? თუ კაცს ფიზიკურად ჯერ კიდევ არ უღალატია შენთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთგულია.
– ანუ, ვამყარებთ ვერსიას – ყველა  კაცი მოღალატეა!
– რა თქმა უნდა, ასეა ზუსტად. თუ ფიქრობთ, რომ ქმარს თქვენ გარდა სხვა ქალი არასდროს ჰყოლია  ან მომენტი ვერ ჩაუვარდა, ან კარგად შენიღბა თავისი ღალატი. მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნერვიულობისგან თავები უნდა დავიხოცოთ. ქალები ამის გამო სასოწარკვეთაში ვარდებიან და მთელ ცხოვრებას იმწარებენ. არადა, ცხოვრება ერთხელ გვეძლევა. არავის გამო არ ღირს, დაიტანჯო.
– გაშორდე მოღალატე ქმარს – ესაა გამოსავალი?
– გააჩნია ქმარს. ხშირად ღალატის კი არა, სულ სხვა რამის გამოა გასაგდები სახლიდან. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ  ქმარი ცხვირწინ რომ გღალატობს და გამცირებს, შენ ალერსიანად უნდა უღიმოდე. ამას რომ მიხვდე, ჯერ საკუთარი თავის ფასი უნდა გაიგო. დაიწყეთ იმით, რომ მოეშვით არარეალურზე ოცნებას. ქმარი სამუდამოდ თქვენზე  „მლოცველი“ არ იქნება და არც პრინცესასავით გაგანებივრებთ. განა იმას ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ არ მოხდება და ტყუილად რატომ უნდა დაიტანჯოთ.  დამშვიდდით და სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ყოველთვის მზად იყავით, რომ შეიძლება, ასე მოხდეს. ასევე  უნდა იცოდეთ, რა ხდება იმის მერე, რაც ქმრის ღალატის შესახებ გაიგებთ? ყველა ქალი, სტანდარტულად, ერთსა და იმავეს გრძნობს. მათ ჯერ  ტკივილის  შეგრძნება  ეუფლებათ, მერე  მრისხანება, ზიზღი და შურისძიების სურვილი იპყრობთ. შემდეგ ამ შეგრძნებებს სიცარიელე და დიდი სევდა ცვლის. სხვათა შორის, ასეთ დროს ტირილი შველის. მაგრამ თქვენთვის იქვითინეთ, გაუზიარეთ თქვენი ამბავი ახლო მეგობარს. მოიოხეთ გული. არ გირჩევთ  სკანდალების  მოწყობას.  აზრი არ აქვს. ნუ გააკეთებთ ამას, თუ  საკუთარი  თავისთვის მეტი ზიანის მიყენება არ გინდათ და მით უმეტეს, ნუ გააგდებთ ქმარს სახლიდან. რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება „ცხელ “ გულზე არ შეიძლება. ქალებს ემოციები გვღუპავს. დააკვრდით, როგორ ქალებს უმართლებთ? თუ საკუთარ გრძნობაზე ბატონობ, კაცზეც იბატონებ. მოკლედ, მოღალატე ქმართან ანგარიშის გასწორება იმ მომენტისთვის  გადადეთ, როდესაც მოვლენების მშვიდად განსჯას შეძლებთ.  ჯერ თქვენთვის გადაწყვიტეთ, გინდათ  თუ არა, ამ ყველაფრის მერე  ქმართან ერთად ცხოვრება. იქნებ მზად ხართ, აპატიოთ, მაშინ სკანდალს რა აზრი აქვს. უმჯობესი იქნება, ისე მოიქცეთ, ძალიან ინანოს თავისი საქციელი.
– ეს როგორ უნდა მოახერხო?
– სიმშვიდით. დამიჯერეთ, გამანადგურებელი იარაღია. ცოტა ხანი ყინულივით ცივი უნდა გახდეთ და არაფერი უთხრათ.  მხოლოდ ზუსტი, მოკლე და შხამიანი ფრაზები. ინტერესი და სკანდალის მოლოდინი გაგუდავს, დამიჯერეთ. ასე თუ არ იზამთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზი და ეჭვიანობა დიდი ხნის განმავლობაში გაგაწამებთ. მაგრამ თუ მოახერხებთ, ემოცია გათიშოთ, ნახავთ, რომ  ღირს მისი ბოდიშებისა და ათასი დაპირების მოსმენა... ემოციის გათიშვა ჩუმი ტირილით  შეიძლება – ამის ნუ შეგეშინდებათ.
