კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რატომ იჭრიდნენ სოლიკო ხაბეიშვილი და ვახუშტი კოტეტიშვილი თითებს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  სოლიკო ხაბეიშვილი ბავშვობიდანვე პოეზიის ისეთი ღვთიური ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომ ჩვენს საყოველთაოდ აღიარებულ კოლორიტს – პოეტსა და მთარგმნელს ვახუშტი კოტეტიშვილს ეჯიბრებოდა ლექსთა თხზვასა და სიჭაბუკის „გიჟურ რომანტიკაში“. ჯერ კიდევ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ლიტერატურულ წრეში ყოფნისას ამ ორ ყმაწვილს იმდენი ქართული და რუსული ლექსი სცოდნია ზეპირად, ვეღარ გაერკვიათ, რომელს ეკუთვნოდა პირველობა. როცა „ჟიური“ ერთხმად აღიარებდა, ორივენი ერთმანეთზე უკეთესები ხართო, ბიჭები თითებს გაიჭრიდნენ და ფიცვერცხლნაჭამი ძმობის სისხლით დათხაპნიდნენ ლექსებით სავსე იმ ფურცლებს, რომლებსაც საგულდაგულოდ ინახავდნენ სხვათათვის ვერმისაგნებ კუთხე-კუნჭულებში. თბილისის პირველ საშუალო სკოლაშივე გამოვლენილა სოლიკო ხაბეიშვილის არტისტული ნიჭიც. ერთმანეთის მიყოლებით მას ბრწყინვალედ განუსახიერებია ანდუყაფარი (გ. ერისთავის „გაყრაში“) და გოროდნიჩი (ნ. გოგოლის „რევიზორში“)... როცა ყველას ეგონა, რომ ოქროს მედალზე სკოლადამთავრებული სოლიკო ფილოლოგიურზე ან თეატრალურზე ჩააბარებდა, მაშინდელი ბიჭებისთვის საოცნებო „გეპეის“ სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხულა და იქაც მალე გამხდარა ჯერ ფაკულტეტის, შემდეგ კი ინსტიტუტის და, ბოლოს, თბილისელი ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერი. მაშინ კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე სულითა და ხორცით ჯანსაღ, ყველაზე განათლებულ ახალგაზრდებს ეძებდნენ... სოლიკოც დაითანხმეს, რომ კომკავშირიდან კარიერას უფრო ადვილად გაიკეთებდა და ისიც აუყვა ცხოვრების აღმართს... ოღონდ არა ოდენ ბარში, ასფალტზე, კომკავშირისა და პარტიის ცენტრალურ კომიტეტში... რომანტიკოსი და მუხლმაგარი, უშიშარი და პოეზიის მადლით ანთებული ჭაბუკი ალპინისტი, შესანიშნავი მთამსვლელი გახდა.
  1985 წლის 28 ივლისიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი სოლიკო ხაბეიშვილი მორიგ შვებულებაში უნდა წასულიყო. მეორე დღეს, ალპინისტ მეგობრებთან ერთად, ყაზბეგის რაიონში, ჭიუხებზე და გურამ რჩეულიშვილის სახელობის მწვერვალზე მიემგზავრებოდა. შაბათ დილას გაირკვა, რომ ცეკას პირველი მდივანი მას ორშაბათს „ხევსურეთის აღორძინების გეგმის შესათანხმებლად“ ცეკაში მისვლას უბრძანებს... რა გაეწყობა, სოლიკო მეგობრებს სალაშქროდ გამგზავრების გადავადებას სთხოვს... მეგობრები ორშაბათს საღამოს ეხმიანებიან ბინაზე... ყურმილს სოლიკოს მეუღლე გიული ურუშაძე-ხაბეიშვილი იღებს და თვალცრემლიანი ამბობს: სოლიკო დღეს ცეკას ბიუროს სხდომაზე თანამდებობიდან მოხსნეს და ტელეფონთან ვერ მოვა, ჰიპერტონული კრიზი აქვს, ექიმები ახლაც თავზე ადგანანო... მეგობრები უმალ მიხვდნენ, აი, თურმე, რატომ უნდა შეევლო სოლიკოს ცეკაში! მთამსვლელი აგი აბაშიძე მერე მოიგონებს: „სოლიკოსთან რომ მივედით, ექიმები უკვე წასულები დაგვხვდნენ. ის იწვა დაღლილი, ნატანჯი სახით. დღესაც ჩაგვეშალაო წასვლა, ალბათ, ვერც ხვალ შევძლებო, ზეგ კი უკეთ ვიქნები და აუცილებლად წავიდეთო მთაში, ხომ მომიცდით ზეგამდეო, გვეხვეწებოდა”... ექიმებისა და მეუღლის პროტესტის მიუხედავად, სოლიკო მესამე დღეს მართლაც წამოდგა, „მთაში უთუოდ კარგად გავხდები, მთა არ მიღალატებსო“, და 1985 წლის 1 აგვისტოს სოლიკო ხაბეიშვილი უკანასკნელად შეუყვა მწვერვალისკენ მიმავალ გზას... ბარში დარჩენილმა ქვებუდანებმა თბილისში ჭორი გაავრცელეს: ხაბეიშვილმა მთებში უამრავი ოქრო-ვერცხლი გადამალაო. მერე თვითონვე „დაიჯერეს“ ეს ჭორი და სოლიკოს ყაზბეგელი ძმაკაცის შალვა ქირიკაშვილის „დამუშავება“ დაიწყეს – „გვასწავლე, სად ინახება ხაბეიშვილის აუწონავი განძიო“... სოლიკოს მეგობრები გაოცებულნი იყვნენ, – ამ კრისტალური პატიოსნების კაცს საიდან ექნებოდა მთებში დასამალი ოქრო-ვერცხლი. როგორც მოსალოდნელი იყო, ჭიუხებში ვერაფერი იპოვეს და „სამართალდამცველები“ კუდამოძუებულნი გამობრუნდნენ უკან. მაშინ (რა თქმა უნდა, ახლაც!) სისხლის სამართლის საქმის შეთითხვნას რა უნდოდა და... რამდენიმე დღეში სოლიკო ხაბეიშვილი „მძიმე ბრალდებებით“ დააპატიმრეს!..
  ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დროს სოლიკომ მოახერხა გუდაურის საკურორტო კომპლექსის დაფუძნება-აღორძინება (გუდაური მისი უპირველესი სიყვარული იყო), ქუთაისის სამხატვრო გალერეის, რესპუბლიკური ლიტერატურული ჟურნალის „განთიადის“, აგრეთვე, ქუთაისის სიმფონიური ორკესტრისა და გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ ფილიალის დაარსება. სოლიკო ხაბეიშვილი ერთ-ერთი მოთავე იყო ფოთის ცნობილი ექსპერიმენტისა. სხვადასხვა დროს მან სული შთაბერა ასპინძის სოფლებში აჭარლების გადმოსახლებას, ხევსურეთში ხევსურთა დაბრუნებას. „ბევრია ასეთი, მე არასდროს მიფიქრია, რომ ყოველივე ეს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, დაივიწყონ... მაგრამ განა ამას აქვს მნიშვნელობა. თუ მე ჩავბერე მათ ჩემი სული – ხაზგასმით ამბობდა სოლიკო, მეც ვარსებობ იქ, სხვასავით მიხარია და მტკივა, მაწუხებს და მახარებს... ესაა სულის უკვდავება და სხვა არაფერი. ესაა შენი დარჩენა დედამიწაზე”...
  სოლიკო ხაბეიშვილმა პატიმრობაში ყოფნის დროს იმდენი მოახერხა, რომ რუსთავის კოლონიაში ტაძრის მშენებლობა დაიწყო. მართალია, მალე ის, როგორც სრულიად უდანაშაულო, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან და ტაძრის მშენებლობა მერე დამთავრდა, მაგრამ მისი სულის საცხონებლად ახლაც ანთია ტაძარში კანდელი...  
  „განსხვავებით ზოგიერთისგან, მე ჩემი ყოველი „სკამი“ უმძიმეს ტვირთად მიმაჩნდა და ვოცნებობდი მხოლოდ ერთზე, მეზიდა იგი ღირსეულად. აქ საქმე სხვა რამეში იყო და ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს საიდუმლო აქ, საპყრობილეში ავხსენი, ავხსენი ფაქტებით. ესეც სხვა თემაა, საინტერესო და შემაძრწუნებელი... მე მოვალედ ვთვლი ჩემს თავს მთელი ჩემი სიცოცხლე შევწირო სამართლიანობის აღდგენის საქმეს, რადგანაც ეს სჭირდება საზოგადოებას“...
  სოლიკო ხაბეიშვილმა სიმართლე დაამტკიცა! ამის თაობაზე უკვე გითხარით... თანაც, ციხეში, როგორც ვახუშტი კოტეტიშვილი აფასებდა, ისეთი ლექსები და ბრძნული და ტკივილიანი ჩანაწერები შექმნა სულით ხორცამდე რომ გაგაჟრჟოლებს კაცს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ლექსები და ჩანაწერები სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ მწერლობაში...  „მე უცდომელად გატარებულ ცხოვრების რა ვთქვი, სიცოცხლეს ძვირფასს სალაღობოდ ვერ გავიმეტებ, სული ზეიმობს, როცა ოფლის გადაგდის ხვითქი და როცა გიჭირს სხვათა იმედად...“
...1995 წლის 20 ივნისს საკუთარი ბინიდან გამოსული საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი სოლიკო ხაბეიშვილი ის-ის იყო სამსახურებრივ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ რამდენიმე ნიღბიანმა, დაქირავებულმა მკვლელმა ზურგიდან მიპარვით, დამიზნებით ესროლა... მძღოლმა, კაკო დალაქიშვილმა ყვირილი ატეხა, რას სჩადიხართ, ვის კლავთო და... ისიც თავის მეგობართან ერთად წამში გამოასალმეს სიცოცხლეს!..
скачать dle 11.3