– როცა ღალატისგან ყველაფერი გტკივა, ასე მარტივად  ვერ გამოდის.
– მართალია, ძალიან მტკივნეულია. მეც გავიარე ეს. მაგრამ გადალახვა შესაძლებელია.  არ უნდა იოცნებო და ინატრო ის, რაც რეალურად შეუძლებელია. არ უნდა მოინდომო ზღაპრის ასრულება. აჯობებს, იმის გარკვევა, რამ უბიძგა თქვენს მეუღლეს ღალატისკენ. მიზეზის გაგებაა მნიშვნელოვანი. ამას კი დალაპარაკება სჭირდება. სიტუაცია გვერდიდან  უნდა შეაფასოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ.  იქნებ რაღაც სერიოზული მიზეზი არსებობდა. თუ აღმოჩნდება, რომ ქმარი, უბრალოდ, გაერთო, ძირითადად ასეა, ხოლმე. აპატიეთ, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ მეორედ აღარ აპატიებთ და რომ ბოლო შანსს აძლევთ. როცა ქმარი ცდილობს, დამალოს ხანმოკლე რომანი, დარწმუნებული იყავით, ის არასოდეს გაგცვლით ქალში, რომელთანაც მხოლოდ  ერთობოდა.
– ბევრი ფიქრობს, რომ ტკივილს შურისძიება შველის.
– არა. დაივიწყეთ შურისძიება ნებისმიერი ფორმით, ასეთ სიტუაციაში თავის შეკავება ძალიან ძნელია, მაგრამ ყოველთვის თავის ხელში აყვანა სჯობს. შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია. როგორ წარმოგიდგენიათ, ადვილია ღალატზე ღალატით პასუხი? ქმარმა რომ აღარ გაპატიოთ, მერე რას აპირებთ.  მოღალატე კაცს სინდისის ქენჯნა აწვალებს. იცის, რომ გული ძალიან გატკინათ და ამას არ იმსახურებდით.  დიახ, საქმე რთულადაა. ღალატი ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს.  საყვარლები კი ყოველთვის ძალიან მავნებლები არიან. მათი მიზანი ოჯახის დანგრევაა. შეიძლება, ვერაგული ხრიკებით ცოლთან კონტაქტზე გამოსვლაც გაბედოს: მაგალითად, სოციალურ ქსელში მრავალი სისაძაგლე მოგწეროთ, გამოგიგზავნოთ „უწყინარი“ ფოტოები ან სულაც დაგირეკოთ და უკეთეს შემთხვევაში, გაგლანძღოთ. მაგრამ თუ ამ ყველაფერს ქმარს მშვიდად გააგებინებთ, ის  ქალბატონი  დაზარალდება და თქვენ კი მოიგებთ. ძალიან კარგია ირონია. დაუპირისპირეთ ირონია სიტუაციას.   ნებისმიერ შემთხვევაში, ცოლის ყველაზე მომგებიანი პოზიციაა ქმრის საყვარლის სრული იგნორირება. ბოლოს და ბოლოს მის დონეზე ხომ  ვერ დაეშვებით?! და  არავითარ შემთხვევაში არ დაირწმუნოთ თავი, რომ უბედური ხართ. კიდევ ვიმეორებ: ერთხელ იბადები ამ მშვენიერ ქვეყანაზე და ქმრის აცუნდრუკების გამო ცხოვრება რატომ უნდა ჩაიშხამო. არავინ არ ღირს ამად. თუ მიხვდებით, რომ ქმარი არ ნანობს თავის საქციელს და უწესო ქალები მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, საერთოდ გაუშვით. ცოტა ხანი გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე ძალიან ბედნიერი იქნებით. მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ თავზე: შეიცვალეთ თმის ფერი, ვარცხნილობა, იშოპინგეთ, გაერთეთ – ეს საკუთარ თავში რწმენას დაგიბრუნებთ და დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. საკუთარი თავი შეიყვარეთ, ძვირფასო ქალებო! კაცის ბუნება ასეთია და აუცილებლად გიღალატებთ, თუკი თქვენ ამის ფუფუნებას შეუქმნით.



скачать dle 11.3